ფოთის ჩემპიონატი(27.12.07)

               24 დეკემბერს სტარტი აიღო ფოთის ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში 70-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს და შვეიცარული სისტემით ტარდება.

 

ამხანაგური მატჩი ბათუმი - ფოთი(24.12.07)

                22 დეკემბერს ქ. ბათუმში გაიმართა ამხანაგური მატჩი ბათუმისა და ფოთის ნაკრებ გუნდებს შორის. ფოთელთა გუნდმა რომლის კაპიტანიც ნინო ანაკიძე იყო, სოლიდური ანგარიშით 22 : 14 დაამარცხა ბათუმელი თანატოლები.

 

გატა კამსკი - მსოფლიო თასის მფლობელი(17.12.07)

                   2007 წლის მსოფლიო თასის მფლობელი გატა კამსკი(აშშ) გახდა, მან ამ ტიტულთან ერთად საკმაოდ სოლიდური ფულადი პრიზიც მიიღო. კამსკიმ ფინალში შიროვი 4 პარტიისგან შემდგარ მატჩში 2,5-1,5 დაამარცხა.

 

მსოფლიოს თასი ვაჟთა შორის(13.12.07)

               რუსეთში დასასრულს მიუახლოვდა მსოფლიოს თასი ვაჟთა შორის რომელიც ნოკაუტ-სისტემით მიმდინარეობს. ფინალში ერთმანეთს გატა კამსკი (აშშ) და ალეკსეი შიროვი (ესპ) დაუპირისპირდებიან. კამსკიმ ნახევარფინალურ შეხვედრაში ახალგაზრდა ნორვეგიელი დიდოსტატი მაგნუს კარლსენი დაამარცხა, ხოლო შიროვმა კი მეტად დაძაბულ ბრძოლაში უკრაინელ სერგეი კარიაკინს სძლია.

 

საკვალიფიკაციო ტურნირები(13.12.07)

          ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო სკოლაში სიახლე დაინერგა, დაიწყო სკოლის შიდა რეიტინგის დათვლა რომელიც ფიდეს რეიტინგ სისტემის პრინციპით ითვლება. ყველა სკოლის მოსწავლეს მიენიჭა სასტარტო რეიტინგად 1600 და რეიტინგის მიხედვით ყოველწლიურად მოხდება სკოლის საუკეთესო მოსწავლის დასახელება წლის ბოლოს. პირველი სარეიტინგო ტურნირი გაიმართა 1-5 დეკემბერს, ტურნირში 16 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. ტურნირი 7 ტურად ჩატარდა და საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა - 1. ადა ქაქუთია, 2. თათია კოხრეიძე, 3. თამთა ხურცილავა.

           8-9 დეკემბერს კი ჩატარდა საკვალიფიკაციო ტურნირები დამწყებ მოჭადრაკეთა შორის. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

2001 წელს დაბადებული ჭაბუკები - 1. ხვითარია ლევანი, 2. ტუღუში საბა, 3. ჭაჭია გიორგი.

2001 წელს დაბადებული გოგონები - 1. ხარაზი ანასტასია, 2. გაგუა ნინო, 3. გუჯაბიძე ნინო.

2000 წელს დაბადებული ჭაბუკები - 1. ზარქუა ვახტანგი, 2. მატკავა მამუკა, 3. ნოდია დავითი.

2000 წელს დაბადებული გოგონები - 1. შენგელია ლილე, 2. ტუღუში ნატა, 3. ღლონტი ლიკა.

1997 წელს დაბადებული ჭაბუკები - 1. ქოიავა დათო, 2. შურღაია ბექა, 3. პაჭკორია მზეჭაბუკი.

1997 წელს დაბადებული გოგონები - 1. თოლორდავა გვანცა, 2. ქოიავა ელენე, 3. სკამკოჩაიშვლი ლიკა.

 

ნინო ანაკიძეს მორიგი წარმატება(10.12.07)

           ესპანეთში დასრულდა საჭადრაკო ფესტივალი რომელშიც სხვა ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად ნინო ანაკიძე ასპარეზობდა. გუნდურ ტურნირში ქართველთა გუნდმა რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ თამარ ხმიადაშვილი, მაკა ფურცელაძე, ნინო ანაკიძე და დეა გოგიშვილი პირველი ადგილი დაიკავა. 16 წლამდე ოპენ ტურნირში 7 ტურიდან 5 ქულით ნინომ მე-9 ადგილი დაიკავა და ფიდეს რეიტინგი 8,5 ქულით მოიმატა.

 

მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი(30.11.07)

           თურქეთში, ანტალიაში დასრულდა მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატში 35 ქართველი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. 14 და 16 წლის გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვეს ნაზი პაიკიძემ და ქეთი წაწალაშვილმა, ხოლო ვერცხლის მედალი კი 14 წლის გოგონათა შორის მერი არაბიძემ. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.

          

ნინო ანაკიძე საქართველოს ჩემპიონია!!!(02.05.07)

              22 აპრილიდან 1 მაისამდე ქ. თბილისში მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში 2 ფოთელი გოგონა იღებდა მონაწილეობას. 9 ტურიდან 7 ქულით საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა ნინო ანაკიძემ, მან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ვულოცავთ ნინოს ამ დიდ გამარჯვებას. 5,5 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა 10 წლის მარიამ სამურკასოვმა.

 

საქართველოს ჩემპიონატი 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის(22.04.07)

         12-20 აპრილს ქ. თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 10 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, ჩემპიონატში 124 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათგან კი 15 ფოთის 87 ჭადრაკის და შაშის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლე იყო.

         ბოლო ტურში დასანანი მარცხის გამო დაჩი კიზირიამ დაკარგა მეორე საპრიზო ადგილი და ევროპის ჩემპიონატის საგზური, ის საბოლოოდ 6,5 ქულით მე-6 ადგილს დასჯერდა. მე-7 ადგილზე 6,5 ქულით კიდევ ერთი ფოთელი მოჭადრაკე - ნიკა ღვამბერია გავიდა. გოგონათა შორის კი 6-6 ქულით მე-5 და მე-6 ადგილები გაიყვეს თათია კოხრეიძემ და ნინო ჯღარკავამ.

 

თბილისის ღია ჩემპიონატი(19.04.07)

         დასრულდა თბილისის ღია ჩემპიონატი 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის რომელშიც 10-მდე გოგონა მონაწილეობდა. 1-ლ ადგილზე საგარეჯოელი ნანი უნაფქოშვილი გავიდა ხოლო მე-2 ადგილზე კი ფოთელი ნინო ანაკიძე.

 

საქართველოს ჩემპიონატი 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის(08.04.07)

         6 აპრილს ქ. თბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში 2 ფოთელი მოჭადრაკე გოგონა ასპარეზობდა. 13 წლის ნინო ანაკიძემ და 10 წლის მარიამ სამურკასოვმა დამაკმაყოფილებად იასპარეზეს და 4,5-4,5 ქულა დააგროვეს. მარიამ სამურკასოვმა ფიდეს საერთაშორისო რეიტინგის შეფასება მიიღო, მან ასევე 1-3 ადგილები გაიყო ორ თბილისელ მოჭადრაკესთან ერთად საქართველოს 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის საჭადრაკო კომპიზიციების ამოხსნაში.

 

ფოთელი მოჭადრაკეები საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან(04.04.07)

           10 აპრილს ქ. თბილისში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატში ფოთელ მოჭადრაკეთა რეკორდული რაოდენობა - 14! მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.

 

ოთარ ხომერიკის მემორიალი(31.03.07)

          30 მარტს ფოთის 87 ჭადრაკისა და შაშის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ჩატარდა საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის ოთარ ხომერიკი 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საქალაქო ტურნირი როგორც ნორჩ ასევე მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში სულ 80-მდე მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. იხ. საბოლოო შედეგები:

 

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატი(27.03.07)

          13-25 მარტს ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატი. ტურნირი სიძლიერით 11 კატეგორიის იყო და ქართული ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი აღმოჩნდა. ჩემპიონობა სავსებით ლოგიკურად საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ ბაადურ ჯობავამ მოიპოვა. მეორეზე დავით არუთუნიანი გავიდა.

 

დასრულდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატი(15.03.07)

          2-13 მარტს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატი რომელშიც 12 უძლიერესი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის კი 5 დიდოსტატი. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. სოფიკო ხუხაშვილი 2. ლელა ჯავახიშვილი 3. სოფიო გვეტაძე.

 

საკვალიფიკაციო ტურნირი(26.02.07)

          23-25 თებერვალს ფოთში ჩატარდა საკვალიფიკაციო ტურნირი რომელშიც ფოთის საჭადრაკო სკოლის სამოცამდე მოსწავლე მონაწილეობდა. ადგილები ასაკების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

7 წლის ჭაბუკები:                           7 წლის ჭაბუკები:

I – ჩიჩუა ლუკა                                   I – დოლიძე მარიამი

II – ზარგინავა ომიკო                             II – კაპანაძე ანა

III – ღაღანიძე ბუთა                             III – გურგენაძე მარიამი

9 წლის ჭაბუკები:                          9 წლის გოგონები:

I – ღვამბერია ნიკა                               I – ჩიჩუა ანა

II –ბელქანია რომანი                         II – ღვამბერია ნინაკა

III – ზარგინავა იურა                             III – სერგია ნანა

 11 წლის ჭაბუკები:                          11 წლის გოგონები:

I – კვიკვინია გიორგი                             I – კვინჩია ლიკა

II – მოსია ლუკა                                  II – ჯღარკავა ნინო

III – კიზირია დაჩი                          III – ხურცილავა თამთა

13 წლის ჭაბუკები:                          13 წლის გოგონები:

I – სესკურია გიზო                                I – ჟღენტი ვერონიკა

II – სარდალიშვილი შალვა                        II – წურწუმია მარიამი

III – შურღაია რომა

 

”ნანა ალექსანდრიას თასი-2007”(08.02.07)

       2007 წლის 7-16 ივლისს ფოთში ჩატარდება რიგით მეორე ბავშთა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ნანა ალექსანდრიას თასი-2007” 8, 10, 12 და 16 წლის მოჭადრაკეთა შორის. 2006 წელს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 5 ქვეყნის 312 მოჭადრაკემ და საპრიზო ფონდი შეადგენდა 10000 ლარს. 2007 წელს კი ფესტივალის საპრიზო ფონდი 15000 ლარამდე გაიზარდა. ფესტივალის დაფინანსება საკუთარ თავზე ქალაქის ადგილობრივმა თვითმართველობამ აიღო, ხოლო ფესტივალის ორგანიზატორი ფოთის  87 ჭადრაკისა და შაშის კომპლექსური სასპორტო სკოლაა. 17-18 ივლისს კი გაიმართება ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის სკოლის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში.

 

ამხანაგური მატჩი(04.02.07)

         4 თებერვალს ფოთის ჭადრაკის სკოლის სატურნირო დარბაზში ჩატარდა ამხანაგური მატჩი  სენაკისა და ფოთის მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის 7 დაფაზე. სამი პარტიისაგან შემდგარი მატჩი საბოლოოდ ფრედ დასრულდა ანგარიშით 10,5-10,5. განმეორებითი ამხანაგური მატჩი გაიმართება სენაკში, მარტის თვეში და მასში მოყვარულ მოჭადრაკეებთან ერთად ნორჩი მოჭადრაკეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი დასრულდა(18.12.06)

           14-17 დეკემბერს ქ. ფოთში გაიმართა რეგიონის ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც რეგიონის 52 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. ტექნიკური შედეგები:

8 წლის ჭაბუკთა შორის: 1. გიგი აბსარიძე 2. გიორგი ხელაია 3. გაბრიელ კვაშილავა

8 წლის გოგონათა შორის: 1. ეკა ჩემია 2. ანა ჩიჩუა 3. ანა კაპანაძე

10 წლის ჭაბუკთა შორის: 1. ნიკა ღვამბერია 2. დაჩი კიზირია 3. გიორგი კვიკვინია

10 წლის გოგონათა შორის: 1. ლიკა კვინჩია 2. ნინო კოხრეიძე 3. თამთა ხურცილავა

12 წლის ჭაბუკთა შორის: 1. ლეონტი ხუბუნაია 2. დავით გეგენავა 3. ბექა ბესელია

12 წლის გოგონათა შორის: 1. მარიამ სამურკასოვი

14 წლის ჭაბუკები - 1. მერაბ ცომაია

14 წლის გოგონები - 1. ვერონიკა ჟღენტი

          საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ საპატიო დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

 

ფოთის ჩემპიონატი სკოლებს შორის(11.12.06)

           9-10 დეკემბერს ფოთის  87-ე ჭადრაკისა და შაშის კომპლექსური სასპორტო სკოლის სატურნირო დარბაზში გაიმართა ფოთის ჩემპიონატი ჭადრაკსა და შაში საჯარო სკოლების გუნდებს შორის. თითოეული გუნდში 6 მონაწილით იყო დაკომპლექტებული. შაშში მონაწილეობას იღებდა 7 სკოლის გუნდი, ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. მე-12 საჯარო სკოლა 2. მე-7 საჯარო სკოლა 3. მე-15 საჯარო სკოლა.

           ჭადრაკში 11 გუნდი ასპარეზობდა. პირველი ადგილი მე-3 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე კი მე-2 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი მე-4 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

 

დავით ჩირაძის მემორიალი(20.11.06)

        11-19 ნოემბერს ქ. ქუთაისში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის დავით ჩირაძის მემორიალი, ტურნირში 120-მდე სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. ფოთის ჭადრაკის სკოლა 6 მოჭადრაკით იყო წარდგენილი სახელოვანი მწვრთნელის მემორიალზე. 10 წლის ჭაბუკთა შორის მეორე დაფაზე, საქართველოს პრიზიორებთან და სხვა ძლიერ მოჭადრაკეებთან ჭიდილში 7 ტურიდან 5,5 ქულით პირველი ადგილი დაჩი კიზირიამ დაიკავა. 8 წლის ჭაბუკთა შორის კი 7 შესაძლებლობიდან 7 ქულით იური ზარგინავამ გაიმარჯვა, ამ ბრწყინვალე შედეგით მან არამარტო თავის ასაკში გაიმარჯვა არამედ მან მიიღო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაწესებული ფულადი პრიზი და თავად დავით ჩირაძის ოჯახის მიერ დაწესებული პრიზი ტურნირში საუკეთესო შედეგის ჩვენებისათვის.

         სხვა ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსაწავლეთა შედეგები: მარიამ სამურკასოვი - 3,5 ქულა, ლუკა ნემსაია - 4,5ქ. ლიკა კვინჩია - 4,5ქ. თამთა ხურცილავა - 1,5ქ.        

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა(30.12.06)

             ქ. ბათუმში დასრულდა მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც 4 ფოთელი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ჩემპიონატი 11 ტურად ჩატარდა და 50-მდე ქვეყის 900-მდე მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. ფოთელ მოჭადრაკეთა ტექნიკური შედეგები:

    12 წლის გოგონათა შორის ნინო ანაკიძემ 7,5 ქულა, 7 ადგილი.

    10 წლის გოგონათა შორის მარიამ სამურკასოვი 6,5 ქულა, 17 ადგილი.

    8 წლის ჭაბუკთა შორის - ნიკა ღვამბერია 6 ქულა, 32 ადგილი.

    8 წლის გოგონათა შორის - ლიკა გარუჩავა 3,5 ქულა 42 ადგილი. 

           ასევე 23 ოქტომბერს გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში, რომელშიც 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2 ადგილი მარიამ სამურკასოვმა მოიპოვა.

 

მსოფლიო ჩემპიონატს ფოთელი მსაჯებიც იმსაჯებენ(11.10.06)

          ბათუმში მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ფოთელი მსაჯი დათო კოდუა და ირაკლი ღვამიჩავა მიიწვიეს. ჩემპიონატის მთავარი მსაჯი კი ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ნანა ალექსანდრია იქნება.

 

მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ფოთელი მოჭადრაკე ითამაშებს(10.10.06)

            18-29 ოქტომბერს ქ. ბათუმში მსოფლიოს ახალგაზრულ ჩემპიონატზე ოთხი ფოთელი მოჭადრაკე იასპარეზებს. 12 წლის გოგონათა შორის საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი 14 წლის გოგონებში ნინო ანაკიძე იასპარეზებს, 10 წლის გოგონებში მარიამ სამურკასოვი გამოვა რომელმაც წელს საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე კი მეცხრე ადგილზე გავიდა. 8 წლის ჭაბუკებში კი ნიკა ღვამბერია ითამაშებს რომელმაც წელს ბრინჯაოს მედალი აიღო საქართველოს ჩემპიონატზე. ლიკა გარუჩავა კი 8 წლის გოგონებში იასპარეზებს.

  

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი(27.09.06)

         დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც ჩერნოგორიის ქალაქ ჰერცეგ-ნოვიში გაიმართა 9-20 სექტემბერს. ჩემპიონატში 2 ფოთელი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას: 12 წლის გოგონათა შორის ნინო ანაკიძე და 10 წლის გოგონათა შორის მარიამ სამურკასოვი.

          ნინო ანაკიძეს თავიდანვე არ წაუვიდა თამაში და მან  5,5 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა, ხოლო მარიამ სამურკასოვმა პირველივე ტურიდან ხელთ იგდო ლიდერობა, მან ურთულეს ბრძოლებში დაამარცხა საქართველოს, გერმანიის, პორტუგალიის და  სომხეთის ჩემპიონები, ხოლო რუსეთის ჩემპიონთან კი ყაიმით დაასრულა შეხვედრა. მას 7 ტურიდან 6 ქულა ჰქონდა და ბოლო ორ პარტიაში 1 ქულაც კი ჰყოფნიდა ევროპის ჩემპიონობისთვის, მაგრამ მოხდა ისეთი რამ რასაც არავინ ელოდა, მან ბოლო ორ პარტიაში საკმაოდ სუსტ მოჭადრაკეებთან მარცხი განიცადა და საბოლოოდ მეცხრე ადგილზე გავიდა.

 

მარიამ სამურკასოვმა საერთაშორისო ფესტივალი მოიგო(10.08.06)

 

        29 ივლისიდან 7 აგვისტომდე ქ. ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”შავი ზღვის დელფინი - 2006”, რომელშიც 70-მდე მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. 10 წლის მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალე შედეგი აჩვენა ფოთელმა მარიამ სამურკასოვმა, მან 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა და 1-ლი ადგილი დაიკავა როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის. მან ევროპის ჩემპონატის მოსამზადებელი ციკლი წარმატებით განვლო და ამ მნიშვნელოვან ტურნირს, რომელიც 9-20 სექტემბერს სერბია-ჩერნოგორიაში გაიმართება, საკმაოდ მომზადებული ხვდება.  

საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები დასრულდა(12.06.06)

            საქართველოს ჩემპიონატში 8 წლის ჭაბუკთა შორის კარგი შედეგი აჩვენა ნიკა ღვამბერიამ. მან 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულა დააგროვა და მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ეს უკვე მესამე მედალია რომელიც ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო-საშაშო სპეციალიზებული სკოლის მოსწავლეებმა 2006 წელს მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონატებში. შეგახსენებთ, რომ 14 წლის გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი ნინო ანაკიძე გახდა, 10 წლის გოგონათა შორის კი საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა მარიამ სამურკასოვმა მოიპოვა.

 ფოთი საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება(23.05.06)

           6-15 ივლისს ფოთში ჩატარდება საერთაშორისო ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი ”ნანა ალექსანდრიას თასი - 2006”, რომლის საპრიზო ფონდი 10000 ლარია. ფესტივალში მონაწილეობაზე უკვე თანხმობა განაცხადეს აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებმა, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთისა და უკრაინის წამყვან კლუბებთან.

საქართველოს ჩემპიონატს ნინო ანაკიძე ლიდერობს(22.05.06)

              თბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატში 14 წლის გოგონათა შორის ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე ნინო ანაკიძე ლიდერობს, მას 6 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და 1 ადგილზე იმყოფება. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურიღა დარჩა. ნინოს უკვე აქვს ევროპის ჩემპიონატის საგზური და ამჯერად ის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვის.

დასახელდნენ 2006 წლის ქ. ფოთის მერიის სტიპენდიანტები(21.05.05)

           საბოლოოდ გაირკვა იმ წარმატებულ მოსწავლეთა ვინაობა ვინც 2006 წელს მიიღებს ქ. ფოთის მერიის ყოველთვიურ სტიპენდიას, მათ შორის აღმოჩნდა ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 10 წლის გოგონათა შორის - მარიამ სამურკასოვი.

მარიამ სამურკასოვი საქართველოს ვიცე-ჩემპიონია(12.05.06)

             1-11 მაისს ქ. ქუთაისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელშიც მონაწილეობდა 143 მოჭადრაკე. ჩემპიონატზე, ფოთის საჭადრაკო სკოლა წარმოდგენილი იყო 11 მოჭადრაკით. მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა ფოთელმა მარიამ სამურკასოვმა, მან 11 ტურიდან 8,5 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილი მოიპოვა, რითაც მას მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ერგო. სხვა ფოთელმა მოჭადრაკეებმა შემდეგი შედეგები უჩვენეს: თათია კოხრეიძე - 6ქ. (12 ადგ.) ლიკა კვინჩია - 6ქ. (14 ადგ.) თამთა ხურცილავა - 6ქ. (19 ადგ.) ნინო ჯღარკავა - 5,5ქ. (21 ადგ.) რომან ბელქანია - 5,5ქ. (49 ადგ.) ბექა წულაია - 5,5ქ. (54 ადგ.) სანდრო მუმლაძე - 5,5ქ. (57 ადგ.) ბექა ბელქანია - 5ქ. (61 ადგ.) გიორგი კვიკვინია - 5ქ. (63 ადგ.) იურა ზარგინავა - 3,5ქ. (92 ადგ.)

გოგონები: 1-ლი ადგილი - თეკლა მაჭარაშვილი 9ქ. (თბილისი), მე-2 ადგილი - მარიამ სამურკასოვი 8,5ქ. (ფოთი), მე-3 ადგილი - ანა შამათავა 8,5ქ.   (ქუთაისი)

ჭაბუკები: 1-ლი ადგილი - ირაკლი ბერაძე 9,5ქ.(თბილისი), მე-2 ადგილი - გიგა ბენიძე 9ქ. (ქუთაისი), მე-3 ადგილი - გიორგი დანგაძე 8,5 (ქუთაისი)

 საქართველოს ჩემპიონატი 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის(09.04.06)

        27 მარტიდან 7 თებერვლამდე ქ. თბილისში მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ქ. ფოთის საჭადრაკო სკოლის 9 მოსწავლე. მათგან უმრავლესობა კი 9, 8 წლისანი არიან და თავიანთ ასაკებში წარმატების მიღწევის საკმაოდ დიდი შანსი აქვთ. მაგრამ მიუხედავად მცირე ასაკისა და ნაკლები გამოცდილებისა 9 წლის მარიამ სამურკასოვმა დამაჯერებლად იასპარეზა და 6,5 ქულით საუკეთესო ათეულში მოხვდა, მან შეხვედრები დათმო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებთან და პრიზიორებთან: ნათია ჯალაბაძესთან (1 ადგილი), მარიამ დანელიასთან (2 ადგილი), თეკლა ფარჯიანთან (3 ადგილი) და ნინო ანაკიძესთან (4 ადგილი) ხოლო სხვა მოწინააღმდეგები, რომელთა შორის მრავლად იყვნენ ძლიერი მოჭადრაკეები აშკარა უპირატესობით დაამარცხა.

         სხვა ფოთელი მოჭადრაკეების შედეგები კი ასეთია: დავით გეგენავა 6 ქულა, ლიკა კვინჩია 5,5 ქულა, თათია კოხრეიძე 5,5 ქულა, დაჩი კიზირია 5 ქულა, ნიკა ღვამბერია 4,5 ქულა, ლუკა ნემსაია 4 ქულა, ნინო ჯღარკავა 4 ქულა, მეგი ლომაია 3,5 ქულა.              

ევროპის ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის.(08.04.06)

      თურქეთში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი რომელშიც 8 ქართველი მამაკაცი და 9 ქართველი ქალი იღებს მონაწილეობას. 4 ტურის შემდეგ ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ბაადურ ჯობავას 3,5ქ., ზვიად იზორიას 3ქ, გიორგი ყაჭეიშვილს 3ქ. ქალთა შორის: ანა გავაშელს 3ქ,   ქეთევან არახამიას, ლელა ჯავახიშვილს, მაია ლომინეიშვილს, ბელა ხოტენაშვილს და სოპიო გვეტაძეს 2,5 ქულა. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 7 ტურია დარჩენილი.

ო. ხომერიკის მემორიალი.(22.03.06)

              22-25 მარტს ფოთში ჩატარდა საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, ღირსების ორდენოსანის, ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავჯდომარის ოთარ ხომერიკის მემორიალი ჭადრაკსა და შაშში, როგორც მოსწავლეთა ასევე ვეტერან სპორტცმენთა შორის. ტურნირში 140-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. იხ. სბოლოო შედეგები:

მსოფლიო ჩემპიონატი ქართველების გარეშე გრძელდება.(21.03.06)

                მსოფლიო ქალთა ჩემპიონატს უკანასკნელი ქართველიც გამოეთიშა, მაია ჩიბურდანიძემ მეოთხედფინალში პირველი გამარჯვების შემდეგ მეორე შეხვედრა დათმო ვიქტორია ჩმილიტესთან, ხოლო დამატებით 2 პარტია კი ორივე პარტია დათმო. ასევე გამოეთიშა ჩემპიონატს ნინო ხურციძეც.

მეოთხედფინალის პირველი პარტიები დასრულდა.(19.03.06)

                 მსოფლიო ქალთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის პირველ პარტიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ მეტად მძიმე პარტიაში დაამარცხა მოლდოველი ვიქტორია ჩმილიტე და მეორე პარტიაში მას ყაიმიც კი ყოფნის ნახევარფინალში გასასვლელად. მეორე ქართველმა მოჭადრაკემ ნინო ხურციძემ სამწუხაროდ პირველ პარტიაში მარცხი იწვნია ალისა გალიამოვასთან და მეორე პარტიაში თეთრებით აუცილებლად გამარჯვება სჭირდება რათა შეძლოს დამატებით პარტიებში თამაში.

ქართველი მოჭადრაკეები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.(18.03.06)

             მაია ჩიბურდანიძე და ნინო ხურციძე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ. მაია ჩიბურდანიძე მეოთხედფინალში მოლდოველ ვიქტორია ჩმილიტეს დაუპირისპირდება, ხოლო ნინო ხურციძე კი რუსეთის წარმომადგენელს, გამოცდილ მოჭადრაკეს - ალისა გალიამოვას.

მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატი(16.03.06)

             რუსეთში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს  სამწუხაროდ ქართველთაგან მხოლოდ მაია ჩიბურდანიძე და ნინო ხურციძე შემორჩნენ. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს. ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა მაკა ფურცელაძე, ხოლო მეორე წრეში კი ქეთევან არახამია, ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი. მაია ჩიბურდანიძე კი მესამე წრეში ჩინელ მოჭადრაკეს დაუპირისპირდება რომელთანაც პირველი პარტია ყაიმით დაასრულა, ხოლო ნინო ხურციძემ კი პირველი პარტია გამარჯვებით დაასრულა ასევე ჩინელ მოჭადრაკესთან.

საკლასიფიკაციო ტურნირი.(06.03.06)

             3-5 მარტს ქ. ფოთის საჭადრაკო-საშაშო სკოლის სატურნირო დარბაზში ჩატარდა საკლასიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფოთის საჭადრაკო-საშაშო სპეციალიზებული სასპორტო სკოლის 80-მდე მოჭადრაკემ. ტურნირი დაიყო 2 ქვეჯგუფად, მესამე თანრიგის მაძიებელთა შორის 1-ლი ადგილი დაიკავა დავით გეგენავამ, მე-2 იყო ნიკა ღვამბერია ხოლო მესამეზე კი დაჩი კიზირია გავიდა, სამივე მოჭადრაკეს მესამე თანრიგი მიენიჭა.

           ბ ტურნირში კი პირველ ადგილზე ბექა ბელქანია გავიდა, მეორეზე სანდრო მუმლაძე ხოლო მესამეზე კი ვერონიკა ჟღენტი. მათან ერთად მეოთხე თანრიგი მიენიჭათ შემდეგ მოჭადრაკეებს: იკა სანაიას, სანდრო ცაგურია, ადა ქაქუთიას, ბექა კარანაძეს, ზაზა უბილავას, გიზო სესკურიას, საბა არჩაიას, აკო ბახტაძეს, ლაშა ჭანტურიას, გიორგი ხელაიას, გიორგი ბერაიას, ილია კვატიძეს, ლიკა გარუჩავას, დათო არჩაიას, ლამარა ღონღაძეს, მურმან მალანიას, გიორგი შენგელიას, საბა ლატარიას.

საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.(28.02.06)

        20-28 თებერვალს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჭაბუკთა შორის ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: 1. თორნიკე სანიკიძე, 2. ლუკა პაიჭაძე და 3. დავით ჯოჯუა. გოგონათა შორის: 1. ბელა ხოტენაშვილი, 2. ნაზი პაიკიძე და 3. ნინო ხუციძე  ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ ფოთელი მოჭადრაკეები ნინო ანაკიძე და მარიამ სამურკასოვი.

ქართველების ტრიუმფი მოსკოვში.(25.02.06)

       რუსეთის დედაქალაქში დასრულდა აეროფლოტის ოპენ ტურნირი რომელშიც საკმაოდ ძლიერი სხვადასხვა ქვეყნების დიდოსტატები იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენდა გასახარად ბრწყინვალედ იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა, A1 ტურნირში პირველი ადგილი ახალგაზრდა ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ დაიკავა, ხოლო A2 ტურნირში კი თბილისელმა საერთაშორისო ოსტატმა დავით არუთინიანმა იმარჯვა, ქართველმა მოჭადრაკეებმა ამ გამარჯვებით სოლიდური ფულადი ჯილდოც მიიღეს.

დასრულდა საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატები.(11.02.06)

       22 იანვრიდან 5 თებერვლამდე, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა შორის. ბრწყინვალედ იასპარეზა დიდოსტატმა გიგა ყაჭეიშვილმა და 11 თამაშიდან 8,5 ქულით მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. მე-2 ადგილი დაიკავა საერთაშორისო ოსტატმა დავით არუთუნიანმა, მესამე ადგილზე კი დიდოსტატი თამაზ გელაშვილი გავიდა. გიგა ყაჭეიშვილმა და დავით არუთინიანმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში თამაშის უფლება მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები გუნდი წლევანდელ ოლიმპიადაზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
1. GM ზურაბ აზმაიფარაშვილი 2658;
2. GM ზვიად იზორია 2652;
3. GM ბაადურ ჯობავა 2614;
4. GM ლევან ფანცულაია 2609;
5. GM გიგა ყაჭეიშვილი 2599;
6. IM დავით არუთინიანი 2507.

         საქართველოს ქალთა 63-ე ჩემპიონატში 11 შესაძლებლიდან 8 ქულით პირველი ადგილი მოიპოვა ნინო ხურციძემ. 7,5 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა ნანა ძაგნიძე მე-3 ადგილი და დაფინანსება ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად მოიპოვა მაია ლომინეიშვილმა.

ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას მემორიალი(06.01.06)

       5 იანვარს ქ. ფოთის საჭადრაკო-საშაშო სკოლის სატურნირო დარბაზში ჩატარდა ფოთელი მოჭადრაკის, საზოგადო მოღვაწის ი. ლოლუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ბლიც-ტურნირი ვეტერან მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 ფოთელმა ვეტერანმა მოჭადრაკემ. ტურნირი ჩატარდა 2 წრედ და გამარჯვება კობა სამურკასოვმა მოიპოვა.

ქ. ფოთის ჩემპიონატი(19.12.05)

        19-31 დეკემბერს ქ. ფოთში ჩატარდება  ქალაქის ჩემპიონატები 6, 8, 10, 12, 14 და 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატებში მონაწილეობა მიიღებს 300-მდე მოჭადრაკე. გამარჯვებულთა დაჯოლდოება შედგება 31 დეკემბერს, ასევე 31 დეკემბერს დასახელდება ფოთის წლის საუკეთესო მოჭადრაკე.

ამხანაგური მატჩი.(19.12.05)

     18 დეკემბერს ფოთში გაიმართა ამხანაგური მატჩი სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების ნაკრებ გუნდებს შორის. მატჩში მონაწილეობა მიიღო ორივე რეგიონის საუკეთესო 25-25,  16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეები. აღნიშნული ღონისძიება მოეწყო სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების ჭადრაკის ფედერაციების მიერ. თითოეულმა მონაწილემ ითამაშა 5 პარტია: 1 პარტია -1:30სთ. კონტროლით, 2 პარტია - 25წთ. კონტროლით და 2 პარტია - 5წთ. კონტროლით. საბოლოო ჯამში ანგარიშით 66-49 გაიმარჯვა სამეგრელოს რეგიონის ნაკრებმა გუნდმა. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა გარდამავალი თასით.

მსოფლიო თასი დასრულდა.(18.12.05)

        რუსეთში დასრულდა ტურნირი მსოფლიო თასზე, რომელშიც გამარჯვება სომეხმა - ლევონ არონიანმა მოიპოვა. გამარჯვებულ მოჭადრაკეს გადაეცა ფულადი ჯილდო 100000 ამერიკული დოლარის ოდენობით.  

ფოთი რეგიონალურ ჩემპიონატს მასპინძლობს.(12.12.05)

     8 დეკემბერს ქ. ფოთში სტარტი აიღო  სამეგერელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატმა 8, 12 და 16 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატი ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ჩემპიონატში რეგიონის მოჭადრაკეების გარდა მონაწილეობს 9 მოჭადრაკე გალის რაიონიდან.

მსოფლიოს თასი გრძელდება ოღონდ ქართველების გარეშე. (05.12.05)

    რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს თასს ბოლო ორი ქართველიც გამოეთიშა, მე-16 ფინალში ბაადურ ჯობავა დამატებით 25-25 წუთიან მატჩებში დამარცხდა დიდოსტატ რუბლევსკისთან, ხოლო ლევან ფანცულაია კი დამარცხდა სუპერ-დიდოსტატ ბორის გელფანდთან. მიუხედავად იმისა რომ ის რეიტინგით 150-მდე ქულით ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგეს, გელფანდმა მხოლოდ ბლიც პარტიებში შეძლო ახალგაზრდა ქართველი დიდოსტატის დამარცხება .

რეგიონის ჩემპიონატი 10 და 14 წლის მოჭადრაკეთა შორის დასრულდა. (28.11.05)

     24-27 ნოემბერს ქ. ზუგდიდში ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 10 და 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 18 ფოთელმა მოჭადრაკემ და საკმაოდ წარმატებითაც კი. 14 წლამდე გოგონათა შორის 1-ლი ადგილი მარიამ სამურკასოვმა მოიპოვა, მეორეზე  ანა შელეგია გავიდა, ხოლო მესამეზე კი სალომე ზერაგია. 10 წლამდე გოგონათა შორის პირველი იყო ნინო ჯღარკავა, მეორე კი ლიკა კვინჩია. ხოლო 10 წლამდე ჭაბუკთა  შორის მეორე ადგილზე ბექა ნემსაია გავიდა. საბოლოო ჯამში 12 საპრიზო ადგილიდან 6 ფოთის საჭადრაკო-საშაშო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. 

  საქართველოს გოგონათა -8 წ. და ჭაბუკთა - 8 წ. ჩემპიონატი.(1-10 ივნისი, ქ. ფოთი)

 

მსოფლიოს თასი(26.11.05)

     27 ნოემბერს რუსეთში სტარტს აიღებს ტურნირი მსოფლიოს თასზე ვაჟთა შორის, რომელშიც მსოფლიოს უძლიერეს დიდოსტატებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ქართველი დიდოსტატები ზურაბ აზმაიფარაშვილი, ზვიად იზორია, ბაადურ ჯობავა და ლევან ფანცულაია.

 

მსოფლიოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.(22.11.05)

     9-22 ნოემბერს, თურქეთში ქ. სტამბულში ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელშიც მონაწილეობს 52 ქვეყნის 160 მოჭადრაკე. 13 ტურის შემდეგ ქართველ ჭაბუკების ქულათა რაოდენობა შემდეგნაირია.

მაღალაშვილი დავითი - 8,5ქ.  10 ადგ.

სანიკიძე თორნიკე - 7,5 ქ.  19 ადგ.

გოგონათა შორის:

ძაგნიძე ნანა - 8,5ქ.   7 ადგ.

მელია სალომე - 8,5ქ.  9 ადგ.

ხოტენაშვილი ბელა - 8 ქ. 10 ადგ.

 

 

ფოთში ”ფაზისობას” ზეიმობენ.(15.11.05)

      18 ნოემბერს ქალაქ ფოთში ”ფაზისობას” ზეიმობენ. ქალაქში სხვადსხვა საზეიმო ღონისძიებებთან ერთად ჩატარდება საქალაქო ბლიც ტურნირი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოთელი ნორჩი მოჭადრაკეები. ასევე ჩატარდება ერთდროული თამაშის სეანსი ჭადრაკში.  

 

დავით ჩირაძის მემორიალი.(14.11.05)

     ქ. ქუთაისში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის დავით ჩირაძის მემორიალი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ქ. ფოთის საჭადრაკო-საშაშო სკოლის 8 და 10 წლამდე ასაკის ნაკრები გუნდები. 8 წლის ასაკის გოგონათა შორის წარმატებით იასპარეზა ფოთელმა ნინო ჯღარკავამ და 7 შესაძლებლობიდან 6 ქულით 1-2 ადგილები გაიყო გოგონათა დაფაზე. ხოლო 8 წლის დაჩი კიზირიამ 5 ქულით 3 ადგილი დაიკავა ჭაბუკთა 2 დაფაზე 10 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ასევე დამაკმაყოფილებლად ითამაშეს დავით გეგენავამ 3,5 ქ., მარიამ სამურკასოვმა 4,5 ქ., ბექა გოგინავამ და ლიკა კვინჩიამ.

 

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი(14.11.05)

     ქ. თბილისში მიმდინარეობს საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, სადაც გათამაშდება საქართველოს ჩემპიონატის 1-ლი ლიგის საგზურები.

 

დავით ჩირაძის მემორიალი.(05.11.05)

       5-13 ნოემბერს ქ. ქუთაისში გაიმართება საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის დავით ჩირაძის მემორიალი, ტურნირი ჩატარდება 8, 10, 12 და 14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში, თითოეული გუნდი დაკომპლექტდება 4 მოჭადრაკით (3 ჭაბუკი და 1 გოგონა).

       მემორიალში მონაწილეობას მიიღებს ქ.ფოთის საჭადრაკო-საშაშო სკოლის 2 გუნდი, 8 და 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. 

 

ქართველი მოჭადრაკეები წარუმატებლად ასპარეზობენ.(05.11.05)

      საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდი წარუმატებლად ასპარეზობს მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე. 5 ტურის შემდეგ 4 წაგებითა და 1 ფრით ჩვენი გუნდი ბოლოდან მეორე - 8 ადგილზე იმყოფება და ყოველგვარი შანსის გარეშე დარჩა.

     

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი დაიწყო.(02.11.05)

     ისრაელში სტარტი აიღო მსოფლიოს გუნდურმა ჩემპიონატმა მამაკაცთა შორის. ჩემპიონატში მსოფლიოს 9 უძლიერესი გუნდი მონაწილეობს. ქართველთა ნაკრები გუნდი ასპარეზობს შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ აზმაიფარაშვილი, ბაადურ ჯობავა, გია გიორგაძე, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი.

     პირველ ტურში საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდი დამარცხდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებ გუნდთან ანგარიშით 2,5 - 1,5. ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ბაადურ ჯობავამ, გია გიორგაძემ და მიხეილ მჭედლიშვილმა, ხოლო ლევან ფანცულაია კი დამარცხდა. მეორე ტურში ჩვენი მოჭადრაკეები სომხეთის ნაკრებს შეხვდებიან.

 

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დასრულდა.(31.10.05)

      ქ. თბილისში დასრულდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ჭადრაკში, რომელიც საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით ჩატარდა. ტურნირში სულ 21 მონაწილე იყო. პირველ ადგილზე ზუგდიდელი მადონა ბოკუჩავა გავიდა, მეორე ადგილი ლელა თანდაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე კი ქეთი წაწალაშვილი იყო. ფოთელი მოჭადრაკე - ნინო ანაკიძე 18 ადგილზე გავიდა.

 

ბაადურ ჯობავამ სუპერტურნირი ხოლო ლელა ჯავახიშვილმა კი ბაქოს საერთაშორისო ტურნირი მოიგეს.(25.10.05) 

     ახალგაზრდა ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ დანიის სუპერტურნირი მოიგო. სამბას თასზე საკმაოდ ძლიერმა დიდოსტატებმა მოიყარეს თავი, მათ შორის 2004 წლის ევროპის ჩემპიონმა ლივიუ-დიტერ ნისიპიანუ (რუმინეთი) და სუპერ დიდოსტატმა - ვასილი ივანჩუკმა. ქართველმა მოჭადრაკემ დიდებულად იასპარეზა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

    ასევე წარმატებით იასპარეზა და 1-ლი ადგილი დაიკავა ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე ლელა ჯავახიშვილმა. ტურნირში ასპარეზობდნენ ევროპის ექს-ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა და სხვა ძლიერი დიდოსტატები. მესამე ადგილზე კი 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი გავიდა.

 

მორიგი ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. (25.10.05) 

       22-23 სექტემბერს, ფოთის საჭადრაკო-საშაშო სკოლაში ჩატარდა რიგით მეორე ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. თითოეულ მონაწილეს პარტიის ბოლომდე 25-25წთ. ეძლეოდა.

 

ფოთში ჭადრაკის ბუმია. (20.10.05)

       ფოთის საჭადრაკო-საშაშო სპეციალიზებულმა სასპორტო სკოლა ”ნანა”-მ დაასრულა მოსწავლეთა მიღება სასწავლო ჯგუფებში. 2005-2006 სასწავლო წელს, მოსწავლეთა რაოდენობამ არნახულ ნიშნულს მიაღწია, მათი რიცხვი 231 შეადგენს. ამავდროულად 15 ოქტომბრიდან სტარტი აიღო ყოველკვირეულმა ტურნირმა სწრაფ ჭადრაკში, რომელმაც თავიდანვე ჰპოვა პოპულარობა და ნორჩი მოჭადრაკეები საკმაოდ აქტიურად ჩაებნენ მასში.

       27-30 ოქტომბერს კი ჩატარდება დავით ჩირაძეს მემორიალის (5-13 ნოემბერი, ქუთაისი) შესარჩევი ტურნირი, ფოთელ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდის დასაკომპლექტებლად.

 

ვესელინ ტოპალოვი მსოფლიო ჩემპიონია! (17.10.05)

        არგენტინაში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს 8 უძლიერესი მოჭადრაკე. ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა ბულგარელმა ვესელინ ტოპალოვმა. პირველ წრეში მოპოვებული უპირატესობა მან ბოლომდე შეინარჩუნა და მოწინააღმდეგებისთვის მიუწვდომელი გახდა.

სატურნირო ცხრილი 14 ტურის შემდეგ:

 

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა.(28.09.05)

       სერბია-ჩერნოგორიაში დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა. ჩვენმა ნაკრებმა 7 მედლის აღება შეძლო, მათ შორის 3 ოქროსი, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს. სასიხარულოა,  რომ ბრინჯაოს მედალი 12 წლის გოგონათა შორის აიღო ფოთელმა ნინო ანაკიძემ. ასევე დამაკმაყოფილებლად ითამაშა კიდევ ერთმა ფოთელმა მოჭადრაკემ - მარიამ სამურკასოვმა, მან გაცილებით უფროს მოჭადრაკეებთან ჭიდილში 9 შესაძლებობიდან 4,5 ქულა დააგროვა.

        საქართველოს ნაკრები, მედლების რაოდენობით მხოლოდ რუსეთის მრავალრიცხოვან ნაკრებს ჩამორჩა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

        ოქროს მედლები:   სალომე მელია (ბათუმი) 18 წლამდე გოგონათა შორის            

                                        ნაზი პაიკიძე (თბილისი) 12 წლამდე გოგონათა შორის

                                        დავით ბენიძე (ქუთაისი) 14 წლამდე ჭაბუკთა შორის

      ვერცხლის მედალი:  მერი არაბიძე (სამტრედია) 12 წლამდე გოგონათა შორის

                                           მაკა ფურცელაძე (საგარეჯო) 18 წლამდე გოგონათა შორის

                                          დავით ჯოჯუა (სამტრედია) 16 წლამდე ჭაბუკთა შორის

      ბრინჯაოს მედალი:  ნინო ანაკიძე (ფოთი) 12 წლამდე გოგონათა შორის

 

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი.(10.09.05)

       13 სექტემბერს, სერბია-ჩერნოგორიაში სტარს აიღებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც სხვა ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად ორი ფოთელი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოჭადრაკეებს.

 

ქართველ მოჭადრაკეთა მორიგი წარმატება.(06.09.05)

        თურქეთში ქ. სტამბულში დასრულდა საჭადრაკო ტურნირები, რომელშიც 32 ქართველმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. ქართველ მოჭადრაკეთა წარმატება განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც სამივე საპრიზო ადგილზე ქართველი მოჭადრაკე გავიდა. 1-ლი ადგილზე სოფიკო გვეტაძე გავიდა, მეორე იყო თამაზ გელაშვილი, ხოლო მესამე კი მალხაზ სულაშვილი. ასევე წარმატებით იასპარეზეს ოპენ ტურნირშიც, სადაც მე-3-8 ადგილები გაიყვეს: კონსტანტინე შანავამ, მიხეილ კეკელიძემ, ლევან ფანცულაიმ და დავით არუთინიანმა.

        2 სექტემბერს კი ქ. იზმირში სტარტი აიღო ოპენ ტურნირმა, სადაც ქართველთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია და რამდენიმე მათგანი ლიდერთა შორისაც კი არიან.

 

საჭადრაკო ფესტივალი ”შავი ზღვის დელფინი”. (01.09.05)

         20-30 აგვისტოს ქ. ბათუმში ჩატარდა საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქების 70-მდე ნორჩი მოჭადრაკე. ფესტივალში ასევე მონაწილეობდა 4 ფოთელი მოჭადრაკე.

         ფესტივალში წარმატებით იასპარეზა 8 წლის მარიამ სამურკასოვმა, რომელიც სულ მალე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს სერბია-ჩერნოგორიაში და გამომდინარე აქედან სათამაშო პრაქტიკის უკეთ მიღებისათვის ის 12 წლის ვაჟთა შორის ასპარეზობდა. მიუხედავად ასაკისა მან უშეღავათო ბრძოლა გაუმართა მასზე გაცილებით უფროს ვაჟებს და 9 შესაძლებლობიდან 5 ქულა აიღო.  

         ასევე ფესტივალის მსვლელობის დროს ჩატარდა აწ განსვენებული ბათუმელი მოჭადრაკის ისიდორე გოგეშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბლიც-ტურნირი რომელშიც ფოთელმა დათო კოდუამ გაიმარჯვა.

 

საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.(10.08.05)

         დასრულდა ევროპის გუნდური ჩემპიონატი, საქართველოს ქალთა ნაკრებმა გუნდმა, ბოლო მე-9 ტურში ფრედ დაასრულა შეხვედრა საბერძნეთის გუნდთან და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ვაჟთა ნაკრები გუნდი სამწუხაროდ დამარცხდა ასევე საბერძნეთის ნაკრებ გუნდთან და მე-5-7 ადგილები დაიკავა.

                     

  ქართველთა ტრიუმფი გრძელდება (08.08.05)

       გიოტებორგში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, მორიგი ბრწინვალე გამარჯვებები მოიპოვეს საქართველოს როგორც ქალთა ასევე, ვაჟთა ნაკრებმა გუნდებმა. ქალთა ნაკრებმა გუნდმა ანგარიშით 2,5-1,5 დაამარცხეს რუსეთის უძლიერესი გუნდი, რომელიც ჩემპიონატზე 1-ლ ნომრად იყო განთესილი. კვლავ ბრწყინვალედ ითამაშეს ჩვენმა უბერებელმა ქალბატონებმა, მაია ჩიბურდანიძემ რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დიდოსტატი ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა და შოტლანდიაში მცხოვრებმა ქეთევან არახამია-გრანტმა, მან საკმაოდ გამოცდილი და ყველასათვის ცნობილი ალისა გალიამოვა შეიწირა. ფრედ დაასრულა შეხვედრა მაია ლომინეიშვილმა.

     ქალთა ნაკრები გუნდი ბოლო მე-9 ტურში ბერძნების სუსტ გუნდს შეეჭიდება და მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაშიც კი მეორე ადგილი განაღდებული აქვთ, რაც უდავოდ დიდ წარმატებად ჩაითვლება.

     აშკარად მოულოდნელი იყო ქართველ ვაჟთა შედეგი, მათ დაამარცხეს მე-2 ნომრად განთესილი, ისრაელის უძლიერესი დიდოსტატებით დაკომპლექტებული გუნდი ანგარიშით 2,5-1,5. გამარჯვება ჩვენს გუნდს ლევან ფანცულაიას ქულამ მოუტანა. ლევან ფანცულაია! - 18 წლის საერთაშორისო ოსტატი, რომელმაც ჩვენ ნაკრებს ყველა პრინციპულ მატჩში ითამაშა და საკმაოდ დამაჯერებლადაც, მან სამი სუპერ დიდოსტატი დაამარცხა, მისგან მსგავს შედეგს არავინ ელოდა.

     ბოლო ტურში ქართველი მამაკაცები საბერძნეთის გუნდს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში კი საპრიზო ადგილს გაინაღდებენ.

      ბოლო მე-9 ტურის მატჩები 7 აგვისტოს თბილისის დროით 17 საათზე გაიმართება. პარტიების პირდაპირი ჩვენება შეგიძლიათ იხილოთ ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.  

 

ევროპის გუნდური ჩემპიონატი.(07.08.05)

       30 ივლისს  გიოტებორგში სტარტი აიღო ევროპის ვაჟთა და ქალთა გუნდურმა ჩემპიონატმა. წარმატებით ასპარეზობენ  ქართველ მოჭადრაკეთა როგორც ქალთა ასევე ვაჟთა ნაკრები გუნდები. 7 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-2-3 ადგილებს იყოფს ქალთა ნაკრები გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ასპარეზობენ - მაია ჩიბურდანიძე, ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი, ნანა ძაგნიძე და ქეთევან არახამია-გრანტი. მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკეები რუსეთი ძლიერ გუნდს შეებრძოლებიან.

      ასევე ბრწყინვალედ ასპარეზობს საქართველოს ვაჟთა ნაკრები გუნდი, რომელიც ჩემპიონატში მე-14 ნომრად იყო განთესილი. ქართველმა მოჭადრაკეებმა 6 და 7 ტურში გამარჯვების შემდეგ მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს და მე-8 ტურში ისრაელის უძლიერეს ნაკრებს ხვდებიან.

 

ქართველმა გოგონებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.(29.07.05)

      

        საფრანგეთში, ქ. ბელფორტში დასრულდა მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს ქართველმა გოგონებმა. ჩვენმა მოჭადრაკეებმა 5 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 2 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვეს. ისინი დაჯილდოვდნენ - საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკის თასით. ოქროს მედლები მოიპოვეს თელაველმა მაკა ფურცელაძემ და სამტრედიელმა მერი არაბიძემ, ვერცხლის მედლები - მირანდა მიქაძე (ბათუმი) და ნაზი პაიკიძე (თბილისი), ბრინჯაოს მედალი - მარიამ დანელია (თბილისი).

       სამწუხაროდ ცუდად იასპარეზა ფოთელმა მოჭადრაკემ ნინო ანაკიძემ და 6 ქულით 30-თე  ადგილი დაიკავა.

 

მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს იღებს.

       ფოთელი მოჭადრაკეები - ნინო ანაკიძე, გია ანაკიძე და მწვრთნელი დათო კოდუა სხვა ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად 18 ივლისს გაემგზავრებიან საფრანგეთში, ქ. ბელფორტში მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად. 19 ივლისს კი 17 საათზე გაიმართება ჩემპიონატის 1-ლი ტური, ჩემპიონატი 29 ივლისს დასრულდება.  ქ. ფოთის საჭადრაკო-საშაშო სკოლის დირექცია და მოსწავლეები წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ მოჭადრაკეებს.

 

ქალთა სუპერტურნირი (13.07.05)

      რუსეთში, ქ. კრასნოტურინსკში დასრულდა ქალთა სუპერტურნირი. ტურნირში მსოფლიოს უძლიერეს დიდოსტატებთან ერთად მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - მაია ჩიბურდანიძე. ქართველმა დიდოსტატმა 9 შესაძლებლობიდან 4 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილი დაიკავა.

 

მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა (13.07.05)

         საფრანგეთში, ქ. ბელფორტში მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა. საბოლოო მონაცემებით ჩემპიონატის ხუთივე ასაკში დარეგისტრირდა 1102   მოჭადრაკე, ხოლო ჩვენთვის ყველაზე საინტერესო 10 წლის გოგონათა შორის რეგისტრაცია გაიარა 92 მონაწილემ, მათ შორის არიან მსოფლიოს 2004 წლის ვიცე-ჩემპიონი ფოთელი ნინო ანაკიძე, 2004 წლის მსოფლიოს ბრინჯაოს მედლის მფლობელი ალექსანდრა ლაჩი (პოლონეთი), 2004 წლის ევროპის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნასტასია ზიაზუკინა (ბელორუსია), ამ ასაკში ყველაზე მაღალი საერთაშორისო რეიტინგის მქონე ალექსანდრა ბარანცევა (უკრაინა)  და სხვა 80-მდე ქვეყნის წარმომადგენლები.

 

საქართველოს ჩემპიონატი 8 წლის? გოგონათა და ჭაბუკთა შორის (09.07.05)

    ქ. ბათუმში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 8 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა 91 ჭაბუკი და 37 გოგონა, მათ შორის 8 ფოთელი ნორჩი მოჭადრაკე. დამაკმაყოფილებლად იასპარეზეს ქ. ფოთის საჭადრაკო-საშაშო სკოლის მოსწავლეებმა, გოგონათა შორის 6-6 ქულით მე-4-5 ადგილები დაიკავეს თათია კოხრეიძემ და ლიკა კვინჩიამ, 5,5 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა ნინო ჯღარკავა, სამივე მოჭადრაკეს წვრთნის კობა სამურკასოვი. ჭაბუკთა შორის 6,5 ქულით მე-10 ადგილზე დაჩი კიზირია გავიდა (მწვრთნელი - გელა ღვამბერია)

 

  ზურაბ ხოფერიას 50 წლის იუბილე (28.06.05)

    ქ. ფოთის საჭადრაკო-საშაშო სკოლის მწვრთნელს, საერთაშორისო დიდოსტატს შაშში ზურაბ ხოფერიას 50 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ქალაქის სპორტისა და ტურიზმის სამსახურის ინიციატივით 25-28 ივნისს ჩატარდა ტურნირები შაშში როგორც მოსწავლეთა ასევე ოსტატ მოშაშეთა შორის, ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 25 გზის ჩემპიონმა თამაზ ბარამიძემ, ეროვნულმა ოსტატებმა დავით შავგულიძემ და ჯუმბერ გულუამ და ასევე თავად იუბილარმა, რომელმაც პირველობაც კი არავის დაუთმო. ზურაბ ხოფერია და ტურნირის სხვა მონაწილეები დაჯილდოვდნენ სპორტისა და ტურიზმის სამსახურის საპატიო დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

 

 მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში (15.06.05)

      18-29 ივლისს საფრანგეთში ქ. ბელფორტში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი 10, 12, 14, 16 და 18 წლის მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოთელი მოჭადრაკეები - ნინო და გია ანაკიძეები. ქალაქის ხელმძღვანელობა, ქალაქის სპორტისა და ტურიზმის სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზონ ჩემპიონატზე. მათ მიერ ფინანსურად უზრუნველყოფილ იქნა მწვრთნელის დათო კოდუას გამგზავრება აღნიშნულ ჩემპიონატზე. 

 

ფოთელმა მარიამ სამურკასოვმა შ. ინწკირველის მემორიალზე გაიმარჯვა (08.06.05)

     1-7 ივნისს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის შოთა ინწკირველის მემორიალი 1996-97 და 1998-99 წლებში დაბადებულ ნორჩ მოჭადრაკეთა შორის, ტურნირში ქ.ფოთის საჭადრაკო-საშაშო სკოლის 8 მოსწავლემ  მიიღო მონაწილეობა. 1996 წელს დაბადებულ გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა მარიამ სამურკასოვმა და 7 შესაძლებლობიდან 6 ქულით (5 მოგება, 2 ყაიმი) 1-ლი ადგილი დაიკავა. მან თითქმის ყველა მისი კონკურეტი დაამარცხა და 2006 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტია.

      1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის კარგად იასპარეზა ნიკა ღვამბერიამ, მან 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა აიღო და მე-4 ადგილი დაიკავა. ასევე დამაკმაყოფილებლად ითამაშეს სხვა ფოთელმა მოჭადრაკეებმა: გ. კვიკვინიამ, დ. კიზირიამ, მ. ლომაიამ, ლ. კვინჩიამ, ქ. მჟავანა-ძემ.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი (27.05.05)

     26 მაისს ფოთში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკსა და შაში. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 80-მდე მოსწავლემ. ყველა ასაკობრივ ტურნირში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით. ტურნირის ორგანიზატორია ქ.ფოთის საჭადრაკო-საშაშო სკოლა.

      

ნინო ანაკიძე და მარიამ სამურკასოვი ქ. ფოთის მერის სტიპენდიანტები გახდნენ. (25.04.05)

     ჩვენი სკოლის მოსწავლეები მოხვდა იმ 22 მოსწავლეთა შორის რომელსაც ქ. ფოთის მერის სტიპენდია დაენიშნა. 2 მოჭადრაკე 2005 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს 50-50 ლარს სტიპენდიის სახით. ასევე ქ.ფოთის საჭადრაკო-საშაშო სკოლის წარდგინებით და ქალაქის მთავრობის რეკომენდაციით ნინო ანაკიძე წარდგენილია საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიაზე.

 

2005 საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის (17.04.05)

     7-16 აპრილს ფოთში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 20-მდე ქალაქის წარმომადგენლები, 80 ჭაბუკი და 40 გოგონა. გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონობა და ევროპის ჩემპიონატის საგზური 8 ქულით მოიპოვა ფოთელმა ნინო ანაკიძემ, მეორე ადგილი და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური კი საგარეჯოელმა ნანი უნაფქოშვილმა დაისაკუთრა, მესამეზე კი თბილისელი დეა გოგეშვილი გავიდა. უფრო დაძაბული იყო ბრძოლა ჭაბუკთა შორის. პირველ ტურში მარცხის შემდე, მოულოდნელად პირველი ადგილი დაიკავა თბილისელმა გაგა ბერაძემ 7 ქულით. მეორე იყო გიორგი შონია (ზუგდიდი), მესამე კი გიგა ბენიძე (ქუთაისი).

 

ოთარ ხომერიკის მემორიალი ჭადრაკსა და შაში (01.04.05)

      26-30 მარტს ქ. ფოთში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მუშაკის, ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავჯდომარის ოთარ ხომერიკის მემორიალი ჭადრაკსა და შაში. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 130-მდე სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკეებმა და 10-მდე მოშაშემ. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 1000 ლარს. საბოლოო შედეგები:

 

ნინო ანაკიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა (17.11.04)

     3-14 ნოემბერს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი 10, 12, 14, 16 და 18 წლის ასაკის მოჭადრაკეთა შორის. 10 წლის ასაკის გოგონათა შორის 11 შესაძლებობიდან 8,5 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა ფოთელმა ნინო ანაკიძემ.       წარ-მატებებს მიაღწიეს სხვა ქართველმა მოჭადრაკეებმა, ოქროს მედლები მოიპოვეს მერი არაბიძემ და ბელა ხოტენაშვილმა, ვერცხლის მედალი კი მაკა ფურცელაძემ. ასევე სასიხარულოა, რომ 16 წლის ჭაბუკებში ვერცხლის მედალი მოიპოვა გერმანიის სახელით მოასპარეზე დავით ბარამიძემ.

 

მსოფლიო ჩემპიონატის წინ (10.10-04)

     ოქტომბრის დასწყისში ქ. თბილისში ჩატარდა თბილისის ჩემპიონატი 14 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმა ფოთელმა მოჭადრაკემ, ნინო და გიორგი ანაკიძეებმა. მათ ტოლი არ დაუდეს გაცილებით უფროს მოჭადრაკეებს და წარმატებიტ იასპარეზეს. ორივე მათგანმა მესამე დაიკავეს სესაბამისად გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ეს მათი ბოლო ტურნირი იყო მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც 3-14 ნოემბერს საბერძნეთში გაიმართება.

 

ფოთელ მოჭადრაკეთა მორიგი წარმატება ბათუმში (16.09-04)

     7-15 სექტემბერს ბათუმში ჩატარებულ საერთასორისო საჭადრაკო ფესტივალ ”თავისუფალ აჭარაში” მონაწილეობდა სამი ფოთელი მოჭადრაკე და სამივემ წარმატებით იასპარეზა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. 12 წლის გოგონათა შორის  პირველი- მესამე ადგილები გაიყო გიორგი ანაკიძემ, 10 წლის გოგონათა შორის პირველი- მესამე ადგილები გაიყო ნინო ანაკიძემ და 8 წლის გოგნათა შორის მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო მარიამ სამურკასოვმა.

 

ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში (10.08-04)

     28 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით თურქეთში, ქ. ურგუფში (კაბადოკია) ჩატარდაევროპის ჩემპიონატი ჭადრაკსი 10,12,14,16 და 19 წლის ჭაბუკთა და გოგონათა სორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა 39 ქვეყნიდან 667 მოჭადრაკე. საქართველო კი წარმოდგენილი იყო 39 მოჭადრაკით. ევროპის ჩემპიონატზე ქ. ფოთიდან წარგზავნილი იყო ორი მოჭადრაკე, ქ.ფოთის საჭადრაკო-საშაშო სპეციალიზებული სასპორტო სკოლა ”ნანას”მოსწავლეები ნინო და გიორგი ანაკიძეები. ნინო ანაკიძე ასპარეზობდა 10 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ნინო ჩემპიონატის პირველ ნაწილში ლიდერობდა, 5 შესაძლებლობიდან 4 ქულით, ხოლო ბოლო 4ტურში მან მხოლოდ 2 ქულა აიღო და საბოლოოდ 6 ქულით 9 შესაძლებლობიდან მე-8 ადგილი დაიკავა. 12 წლის ჭაბუკთა შორის 5 ქულა დააგროვა გიორგი ანაკიძემ. მან გამოცდილ მოჭადრაკეებთან პაექრობაში 38-ე ადგილი დაიკავა.

 

ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი ”ფოთი-2004”

     ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ფოთში 22 ივლისიდან პირველ ივლისამდე კვლავ ჩატარდა ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი სახელწოდებით ”ფოთი-2004”. ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 120 გოგონები და ჭაბუკები. ფესტივალი ჩატარდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად. ფესტივალში მონაწილეთა დიდი  რაოდენობა განაპირობა როგორც დასვენების კარგმა პირობამ  და ასევე საკმაოდ მაღალმა საპრიზო ფონდმა, ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენდა 3000 ლარს. გარდა ფულადი პრიზებისა გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით. ფესტივალის მსვლელობის დროს ჩატარდა ტურნირები როგორცმწვრთნელთა ასევე მშობელთა შორის. ფესტივალის მთავარი მსაჯი იყო დავით კოდუა (ფოტი) მთავარი მსაჯის მოადგილე- ალექსანდრე არსენიძე (ქუთაისი) გთავაზობთ საბოლოო შედეგებს:

                                                                                                      12 წლამდე

 გოგონები

1 ადგილი- არაბიძე მერი,           (სამტრედია)                                  

2 ადგილი- რიჟამაძე ფატმანი   (ქუთაისი)

3 ადგილი- უგულავა ლელა  (ქუთაისი)

4 ადგილი- გალდავაძე ანა    (ქუთაისი)

5 ადგილი- ხუცურაული მაია   (საგარეჯო)

 

 

ჭაბუკები

1 ადგილი- ნემსაძე ბექა   (ქუთაისი)

2 ადგილი- ჯანიაშვილი ირაკლი  (თბილისი)

3 ადგილი- ანაკიძე გიორგი     (ფოთი)

4 ადგილი- სურმანიძე გიორგი    (ბათუმი)

5 ადგილი- ხურჩიძე თორნიკე    (ქუთაისი)

6 ადგილი- გორდულაძე გიორგი     (ქუთაისი)

 

                                                                              10 წლამდე

 გოგონები

1 ადგილი- ბობოხიძე ვიკა        (ქუთაისი)

2 ადგილი- ანაკიძე ნინო        (ფოთი)

3 ადგილი-  არაბიძე მერი   (სამტრედია)

4 ადგილი- გალდავაძე ანა    (ქუთაისი)

5 ადგილი- ფანჯიანი თეკლა   (ქუთაისი)

 

ჭაბუკები

1 ადგილი- ანაკიძე ნინო   (ფოთი)

2 ადგილი- ბურუაშვილი დავითი    (ქუთაისი)

3 ადგილი- გიორგაძე რატი    (ქუთაისი)

4 ადგილი- ალმასია გიორგი   (ზუგდიდი)

5 ადგილი- ხვიტია ილია    (ზუგდიდი)

6 ადგილი- დვალიშვილი ვაჟა   (ქუთაისი0

 

                                                                             8 წლამდე

 გოგონები      

1 ადგილი-სამურკასოვი მარიამი   (ფოთი)

2 ადგილი- გულდედავა გვანცა   (თბილისი0

3 ადგილი- შამათავა ანა      (ქუთაისი)

4 ადგილი- ჩხეიძე ქეთი   (თელავი)

5 ადგილი- ჭოლაძე მარიამი  (ქუთაისი)

 

 

 

 ფოთში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

     21-22 მაისს ქ. ფოთში გაიმარტა საქარტველოს ჩემპიონატი 8 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატი ამ ასაკში პირველად ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში. ჩემპიონატში მონაწილეობდა 93 მოჭადრაკე. მთავარი მსაჯი იყო გიორგი ხომერიკი (თბილისი), მთავარი მსაჯის მოადგილე ალექსანდრე არსენიძე (ქუთაისი) და ირაკლი ღვამიჩავა (ფოთი). ტურნირის საბოლოო შედეგები:

 

ოთარ ხომერიკის  მემორიალი ჭადრაკში

     23-30 მარტს ქ. ფოთში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, ქ. ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეს ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქალაქო ტურნირი, როგორც ნორჩ მოჭადრაკეთა, ასევე ”სინიორთა” შორის. ტურნირში მონაწილეობდა 60 მოჭადრაკე

 
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!