ევროპის საკლუბო ჩემპიონატი

 

   3–11 ოქტომბერს მაკედონიაში ჩატარდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა შორის. მამაკაცთა შორის 54 გუნდი მონაწილეობდა, ხოლო ქალთა შორის კი 11 გუნდი. წლევანდელ ქალთა საკლუბო ჩემპიონატზე საქართველოს წარმოადგენდა გუნდი "სამაია" რომელიც შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: 1. მაია ჩიბურდანიძე 2. ლელა ჯავახიშვილი 3. სოფიკო ხუხაშვილი 4. მაია ლომინეიშვილი 5. სალომე მელია

  ქართველთა გუნდი საბოლოოდ მე–3 ადგილს დასჯერდა. "სამაიამ" 3 მატჩში იმარჯვა, 3 კი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 მატჩი დათმო.

  იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები:    პარტიების ჩვენება live   დასაწყისი 17:00

 

ფიდეს ქალთა გრან–პრი

 

   ჩინეთის ქალაქ ნანცზინში 9 ოქტომბერს დასრულდა ქალთა გრან–პრის გათამაშების მე–2 ეტაპის ტურნირი. ტურნირში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 12 მოჭადრაკე, მათ შორის ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე(2535). ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ევროს შეადგენდა. ტურნირის გამარჯვებული 8 ქულით გახდა ჩინელი ქსიუ იუხუაა(2485), 7,5 ქულით  ნანა ძაგნიძე მეორე ადგილზეა, ხოლო მესამე ადგილზე 7 ქულით ასევე ჩინელი მოჭადრაკე ჟაო ქსიუ(2542) გავიდა. ტურნირი წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართა. იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები.

ჭაბუკთა ოლიმპიადა

 

   თურქეთში 2 ოქტომბერს დასრულდა ჭაბუკთა ოლიამპიადა რომელიც 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ტარდება. ტურნირში სხვადასხვა ქვეყნების 22 გუნდი მონაწილეობდა და 10 ტურად ჩატარდა, საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ზურაბ ჯავახაძე, გიორგი ნიკოლაშვილი, ნოდარ ლორთქიფანიძე და ირაკლი ბერაძე. საქართველოს ნაკრებმა 25,5 ქულით მე–5 ადგილი დაიკავა (5 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი). ტურნირში გამარჯვება კი რუსეთის გუნდმა მოიპოვა 30 ქულით, მე–2 ადგილზე ინდოეთის გუნდი გავიდა 28 ქულით, მესამე იყო სომხეთის ნაკრები გუნდი 27 ქულით. იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები.

 

BAKU OPEN 2009

 

   20–30 სექტემბერს ქ. ბაქოში ტარდება ტრადიციული ღია ტურნირი "BAKU OPEN 2009". ტურნირის საპრიზო ფონდია 60 000$ და მასში 150–მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირში მრავლად მონაწილეობდნენ ქართველი მოჭადრაკეები. 7,5 ქულით პირველი ადგილი რუსმა დიდოსტატმა ბორის სავჩენკომ(2638) დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე ამერიკელი გატა კამსკი(2692) გავიდა, მესამი იყო აზერბაიჯანელი ლოგმან გულიევი(2426). ქართველთაგან საუკეთესო შედეგი თორნიკე სანიკიძემ(2600) აჩვენა, მან 7 ქულით მე–5 ადგილი დაიკავა. მე–8 იყო კონსტანტინე შანავა, მე–10 თამაზ გელაშვილი, მე–11 დავით მაღალაშვილი, მე–16 დავით ბენიძე 6,5–6,5 ქულით.  

იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები:

სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

 

  10 სექტემბერს იტალიაში (პორტო სანჯორჯიო) დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 10, 12, 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში სხვა ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ, 2009 წლის საქართველოს ჩემპიონმა 12 წლის გოგონათა შორის – ადა ქაქუთიამ. ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს ქეთი წაწალაშვილმა (18წ. გოგონებში) და მერი არაბიძემ (16 წლის გოგონებში), ხოლო დავით ბენიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 18 წლის ჭაბუკებში

იხ. ჩემპიონატის ოფიციალური ვებ–გვერდი.

 

ნანა ალექსანდრიას თასი - 2009

 

   8–18 ივლისს ქ. ფოთში იმართება ტრადიციული ბავშვთა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი – 2009", ფესტივალი ფოთში 2006 წლიდან ტარდება. ფესტივალის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენს. ფესტივალში მონაწილეობას იღებს 250 მოჭადრაკე.

   ფესტივალის ორგანიზატორია ქ. ფოთის მერია. ფესტივალის დირექტორია ფოთის ნ. ალექსანდრიას სახ. საჭადრაკო სკოლის დირექტორი – დათო კოდუა, ხოლო მთავარი მსაჯი კი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი – მარგარიტა თანდაშვილი.

   ფესტივალი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად, კენჭისყრა იმართება მსოფლიოში ყველაზე აპრობირებული პროგრამით – SwissManager.

  გაზეთ ლელოში გამოქვეყნებული მასალები: 7 ივლისი. 13 ივლისი. 14 ივლისი. 15 ივლისი.

მსოფლიო სპორტში გამოქვეყნებული მასალები: 7 ივლისი. 9 ივლისი. 11 ივლისი. 12 ივლისი. 13 ივლისი.

იხილეთ მონაწილეთა სია, პარტიები და სხვა დაწვრილებითი ინფორმაციები ფესტივალის მიმდინარეობის შესახებ.

  14 ივლისს, დასვენების დღეს გაიმართა ბლიც ტურნირები მწვრთნელთა და მშობელთა შორის. ვაჟ მწვრთნელთა შორის ადგილები შემდეგნაერად გადანაწილდა: 1. გ. გამზარდია 2. გ. თორია 3. გ. ჩაჩუა. ქალთა შორის: 1. ლელა თანდაშვილი 2. ციალა ქასოშვილი. მშობელთა შორის. კაცები: 1. თ. სვანიძე 2. გ. ლევიძე. ქალთა შორის: 1. ქ. კაცაძე 2. ლ. ბენიძე.     ვიდეო:

ვ. ქარსელაძის მემორიალი ფოთელ მოჭადრაკეთა გამარჯვებით დასრულდა

 

   24–30 ივნისს ქ. თბილისში ჩატარდა ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი – ვ. ქარსელაძის მემორიალი, ტურნირი გაიმართა 8, 10, 12 და 14 წლის მოჭადრაკეთა შორის. 8 წლის მოჭადრაკეთა შორის 21 გუნდი ასპარეზობდა, 10 წლამდე – 24 გუნდი, 12 წლამდე – 20 გუნდი და 14 წლამდე – 10 გუნდი. თითოეული გუნდის შემადგენლობაში 3 ჭაბუკი და 1 გოგონა ასპარეზობდა. ტურნირში მონაწილეობდა ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 5 გუნდი.

   10 წლის მოჭადრაკეთა შორის 6 გამარჯვებით და 1 ფრით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფოთის საჭადრაკო სკოლის გუნდმა: გიგი აბსარიძემ, ლუკა გულუამ, ომარ ზარგინავამ და ანი ჭანტურიამ. ხოლო 12 წლის მოჭადრაკეთა შორის კი ოთელებმა III-IV  ადგილი გაიყვეს.

თბილისის ღია საერთაშორისო ტურნირი

Tbilisi Cup - 2009 Open

  15–23 ივნისს ნ. გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში ტარდება თბილისის ღია საერთაშორისო ტურნირი რომლის საპრიზო ფონდი 64 000 ლარია. მსგავსი საპრიზო ფონდით ტურნირი პირველად ტარდება საქართველოში. ტურნირში 208 მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის 18 საერთაშორისო დიდოსტატია და 13 ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი. ტურნირში ასევე მონაწილეობას იღებს 3 ფოთელი მოჭადრაკე: გიორგი გამზარდია (2139), ნინო ანაკიძე (1987) და ადა ქაქუთია (1702).

  დებულება:    იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაციები:     პარტიები:     იხ. ცხრილი კატეგორიების მიხედვით, 9 ტურის შემდეგ:

 

 Tbilisi International Open Chess Tournament will be held at Nona Gaprindashvili Chess Palace from 15-23 of June. The tournament’s prize fund is 64000 Gel. This is the first time the tournament with such a Solid prize fund takes place in Georgia. 208 chess players will take part in tournament, among them - 18 international grandmasters and 13 women international grandmasters and more than 50 with Fide titles

  Regulation:      Results:        Games pgn:      Category prizes after round 9:

მაია ჩიბურდანიძის თასი

 

    5 ივნისს ქ. თბილისში სტარტი აიღო საერთაშორისო ქალთა ტურნირმა, მსოფლიოს 5 გზის, 9–გზის ოლიმპიური ჩემპიონის, საერთაშორისო დიდოსტატის მაია ჩიბურდანიძის თასზე. ტურნირში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო დიდოსტატები და საერთაშორისო ოსტატები მსოფლიოს 7 ქვეყნიდან. ტურნირის საპრიზო ფონდი 28 000 ლარია და ტარდება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, ჭადრაკის განვითარების ფონდის, "Socar Energy Georgia"–ს და საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" ორგანიზებით.  იხილეთ ტექნიკური შედეგები.

ჩამოტვირთეთ პარტიები:

იხილეთ 1–2 დაფაზე გათამაშებული პარტიები live – ში:

ევროპის ჩემპიონატი 8 წლის მოჭადრაკეთა შორის

 

   5 ივნისს ქ. ბათუმში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობენ 6 ქვეყნის: საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის 33 ჭაბუკი და 24 გოგონა,  მათ შორის 2 ფოთელი მოჭადრაკეა: საქართველოს 2009 წლის ვიცე–ჩემპიონი ანასტასია ხარაზი და შ. ინწკირველის მემორიალის გამარჯვებული ანი მიქაძე. იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაციები.

<<<პირველი  < წინა           1 2 3 4 5 6 7       შემდეგი >  ბოლო>>>

აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!