საქართველოს ჩემპიონატი 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (25.03.2010)

 

   17–25 მარტს ქ. თბილისში, ნ. გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და 1–2 ადგილებზე გასულმა ჭაბუკებმა და გოგონებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს. ჩემპიონატში მონაწილეობდა 76 ჭაბუკი და 38 გოგონა, მათ შორის 8 ფოთელი მოჭადრაკე: ნიკა ღვამბერია(1747), ლუკა გულუა, გიგილო აბსარიძე, ომარ ზარგინავა, ნიკოლა კაპანაძე, დავით არჩაია, ანი ჭანტურია, მარიამ დოლიძე.

   ჭაბუკთა შორის ადგილები შემდეგნაერად გადანაწილდა: 1 – ნიკა ღვამბერია, 2 – გიორგი სიბაშვილი, 3 – ლუკა ლიჩელი. გოგონათა შორის: 1 – ნინო ხომერიკი, 2 – ნინო გუმბერიძე, 3 – თეა ჭოლაძე.

ხ. დებულება.   საბოლოო ცხრილი: ჭაბუკები.     გოგონები.    ფოთელ მოჭადრაკეთა შედეგები.

ბაადურ ჯობავა ევროპის ვიცე ჩემპიონია (18.03.2010)

 

   6–19 მარტს ხორვატიის ქალაქ რიეიკაში ჩატარდა 2010 წლის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა 420 ვაჟი მოჭადრაკე, მათ შორის 11 ქართველი მოჭადრაკე. ხოლო ქალთა შორის 163 მონაწილე იყო, მათ შორის 14 ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა. ბრწყინვალედ იასპარეზა საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკემ ბაადურ ჯობავამ, მან მე–2 ადგილი დაიკავა და ევროპის ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

იხ: ოფიციალური ვებ გვერდი. ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები. კენჭისყრა: ვაჟთა, ქალთა  online: ქალები. კაცები. (დას. 18:30სთ) pgn

ბუხუტი გურგენიძის მემორიალი (11.03.2010)

 

   5–11 მარტს ქ. თბილისში, ნ. გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა პირველი ქართველი დიდოსტატის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბ. გურგენიძის მემორიალი. ტურნირი გაიმართა 8–დან 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის და მასში მონაწილეობდა 150–მდე მოჭადრაკე, მათ შორის ნ. ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო სკოლის 5 მოსწავლე. ტურნირი 7 ტურად შვეიცარიული სისტემით ჩატარდა. 10 წლის გოგონათა შორის 6 ქულით 1–ლი ადგილი დაიკავა ანასტასია ხარაზმა. ამავე ასაკში მე–3 ადგილზე ასევე ფოთელი მოჭადრაკე მარიამ სკამკოჩაიშვილი გავიდა 5 ქულით. ლევან ჩაჩავამ – 4 ქულა დააგროვა, ჰენრი ხარაზმა – 4,5 ქულა, ვიქტორია ჯანაშიამ – 4 ქულა.

ქ. ფოთის ჩემპიონატი 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (05.03.2010)

 

   4მარტს ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში დასრულდა ქ. ფოთის ჩემპიონატ 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 26 მოჭადრაკე და შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. გოგონათა შორის 1–ლი ადგილი 5,5 ქულით ანი ჭანტურიამ დაიკავა, მე–2 ადგილზე ლიკა გარუჩავა გავიდა 5 ქულით. მე–3 იყო მარიამ დოლიძე. ჭაბუკთა შორის ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი მატჩი გახდა საჭირო რომელშიც ნიკა ღვამბერიამ ლუკა გულუა დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა, მე–3 ადგილზე გიგი აბსარიძე გავიდა. ფოთელი მოჭადრაკეები 16 მარტიდან 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებენ.

იხილეთ კენჭისყრა: ჭაბუკებიგოგონები. 

თბილისის ჩემპიონატი 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (26.02.2010)

 

   ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს ქ. თბილისის ჩემპიონატი 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 27 ჭაბუკი და 14 გოგონა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად იმართება.

იხილეთ ტექნიკური შედეგები: ჭაბუკები.   გოგონები.

აქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის (26.02.2010)

 

   17–25 თებერვალს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. ბრწინვალედ იასპარეზა მე–14 ნომრად განთესილმა 12 წლის ადა ქაქუთიამ(1677), მან 5,5 ქულა დააგროვა და მე–4 ადგილი დაიკავა საკმაოდ ძლიერ და ასაკით უფროს მოჭადრაკეებთან ჭიდილში. ნინო ანაკიძემ(1975) 5,5 ქულით მე–5 ადგილი დაიკავა. გოგონათა შორის პირველ ადგილზე ნათია ჯალაბაძე გავიდა, მე–2 ადგილზე ანა კუჭავა, მე–3 იყო ლიკა კობეშავიძე. ჭაბუკთა შორის: 1 გიორგი ნიკოლაშვილი, 2 ლევან ბრეგაძე, 3 ზურაბ ჯავახაძე. 1–2 ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს.

იხილეთ:   დებულება    კენჭისყრა: ჭაბუკებიგოგონები.    ფოთელ მოჭადრაკეთა შედეგები.

LINARES - 2010 (17.02.2010)

 

   ესპანეთის ქალაქ ლინარესში სტარტი აიღო ტრადიციულმა 27–ე საჭადრაკო ტურნირმა რომელიც 21–ე კატეგორიისაა და მასში მსოფლიოს 6 უძლიერესი დიდოსტატი მონაწილეობს: ვესელინ ტოპალოვი (2805, ბულგარეთი), ლევონ არონიანი (2781, სომხეთი), ბორის გელფანდი (2761, ისრაელი), ვუგარ გაშიმოვი (2759, აზერბაიჯანი), ალექსანდრე გრიშჩუკი (2736, რუსეთი)  და ფრანცისკო ვალეჰო (2705, ესპანეთი). ტურნირი წრიული სისტემით  2 წრედ ტარდება და24 თებერვალს დასრულდება.

იხილეთ:   ტურნირის ოფიციალური ვებ გვერდი.   ტექნიკური შედეგები.   პარტიები(Live)

"COTROCENI" - 2010 (17.02.2010)

 

   რუმინეთის მიმდინარეობს ქალთა საერთაშორისო ტურნირი "COTROCENI" - 2010. ტურნირში მონაწილეობს 10 საერთაშორისო დიდოსტატი ქალი, მათ შორის 2 ქართველი მოჭადრაკე: 2010 წლის საქართველოს ჩემპიონი სალომე მელია და ბელა ხოტენაშვილი. ტურნირი წრიული სისტემით იმართება და მისი საპრიზო ფონდი 2000 ევროს შეადგენს. 8 ტურის შემდეგ სალომე მელიას 5,5 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო ბელა ხოტენაშვილს კი 3 ქულა.

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ გვერდი.    ტექნიკური შედეგები    პარტიები (Live) დასაწყისი 17:00 სთ.     ფოტო გალერეა.

"Aeroflot Open 2010" (17.02.2010)

   9–17 თებერვალს მოსკოვში იმართება ტრადიციული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "Aeroflot Open 2010", ფესტივალის A – ტურნირში რომლის საპრიზო ფონდი 70 000 ევროს შეადგენს, მონაწილეობს 80–მდე დიდოსტატი, მათ შორის საქართველოს ქალთა ოლიმპიური ნაკრების წევრი ლელა ჯავახიშვილი. 8 ტურის შემდეგ ქართველ მოჭადრაკეს 3 ქულა აქვს.

იხილეთ: ფესტივალის ოფიციალური ვებ გვერდი.    ტექნიკური შედეგები    პარტიები (Live) დასაწყისი 16:00 სთ.

მწვრთნელთა და მსაჯთა ლიცენზირება(09.02.2010)

 

   საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ დაიწყო საქართველოში მოქმედი მწვრთნელებისა და მსაჯების აღრიცხვა, ლიცენზირება. პირველ ეტაპზე გაიმართება გამოცდა–ატესტაცია c კატეგორიის ლიცენზიის მწვრთნელების გამოსავლენად, რომელიც დანიშნულია 19 მარტს 15:00 საათზე, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში. ამავე დროს ჩატარდება მსაჯთა ლიცენზირების გამოცდა–ატესტაცია. ლიცენზირების მსურველებმა 19 მარტამდე განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს. გამოცდა–ატესტაციაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს რომლებიც არიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.

იხილეთ:  მწვრთნელთა ლიცენზირების დებულება.   კითხვარი მწვრთნელებისათვის: 1. 2.    კითხვარი მსაჯებისათვის

<<<პირველი  < წინა           1 2 3 4 5 6 7       შემდეგი >  ბოლო>>>             

აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!