Moscow Open–2010 (07.02.2010)

   მოსკოვში 7 თებერვალს დასრულდა ტრადიციული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "Moscow Open–2010", ფესტივალი 6 ტურნირისგან შედგებოდა, c – ტურნირში რომელიც ქალთა შორის ტარდება მონაწილეობდა 2 ქართველი მოჭადრაკე: 2010 წლის საქართველოს ჩემპიონი სალომე მელია და ნაზი პაიკიძე. ორივე ქართველმა მოჭადრაკემ ბრწყინვალედ იასპარეზა და 9 ტურიდან 7,5–7,5  ქულით 1–2 ადგილები გაიყვეს, დამატებითი მაჩვენებლით კი 1–ლი ადგილი ნაზი პაიკიძეს ერგო. ვულოცავთ ქართველ მოჭადრაკეებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.

იხილეთ: ფესტივალის ოფიციალური ვებ გვერდი

აერთაშორისო ფესტივალი Gibtelecom Chess Festival Masters(04.02.2010)

 

   ჰიბლატარში 26 იანვარს სტარტი აიღო და 3 თებერვალს დასრულდა ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი "8th Gibtelecom Chess Festival Masters". ფესტივალის საპრიზო ფონდი 112 500 ფუნტ სტერლინგს შეადგენს და მასში 200–ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის კი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები: ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი. 10 ტურიდან 7,5–7,5 ქულა დააგროვა 4 მოჭადრაკემ, დამატებითი მატჩების შედეგებით ფესტივალის გამარჯვებული ინგლისელი დიდოსტატი მ. ადამსი(2694) გახდა. ქართველმა მოჭადრაკეებმა 6,5–6,5 ქულა დააგროვეს, რაც სამწუხაროდ არ აღმოჩნდა საკმარისი ქალთა ჩათვლაში სამეულში მოსახვედრად.

იხილეთ:  ფესტივალის ოფიციალური ვებ გვერდი.   საბოლოო ცხრილი.     ქალთა საბოლოო ცხრილი.      პარტიები.

ამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის 2010 წლის ჩემპიონატი(01.02.2010)

 

   28–31 იანვარს რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში ჩატარდა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8, 10, 12 და 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე გაიმართა რეგიონის აბსოლიტური ჩემპიონატი. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. ჩემპიონატში 92 მოჭადრაკე მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები შემდეგნაერად გადანაწილდა: 8 წლის ჭაბუკები: 1. საბა შედანია(ზუგდიდი), 2. გიორგი კუხალეიშვილი(ზუგდიდი), 3. ჰენრი ხარაზი(ფოთი). 8 წლის გოგონები: 1. მაია ბეჭვაია(ზუგდიდი), 2. ელენე გოგოხია(ზუგდიდი), 3. ანი მიქაძე(ფოთი). 10 წლის ჭაბუკები: 1. ლუკა ნაჭყებია(სენაკი), 2. გიორგი თადუმაძე(ფოთი), ომარ ზარგინავა(ფოთი). 10 წლის გოგონები: 1. მარიამ დოლიძე(ფოთი), 2. ანასტასია ხარაზი(ფოთი), მარიამ ბერიშვილი(ფოთი). 12 წლის ჭაბუკები: 1. ლუკა გულუა(ფოთი), 2. გიორგი ბეჭვაია(ზუგდიდი), 3. გიგი აბსარიძე(ფოთი). 12 წლის გოგონები: 1. ლიკა გარუჩავა(ფოთი), 2. ანი ჭანტურია(ფოთი), 3. სიდონია ბეჭვაია(ზუგდიდი). 14 წლის მოჭადრაკეთა შორის: 1. ადა ქაქუთია(ფოთი), 2. ნიკა ღვამბერია(ფოთი), თემურ ოთხოზორია(ზუგდიდი). აბსოლიტური ჩემპიონატი: 1. ნინო ანაკიძე(ფოთი), 2. გოჩა ჩაჩუა(ფოთი), 3. გიორგი აბსავა(ზუგდიდი.)

საბოლოო შედეგები: 8 წლამდე. 10 წლამდე. 12 წლამდე. 14 წლამდე. აბსოლიტური ჩემპიონატი.

აერთაშორისო ფესტივალი Corus Chess 2010(29.01.2010)

 

   ჰოლანდიაში დასრულდა 72–ე ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი Corus Chess 2010. ფესტავალის პროგრამით ჩატარდა 3 წრიული ტურნირი 14–14 მოჭადრაკის მონაწილეობით. უძლიერესი შემადგენლობით გამოირჩეოდა A ტურნირი, რომელიც მე–19 კატეგორის იყო, მასში მონაწილეობდნენ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები და ტურნირის საშუალო რეიტინგი 2719–ია. ასევე საკმაოდ ძლიერი შეამდგენლობით B ტურნირში რომელიც მე–16 კატეგორიისაა და საშუალო რეიტინგი 2629 შეადგენდა.  

იხილეთ სატურნირო ცხრილები: A ტურნირი, B ტურნირი, C ტურნირი.    პარტიები      live (დასაწყისი 16:30)

საქართველოს 69–ე ვაჟთა ჩემპიონატი(25.01.2010)

 

   10–25 იანვარს ქ. თბილისში ჩატარდა 2010 წლის საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატი. ტურნირში 14 უძლიერესი ქრთველი მოჭადრაკე ვაჟი იღებდა მონაწილეობას, ჩემპიონატი წრიული სისტემით 13 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 13500 ლარს შეადგენს. მონაწილენი: თორნიკე სანიკიძე (2615), თამაზ გელაშვილი (2614), ლევან ფანცულაია (2598), მერაბ გაგუნაშვილი (2582), დავი არუთინიანი (2566), კონსტანტინე შანავა(2551), დავით ჯოჯუა(2535), გიორგი მარგველაშვილი(2527), მალხაზ სულაშვილი(2497), დავით ბენიძე(2491), გაიოზ ნიგალიძე(2462), ბეგლარ ჯობავა(2444), ლუკა პაიჭაძე(2424) და ზურაბ ჯავახაძე(2363).

   9–9 ქულა დააგროვეს მერაბ გაგუნაშვილმა და თამაზ გელაშვილმა, დამატებითი პარტიების შედეგებით საქართველოს ჩემპიონობა მერაბ გაგუნაშვილმა მოიპოვა. შესაბამისად მე–2 ადგილზე თამაზ გელაშვილი გავიდა. 8,5 ქულით მე–3 იყო დავით არუთუნიანი.

იხილეთ: დებულება.   კენჭისყრა და შედეგები.   სატურნირო ცხრილი.   პარტიები.

საქართველოს 67–ე ქალთა ჩემპიონატი(24.01.2010)

 

  8–22 იანვარს ქ. ქუთაისში გაიმართა საქართველოს ქალთა ჩემპიონატი რომელშიც მონაწილეობდა საქართველო 14 საუკეთესო მოჭადრაკე. ჩემპიონატი წრიული სისტემით, 13 ტურად ჩატარდა. ჩემპიონატის მთავარი მსაჯი ნანა ალექსანდრია იყო. საპრიზო ფონდი კი 13500 ლარს შეადგენდა. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ: ნანა ძაგნიძე(2506), ბელა ხოტენაშვილი(2461), სოფიკო ხუხაშვილი(2438), სალომე მელია(2431), ნინო ხურციძე(2414), თამარ წერეთელი(2403), მაია ლომინეიშვილი(2371), მირანდა მიქაძე(2326), ქეთი წაწალაშვილი(2312), ნინო ბაციაშვილი(2309), მაკა ფურცელაძე(2306), ინგა ხურცილავა(2303), მერი არაბიძე(2282) და ანა გავაშელი(2204).

   ბრწყინვალედ იასპარეზა და 2010 წლის საქართელოს ჩემპიონის ტიტული 10 ქულით ბათუმელმა საერთაშორისო ოსტატმა სალომე მელიამ მოიპოვა. მეორე ადგილი 9,5 ქულით ნინო ხურციძემ დაიკავა, ხოლო მე–3 ადგილზე კი 8,5 ქულით მაია ლომინეიშვილი გავიდა. იხილეთ: დებულება  კენჭისყრა და შედეგები.   სატურნირო ცხრილი.   13 ტურის პარტიები.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (13.01.2010)

 

   3–14 იანვარს თურქეთის ქალაქ ბურსაში ჩატარდა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის (საშუალო რეიტინგი 2718), თურქეთის (2501), ინდოეთის (2641), რუსეთის (2729), ეგვიპტის (2519), ისრაელის (2686), ბრაზილიის (2625), საბერძნეთის (2601), აშშ–ის (2658) და სომხეთის (2697) ნაკრები გუნდები. ჩემპიონატი წრიული სისტემით გაიმართა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული რუსეთის ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა, მე–2 ადგილზე აშშ – ს ნაკრები გავიდა, ხოლო მე–3 ადგილზე კი ინდოეთის ნაკრები გუნდი. იხ. ტექნიკური შედეგები

იხ. პარტიები: 1 ტური. 2 ტური. 3 ტური. 4 ტური. 5 ტური. 6 ტური. 7 ტური. 8 ტური. 9 ტური.

2009 წლის საუკეთესო ფოთელი მოჭადრაკეები(31.12.2009)

 

  30 დეკემბერს ფოთის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა წლის შემაჯამებელი ღონისძიება. 2009 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკედ დასახელდა, 2009 წლის საქართველოს ჩემპიონი 12 წლის გოგონათა შორის – ადა ქაქუთია, ქალაქის საუკეთესო მოჭადრაკეთა შორის მე–2 ადგილი მიეკუთვნა ანასტასია ხარაზს (2009 წლის საქართველოს ვიცე–ჩემპიონი 8 წლის გოგონათა შორის), ხოლო მე–3 კი ნიკა ღვამბერიას (მაია ჩიბურდანიძის თასის მფლობელი 14 წლის ჭაბუკთა შორის).

  წლის საუკეთესო მოჭადრაკეებს საზეიმოდ გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

ქ. ფოთის ჩემპიონატი (31.12.2009)

 

   25–30 დეკემბერს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა ქ. ფოთის აბსოლიტური ჩემპიონატი, რომელშიც 30 საუკეთესო ფოთელი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. 8–8 ქულით 1–2 ადგილები გაიყვეს დათო კოდუამ და გოჩა ჩაჩუამ, 6,5 ქულით მე–3 ადგილზე გიორგი ღლონტი გავიდა. სენიორთა შორის საუკეთესო იყო ტრისტან სილაგავა, 8 წლის მოჭადრაკეთა შორის კი ლევან გორგაძე, 10 წლის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა გიგი აბსარიძემ, ხოლო 12 წლამდე ასაკში კი ნიკა ღვამბერიამ. იხ. ტექნიკური შედეგები:

    25–27 დეკემბერს კი ჩატარდა ტურნირი "დებიუტის პრიზი", რომელშიც მონაწილებდნენ საჭადრაკო სკოლის დამწყები მოჭადრაკეები. უმცროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის 1–ლი ადგილი დავით კულუამ დაიკავა, მე–2 ადგილი დავით ბერაიას ერგო, ხოლო მე–3 იყო მარიამ გულორდავა. უფროსი ასაკის დამწყებ მოჭადრაკეთა შორის კი ადგილები შემდეგნაერად გადანაწილდა:  1 – ილია ლატარია, 2 – გიორგი უბილავა, 3 – დავით ტაკიძე. ყველა ტურნირში გამარჯვებული მოჭადრაკეების დაჯილდოვება და ფოთის საჭადრაკო სკოლის 2009 წლის შემაჯამებელი ღონისძიება 30 დეკემბერს გაიმართება.

იხ. ტექნიკური შედეგები: უმცროსი ასაკი. უფროსი ასაკი.

საქართველოს 69–ე ჩემპიონატის 1–ლი ლიგა

 

  15–23 დეკემბერს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ვაჟთა 69–ე ჩემპიონატის 1–ლი ლიგის ტურნირი. ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა. ტურნირში 57 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის 1 ქალთა დიდოსტატი, 11 საერთაშორისო ოსტატი და 1 ქალთა საერთაშორისო ოსტატი. ბრწყინვალედ იასპარეზა და 8 ქულით პირველ ადგილზე გავიდა დავით ბენიძე (2450).  ასევე საქართველოს 69–ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს: გაიოზ ნიგალიძემ (2444), ბეგლარ ჯობავამ (2455), მალხაზ სულაშვილმა (2484) და ზურაბ ჯავახაძემ (2376). უმაღლესი ლიგის ტურნირი კი  2010 წლის იანვარში გაიმართება ქ. თბილისში.

  იხ. ტექნიკური შედეგები:  იხ. საბოლოო ცხრილიიხ. რეიტინგის ცვლილებები

<<<პირველი  < წინა           1 2 3 4 5 6 7       შემდეგი >  ბოლო>>>             

აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!