– მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი ჩიბურდანიძე–ალექსანდრია (1981) ერთადერთი მატჩი (8–8) ქალთა

  ჭადრაკის ისტორიაში

– ორგზის მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი (1975–1978, 1981–1984)

– მსოფლიო ჩემპიონატის საზონათაშორისო ტურნირების გამარჯვებული (1971, 1985)

– მსოფლიო ჩემპიონატის პრეტედენტთა ციკლის 8–გზის მონაწილე (1966–1988)

– ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გამარჯვებული(1970)

– მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 6–გზის გამარჯვებული (1969, 1974, 1978, 1980, 1982, 1986)

– მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული საქართველოს ქალთა

   ნაკრების კაპიტანი (1992, 1994, 1996)

– ფიდეს ცენტრალური კომიტეტის წევრი (1994–1998)

– ფიდეს ქალთა კომიტეტის თავჯდომარე (1986–2002)

– საერთაშორისო დიდოსტატთა ასოციაციის ქალთა საბჭოს თავჯმდომარე (1989–1991)

– ევროპის საკლუბო თასის 2004–2005 გამარჯვებული საჭადრაკო კლუბ "ნტნ"–ს პრეზიდენტი

– საერთაშორისო მსაჯი

 

დებულება მონაწილენი, შედეგები, ცხრილი პარტიები LIVE ფოტოგალერეა სასტუმრო ფესტივალი–2008 ფესტივალი–2009 ფოთი

ფოთში მზადება დასრულდა (07.07.2010)

 

   ფოთში დასრულდა წინასაფესტივალო მზადება. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს ქ. ფოთის მერი გოჩა ლემონჯავა ხელმძღვანელობს, ფესტივალის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ჩართულნი არიან ქალაქის ტრანსპორტის, კულტურისა და სპორტის სამსახურები, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფები. ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია უამრავი კულტურული და გასართობი ღონისძიებები. ფესტივალს დაესწრება ქალბატონი ნანა ალექსანდრია.

ფესტივალის მონაწილენი (05.07.2010)

 

    ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს კიდევ ერთი ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, ოლიმპიური ჩემპიონი, ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი მაია ლომინეიშვილი (2370). მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება და სავარაუდოდ სხვა სახელოვანი მოჭადრაკეებიც მიიღებენ მონაწილეობას ფესტივალში.

წახალისება ჩემპიონებს (30.06.2010)

 

   ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ფესტივალის საწევრო შესატანისაგან განთავისუფლდნენ 2010 წლის საქართველოს ჩემპიონები 8, 10, 12 და 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის: თამარ ესაძე (8გ), ლუკა ობოლაძე (8ბ), ნატა ჯიბუტი (10გ), ირაკლი ახვლედიანი (10ბ), ნინო ხომერიკი (12გ), ნიკა ღვამბერია (12ბ), ანა შამათავა (14გ) და ირაკლი ბერაძე (14ბ).

პარტიების ინტერნეტ ჩვენება (27.06.2010)

 

    ფესტივალის მონაწილეებს და მათ გულშემატკივრებს კიდევ ერთი სიახლე ელოდებათ. ჭადრაკის მოყვარულებს საშუალება ექნებათ ღია ტურნირის 1–6 დაფაზე გათამაშებული პარტიების იხილონ ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში, ხოლო ღია ტურნირში გათამაშებული ყველა პარტია და ასაკობრივი ტურნირების 1–10 დაფის პარტიები ყოველდღიურად განთავსდება ჩვენს ვებ–გვერდზე,

ანდრეა დადიანის პრიზი (26.06.2010)

 

   ფესტივალზე დაწესებულია პირველი ქართველი ცნობილი მოჭადრაკის ანდრეა დადიანის(1850–1910) სახელობის პრიზი. პრიზი დაწესებულია ფესტივალში გათამაშებული საუკეთესო კომბინაციისათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფესტივალის ყველა ტურნირის მონაწილეს. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა თვითონ უნდა წარმოადგინოს პარტია გათამაშებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.

ფესტივალის მონაწილენი (26.06.2010)

 

    ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს კიდევ ერთი წარმატებული მოჭადრაკე, საქართველოს #6 მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ლევან ფანცულაია(2587). ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს #11 მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი კონსტანტინე შანავა(2557).

ფესტივალის ღონისძიებები (22.06.2010)

 

   ფესტივალის მსვლელობის დროს გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები როგორც მონაწილეთათვის ასევე მათი თანმხლები პირებისათვის. მოეწყობა მწვრთნელთა ბლიც ტურნირი, ასევე გაიმართება ბლიც ტურნირი მშობელთა შორის. ასევე ჩატარდება საფეხბურთო ტურნირები, ხოლო კოლხეთის ეროვნული პარკი კი მოჭადრაკეებს შესთავაზებს სხვადასხვა ტურისტულ მარშუტებს პალიასტომის ტბაზე და მდ. ფიჩორზე.

ფესტივალის მონაწილენი (21.06.2010)

 

    ფესტივალის ღია ტურნირში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, საქართველოს 2010 წლის ვიცე–ჩემპიონმა, საქართველოს #4 მოჭადრაკემ, საერთაშორისო დიდოსტატმა – თამაზ გელაშვილმა (2614).

ფესტივალის მონაწილენი (17.06.2010)

 

   ფესტივალის ღია ტურნირში მონაწილეობაზე თანხმობა საკმაოდ ძლიერმა მოჭადრაკეებმა განაცხადეს. თანმიმდევრულად გაგაცნობთ ინფორმაციებს მათ შესახებ. ფიდეს რეიტინგის მიხედვით ფესტივალის პირველ ნომრად განთესილია საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ოლმპიური ნაკრების წევრი, საქართველოს #3 მოჭადრაკე – მიხეილ მჭედლიშვილი (2630).

ფესტივალის ტურნირების მსაჯები (16.06.2010)

 

    ფესტივალის ყველა ტურნირის მთავარი მსაჯად, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი მარგარიტა თანდაშვილი (თბილისი) დაინიშნა. ღია ტურნირში მთავარი მსაჯის მოადგილის მოვალეობას შეასრულებს ეროვნული კატეგორიის მსაჯი გიორგი მენაბდე (ქუთაისი), ხოლო ასაკობრივ ტურნირებში კი მთავარი მსაჯის მოადგილეა მარიკა ჯაფარიძე (ბათუმი). უახლოეს მომავალში გაირკვევა სხვა მსაჯების ვინაობაც.

 

 

ფესტივალს დარბაზი "მონოპოლი" უმასპინძლებს (14.06.2010)

 

    საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი–2010"  ჩატარდება დარბაზ "მონოპოლში" , რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში, მარჯანიშვილის ქუჩა # 21–ში . მოჭადრაკეებს შეექმნებათ საკმაოდ კომფორტული სათამაშო გარემო. ასევე შენობაში იფუნქციონირებს ინტერნეტ კაფე და კვების ობიექტი.

    მალთაყვის უბანში განთავსებულ ფესტივალის მონაწილეებს მალთაყვის უბნიდან სათამაშო დარბაზამდე გადაადგილება შეეძლებათ სამარშუტო ავტობუსებით (ღირებულება 30 თეთრი) და სამარშუტო მიკრო ავტობუსებით (ღირებულება 40 თ). მგზავრობის ხანგძლივობა 10–12 წუთი.

                                                                    

 

 

 

აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!