როგორ ვითარდებოდა ჭადრაკი ფოთში

     ჭადრაკისა და შაშის თამაშს ჩვენს ქალაქში ძველთაგან სცემდნენ პატივს და ყველა პირობა არსებობდა მისი განვითარებისათვის. მას ორგანიზებული სახე მიეცა გასული საუკუნის 40-იან წლებში. მეორე მსოფლიო ომის დროს ფოთში სევასტოპოლიდან ჩამოვიდა ძლიერი პირველთანრიგოსანი მშაშე ავნრ ფეიდერი, რომელიც თავდაპირველად შაშში სეანსებს ატარებდა სამხედრო მეზღვაურებს შორის. მალე მის ირგვლივ შეიკრიბა ენთუზიატთა ჯგუფი, რომელთა დიდი მოწადინებით  მათ ქალაქის კულტურის სახლში გამოეყოთ ერთი ოთახი, ხოლო 1948 წელს ქალაქის ხელმძღვანელთა ხელშეწყობით გაიხსნა საჭადრაკო კლუბი. ეს თბილისისა და ქუთაისის შემდეგ  მესამე ქალაქი იყო, სადაც მოზარდ თაობას საშუალება მიეცა სრულად დაუფლებოდნენ ამ ბრძნულ თამაშს. ამის შემდეგ კლუბმა ორჯერ იცვალა ბინა, უმჯობესდებოდა პირობები და მოგვიანებით მას გამოჩენლი მოჭადრაკის ნანა ალექსანდრიას სახელი ეწოდა. ამ დღის უკვდავ საყოფად კლუბის შენობასთან სამი კიპარისი დარგეს ნონა გაფრინდაშვილმა, ნანა ალექსანდრიამ და თამრიკო ხმიადაშვილმა.

     დილიდან გვიან ღამემდე სრული დატვირთვი მუშაობდა კლუბი. თაობებმა გაიარეს მის კედლებში და ამ ბრძნულ თამაშებან ერთად ეზიარნენ მაღალი ზნეობისა და ცხოვრების გაკვეთილებს. ფოთელი მოჭადრაკეები ტოლს არ უდებდნენ თბილისელ, ქუაისელ, ბათუმელ, სოხუმელ მოჭადრაკეებს და საქართველოს პირველობის პირველ ჯგუფში დაიდეს ბინა. ამ პერიოდსი საჭადრაკო კლუბის წევრები იყვნენ: ა. მოწერელია, კ. ცხადაია, ა.ბაქრაძე, შ. რუხაძე, დ. ბერაია და სხვები, ხოლო შემდეგ წლებში კი ჯ. თოფურია, ი. ქვარცხავა, ვ. ჩაბრავა, ს. ჩაჩიბაია და სხვები.

     კიდევ უფრო თვალშისაცემი გახლდათ მოშაშეთა მიღწევები. მათ მთელი 30 წლის მანძილძე ხელთ ეპყრათ რესპუბლიკაში შაშში პირველობა ყველა ასაკისა და თანრიგის მოშაშეთა შორის. საკმარისია რომ აღინიშნოს რომ აქ აღიზარდნენ დიდოსტატები ზურაბ ხოფერია და ალიკა გუბელაძე, ოსტატები: თენგიზ და თამაზ ბარამიძეები, ნ. ფაილოძე, დ. კიღურაძე. ოსტატების კანდიდატები: მ. ტყებუჩავა, დ. შავგულიძე, მ. ანავა, გ. კურდღელია და სხვბი.

     ქ. ფოთში ტარდებოდა უამრავი რესპუბლიკური და საკავშირო ტურნირები ჭადრაკსა და  შაშში: საქართველოს ღია პირველობა ჭადრაკში (1970 წლის) მსოფლიოს ექსჩემპიონ მიხეილ ტალის მონაწილეობით, რომელში საქართველოს ყველა წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის- ბ. გრგენიძე, რ. ჯინჯიხაშვილი,ე. გუფელდი, გ. ზაიჩიკი და სხვები. ასევე ტარდებოდა საქართველოს პირველობის ნახევარფინალები, სპორტსაზოგადოებათა პირველობები, ამხანაგური შეხვედრები მეზობელი რაიონის მოჭადრაკეებთან და სხვა.

     კიდევ უფრო მასშტაბური იყო მოშაშეთა ასპარეზობანი. ფოთს უმასპინძლია საკავშირო გუნდური პირველობების ნახევარფინალისათვის, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონი ა. განტვარგი, ამ სახელის მაძიებელი და შემდეგ ჩემპიონი ა. ანდრეიკო და უძლიერეს მოშაშეთა ელიტა  მონაწილეობდა. აქ 1984 წელს ჩატარდა ქალთა შორის საკავშირო პირველობა 100 უჯრიან შაშში, რომელშიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ელენე მიხაილოვსკაია, კიდევ ორი მსოფლიო ჩემპიონი მონაწილეობდნენ. აქ ჩატარებულ საქართველოს ღია პირველობებში, თუ საკავშირო სხვადასხვა რანგის ტურნირებში ხშირი იყო მაღალი რანგისა და ტიტულის მქონე მოშაშეთა მონაწილეობა.

     თბილისის მერე ფოთი მეორე იყო, რომელმაც ნონა გაფრინდაშვილს მსოფლიო ჩემპიონის რანგში უმასპინძლა. ასევე ღირსეულად შევხვდით ჭადრაკის საბჭოთა კავშირის პირველ ჩემპიონს საქართველოდან ჩვენს თანაქალაქელს ნანა ალექსანდრიას.

     ამ პერიოდში საჭადრაკო კლუბს ხელმძღვანელობდა ირაკლი ლოლუა,რომელიც უაღრესად განათლებული და ინტელექტუალური პიროვნება გახლდათ, ის გარდა ჭადრაკისა ბრწყინვალედ ერკვეოდა სპორტის სხვა სახეობებში და ხელოვნებაში.

     80-იან წლების ბოლო საჭადრაკო-საშაშო კლუბს, რომელიც 1987 წელს ნანა ალექსანდრია სახელობის გახდა, სათავეში ჩაუდგა შოთა ჭყონია. ამავე წლებში მწვრთნელად მუშაობდნენ გ. ღვამბერია და თ. ნადარაია. 1987-1991 წლებში ფოთის მოსწავლეთა ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესი იყო რესპუბლიკაში. შეუძლებელია ყველა იმ წარმატებების ჩამოთვლა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო ტურნირებზე, რომლებსაც ამ წლებში მიაღწიეს ფოთელმა ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა, ოსტატობის კანდიდატებმა: ე. ბუკიამ, ი. ღვამიჩავამ, ზ. და ლ. შენგელიებმა, ციცქარავამ, თ. ბერაიამ, დ. კოდუამ, თ. სახოკიამ, ლ. და ა. ტრუნოვებმა. თ. სახოკია ორჯერ იყო საქართველოს პირველობის მესამე პრიზიორი. დ. კოდუა საქართველოს პროფკავშირების პირველობის გამარჯვებულია. ნ. მიქავამ და თ. ცანავამ 1990 წელს საქართველოს მოსწავლეთა უმცროსი ასაკის პირველობებზე მესამე მეოთხე ადგილები დაიკავეს. 1989 წელს დ. კოდუამ, ზური და ლასა შენგელიებმა, თ. ბერაიამ პირად და გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედლები მოიპოვეს ტაშკენტის საკავშირო ფესტივალზე. ფოთელი მოჭადრაკეები წარმატებით ასპარეზობდნენ ვილნიუსში, ლენინგრადის, მოსკოვის, სოფიის, ვარშავის, პრაღის და ბრატისლავას საერთაშორისო ფესტივალებზე. 1991 წელს კი ფოთში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა.

     1992 წლიდან რესპუბლიკაში განვითარებულმა მოვლენებმა, თითქმის ნულამდე დაიყვანა საჭადრაკო-საშაშო კლუბის მუშაობა. სამოქალაქო ომის, ნგრევის, უკიდურეს სიდუხირის, განუკითხაობის პერიოდში კლუბის მაშინდელმა დირექციამ შეძლო კლუბის გადარჩენა განადგურებისაგან.

     1994 წლიდან მოხერხდა მუშაობის განახლება. ახალგაზრდა მწვრთნელების თ. ბერაიას და დ. კოდუას ხლმძღვანელობი ტარდებოდა სხვადასხვა ონისძიებები. 1996-1997 წლებში ფოთის მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდამა ა. მიქაძეს, გ. თავაძეს გ. წულაიას, ს. კვიკვინიას, გ. გამზარდიას, მ. ბოლქვაძეს და თ. სიჭინავას შემადგენლობით, ვახტანგ ქარსელაძეს მემორიალზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

     1999 წელს კი ფოთში ჭადრაკის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ქალაქის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიქმნა საჭადრაკო- საშაშო სპეციალიზებული სასპორტო სკოლა ”ნანა ”. სკოლა დაკომპლექტდა კვალიფიციური სპეციალისტებით: დ. კოდუა (დირექტორი), თ. ბერაია (სასწ. ნაწილის გამგე), ი. ღვამიჩავა (უფროსი მწვრთნელი), გ. ღვამბერია, ვ. ჭანტურია, ნ. მარკელია, კ. სამურკასოვი, თ. სახოკია (მწვრთნელები)

    2004 წელს ფოთის საჭადრაკო სკოლის აღზრდილმა ნინო ანაკიძემ(მვრთნელი-დ. კოდუა)- ფოთის ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, მან საბერძნეთში, კონძულ კრეტაზე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 10 წლის გოგონათა შორის. ასევე ნ. ანაკიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 2005 წლის ევროპის ჩემპიონატზე 12 წლის გოგონათა შორის, რომელიც სერბია-ჩერნოგორიაში, ქ, ჰერცეგ-ნოვიში ჩატარდა. იმავე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა 8 წლის მარიამ სამურკასოვმა (მწვრთნელი-დ. კოდუა).

      2006 წელს კი ნინო ანაკიძემ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო 14 წლამდე გოგონათა შორის, მარიამ სამურკასოვმა 10 წლის გოგონათა შორის საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო 8 წლის ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატში მესამე იყო ნიკა ღვამბერია(მწვრთნელი-კ. სამურკასოვი). გარდა ამისა 2003-2006 წლებში ფოთელმა მოჭადრაკეებმა არაერთი საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალები მოიგეს.

     2006 წელს ფოთში ჩატარდა გრანდიოზული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ნანა ალექსანდრიას თასი - 2006”, რომელშიც  საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის და სომხეთის 312 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.

 
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!