საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის (03.02.2012)

 

  2–10 თებერვალს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ტარდება საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში 1–2 ადგილებზე გასული ჭაბუკები და გოგონები მოიპოვებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურებს. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად იმართება და მასში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების 50–მდე მოჭადრაკე, მათ შორის ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკისა და შაშის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეები: ადა ქაქუთია, თათია კოხრეიძე და ანი ჭანტურია.

ხილეთ ტექნიკური შედეგები.

Moscow Open  (04.02.2012)

 

  25 იანვარს მოსკოვში სტარტი აიღო საერთაშორისო ფესტივალმა "Moscow Open–2012"–მა. ფესტივალის პროგრამით იმართება სხვადასხვა ტურნირები. მათ შორის რუსეთის ქალთა თასის გათამაშება, რომელშიც მონაწილეობს ქართველის დიდოსტატი ნაზი პაიკიძე. ნაზი ტურნირში მე–4 ნომრადაა განთესილი და 7 ტურის შემდეგ 5,5 ქულით მე–8 ადგილზეა. ასევე ფესტივალის პროგრამით ტარდება ტურნირი სტუდენტ დიდოსტატთა შორის, სადაც კიდევ ერთი ქართველი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი ასპარეზობს, მას 7 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. ფესტივალი 5 თებერვალს დასრულდება.

იხილეთ: ფესტივალის ოფიციალური ვებ–გვერდი ქალთა თასის ტექნიკური შედეგები სტუდენტთა ტურნირის ტექნიკური შედეგები LIVE

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი (01.02.2012)

 

  29 იანვარს ქ. ფოთში დასრულდა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში წარმატებით იასპარეზეს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის სკოლის მოსწავლეებმა, მათ 18 საპრიზო ადგილიდან 9 საპრიზო ადგილი მოიპოვეს: 1 ადგილები დაიკავეს ნიკა ღვამბერიამ (16ბ), ანი ჭანტურიამ (16გ) და მარიამ დოლიძემ (12გ). II დგილი – თათია კოხრეიძე (16გ), ომარ ზარგინავა (12ბ) და ელენე გაბესკირია (8გ). III ადგილი – ადა ქაქუთია (16გ), ანასტასია ხარაზი (12გ) და თეკლა ვადაქარია (8გ). 6 საპრიზო ადგილი ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა დაიკავეს, 2 საპრიზო ადგილი სენაკელმა მოჭადრაკეებმა, ხოლო ხობელმა მოჭადრაკეებმა კი 1 ადგილი.

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი  (27.01.2012)

 

  26–29 იანვარს, ქ. ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში იმართება სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობენ ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, მარტვილის და აბაშის 95 მოჭადრაკე. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ტარდება და მასში გამარჯვებული ჭაბუკები და გოგონები მოიპოვებენ საქართველოს შესაბამისი ასაკობრივი ჩემპიონატების საგზურებს.

იხილეთ: დებულება. ჩემპიონატის გვერდი FACEBOOK – ზე ტექნიკური შედეგები.   LIVE.   ფოტო

Gibraltar Chess Festival  (23.01.2012)

 

  24 იანვარს გიბრალტარში სტარტს იღებს ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 150 000 ფუნტ სტერლინგს. ფესტივალში ასობით მოჭადრაკე ასპარეზობს, მათ შორის 56 დიდოსტატი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდის წევრები : ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე და სალომე მელია. ფესტივალი შვეიცარიული სისტემით, 10 ტურად იმართება და 2 თებერვალს დასრულდება.

იხილეთ: ფესტივალის ოფიციალური ვებ–გვერდი ტექნიკური შედეგები LIVE

TATA STEEL CHESS 2012 (15.01.2012)

 

    14-29 იანვარს ვეიკ–ან–ზეეში (ჰოლანდია) ტარდება ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს უძლიერესი 14 მოჭადრაკე ვაჟი: მაგნუს კარლსენი (NOR, 2835), ლევონ არონიანი (ARM, 2805), თეიმურ რაჯაბოვი (AZE, 2773), ვესელინ ტოპალოვი (BUL, 2770), სერგეი კარიაკინი (RUS, 2769), ვასილი ივანჩუკი (UKR, 2766), ვუგარ გაშიმოვი (AZE, 2761), ჰიკარუ ნაკამურა (USA, 2759), ბორის გელფანდი (ISR, 2739), ფაბიანო კარუანა (ITA, 2736), გატა კამსკი (USA, 2732), ანიშ გირი (NED, 2714), დავიდ ნავარა (CZE, 2712), ლუუკ ვან ველი (NED, 2692). ტურნირი უმაღლესი, 21–ე კატეგორიისაა. იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი. სატურნირო ცხრილი LIVE

ირანის და სომხეთის ტურნირები  (21.01.2012)

 

  12–20 იანვარს, თავრიზში (ირანი) ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი რომელშიც მონაწილეობდა 121 მოჭადრაკე, მათ შორის 5 ქართველი: ლევან ფანცულაია (2592), გაიოზ ნიგალიძე (2460), მალხაზ სულაშვილი (2441), შოთა აზალაძე (2403) და ბაჩანა მორჩიაშვილი (2372). ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართა. საბოლოოდ ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ლევან ფანცულაია 8.5 ქულით მე–2 ადგილზე გავიდა, ხოლო გაიოზ ნიგალიძემ კი 8 ქულით მე–3 ადგილი დაიკავა. შოთა აზალაძე ასევე 8 ქულით მე–5 იყო. ბაჩანა მორჩიაშვილმა და მალხაზ სულაშვილმა კი 7–7 ქულით 16–17 ადგილები გაინაწილეს. იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი. ტექნიკური შედეგები LIVE

  8–17 იანვარს, სომხეთში ჩატარდა ა. მარგარიანის მემორიალი. ტურნირში 12 მოჭადრაკე მონაწილეობდა და წრიული სისტემით გაიმართა. ტურნირის მონაწილეთა შორის იყო გიორგი ბაღათუროვი. 11 შესაძლებლობიდან ბაღათუროვმა 5,5 ქულით მე–9 ადგილი დაიკავა. იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი. ტექნიკური შედეგებიlaivi

ხობელ მოჭადრაკეთა წარმატება (02.01.2012)

 

    2011 წელი წარმატებით დაასრულეს ხობელმა მოჭადრაკეებმა. დეკემბრის ბოლოს თბილისში გამართულ თ. ლომაიას მემორიალზე, 8 წლამდე გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა 6 წლის დიანა ლომაიამ, მან 7 შესაძლებლობიდან 7 ქულით პირველი ადგილი მოიპოვა და უახლოესი მდევარი 2 ქულით ჩამოიტოვა. ასევე წარმატებული იყო ლუკა შამუგია, მან 6 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა საკმაოდ ძლიერ მოჭადრაკეებთან პაექრობაში. ორივე მოჭადრაკის მწვრთნელი მამუკა გეთიაა. ვულოცავთ მას ამ წარმატებას!

საახალწლო ფესტივალი  (31.12.2011)

 

  27-30 დეკემბერს, ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში ჩატარდა საახალწლო საქალაქო ფესტივალი, რომელშიც 70 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ფესტივალის პროგრამით გაიმართა დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირი, 8 და 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირი და ასევე ღია ტურნირი. ტურნირები შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა. ფესტივალის ყველა ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით და საპატიო დიპლომებით. ტექნიკური შედეგები: უმცროსი ასაკის დამწყებ მოჭადრაკეთა შორის - 1. ლუკა ნარმანია, 2. ლუკა ჯალაღონია, 3. იზაბელა გოგინავა. უფროსი ასაკის დამწყებ მოჭადრაკეთა შორის - 1. ჯემალ ქორქია, 2. ნინო გურგენაძე, 3. მიხეილ ლატარია. 8 წლის მოჭადრაკეთა შორის - 1. ლევან ჩაჩავა, 2. გიორგი ლემონჯავა, 3. თეკლა ვადაქარია. 10 წლის მოჭადრაკეთა შორის - 1. გიორგი თადუმაძე, 2. ლევან გორგაძე, 3. გიგა აბულაძე. ღია ტურნირში - 1. ნიკა ღვამბერია, 2. ადა ქაქუთია, 3. ვახტანგ მალანია.

იხილეთ ტექნიკური შედეგები ფოტო

რეგიონის ფედერაციის ყრილობა (26.12.2011)

 

    25 დეკემბერს ქ. ფოთში ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკისა და შაშის ფედერაციის ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის და აბაშის 25-მდე წარმომადგენელი. კრებაზე განიხილეს და დაამტკიცეს რეგიონის ჭადრაკის განვითარების 4 წლიანი გეგმა. ასევე დამტკიცდა რეგიონის 2012 წლის სატურნირო კალენდარი, არჩეულ იქნა რეგიონის ფედერაციის: მწვრთნელთა კომისია, მსაჯთა კომისია და სატურნირო კომისია. დასახელდა 2011 წლის რეგიონის საუკეთესო მოჭადრაკეები ვაჟთა (1. ნ. ღვამბერია, 2. ზ. ფაცია, 3. თ. ოთხოზორია) და ქალთა (1. ა. ქაქუთია, 2. მ. ბოკუჩავა, 3. მ. ბეჭვაია) შორის. ასევე განხილულ იქნა რეგიონის ქალაქებსა და რაიონებში არსებული პრობლემები და დაისახა მათი გადაწყვეტის გეგმები. კრებას უძღვებოდა რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალია. მორიგი მუშა შეხვედრა გაიმართება ხობში, 10 მარტს.

იხილეთ ფოტო.

ჯემალ თოფურიას მემორიალი დასრულდა  (19.12.2011)

 

 9–18 დეკემბერს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში ჩატარდა ფოთელი მოჭადრაკის, ბიზნესმენისა და ქველმოქმედ–მეცენატის ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი. ფესტივალის პროგრამით გაიმართა შემდეგი ტურნირები:  დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირი (9–12 დეკემბერი), ორგანიზაციებს შორის (10–11 დეკემბერი), ფოთის საჯარო სკოლებს შორის (13–14 დეკემბერი) და  ღია ტურნირი (15–18 დეკემბერი). ფესტივალის ტურნირებში საპრიზო ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ ფულადი პრიზები, თასები, ფასიანი საჩუქრები და საპატიო დიპლომები. ფესტივალის დახურვაზე გამარჯვებული მოჭადრაკეები და გუნდები დააჯილდოვეს ფოთის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარებ დარეჯან ცხვიტარიამ, რესურსცენტრის უფროსმა ნინო დვალიშვილმა, სპორტის სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ, რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გერმანე სალიამ და ქალაქის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ ფირცხალავამ. ფესტივალის გენერალური სპონსორია "კავტრექს–ფოთი".

იხილეთ ტექნიკური შედეგები: დამწყებ მოჭადრაკეთა შორის. ორგანიზაციებს შორის.  საჯარო სკოლებს შორის.  ღია ტურნირი. ფოტოგალერეა.

მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატი (17.11.2011)

 

    18-27 დეკემბერს, თურქეთში ტარდება მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობენ: ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ვიეტნამის, საბერძნეთის, თურქეთის და სამხრეთ აფრიკის ქალთა ნაკრები გუნდები. ტურნირი წრიული სისტემით ტარდება, თითოელი გუნდი დაკომპლექტებულია 4 ძირითადი და 1 სათადარიგო მოჭადრაკით. საქართველოს ქალთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: ნანა ძაგნიძე (2516), ბელა ხოტენაშვილი (2497), ლელა ჯავახიშვილი (2475), ნინო ხურციძე (2440) და სალომე მელია (2392).

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი.  ტექნიკური შედეგები სატურნირო ცხრილი LIVE.

მზადება სამეგრელოს ჩემპიონატისთვის  (15.12.2011)

 

  8 დეკემბერს ხობში შედგა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გერმანე სალიას და ხობის სპორტისა და განათლების სისტემის ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნა 2012 წლის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აბსოლიტური ჩემპიონატის ხობში ჩატარების საკითხი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონის საჭადრაკო ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი დათო კოდუა და რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეს სამსახურის უფროსი სოფიკო ჭულუხაძე. წინასწარი შეთანხმებით რეგიონის აბსოლიტური ჩემპიონატი შესაძლოა გაიმართოს ხობში 2012 წლის თებერვალში, რეგიონის ჩემპიონატისთვის სოლიდური საპრიზო ფონდით.

იხილეთ: ფოტო

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგა (15.11.2011)

 

    15-23 დეკემბერს ქ. თბილისში ტარდება საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის ტურნირი რომელშიც მონაწილეობს 57 მოჭადრაკე, მათ შორის 3 ფოთელი: გიორგი გამზარდია (2154), ნიკა ღვამბერია (1945) და ადა ქაქუთია (1804). ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად იმართება. ტურნირში თამაშდება საქართველოს 2012 წლის 71-ე ვაჟთა ჩემპიონატის 5 საგზური.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ჯემალ თოფურიას მე-2 მემორიალი (15.12.2011)

   

  9–18 დეკემბერს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში ტარდება ფოთელი მოჭადრაკის, ბიზნესმენისა და ქველმოქმედ–მეცენატის ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი. ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი ტურნირები:  დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირი (9–12 დეკემბერი), ორგანიზაციებს შორის (10–11 დეკემბერი), ფოთის საჯარო სკოლებს შორის (13–14 დეკემბერი) და  ღია ტურნირი (15–18 დეკემბერი). ფესტივალის ტურნირებში დაწესებულია ფულადი პრიზები, ასევე საპრიზო ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ თასები, ფასიანი საჩუქრები და საპატიო დიპლომები. ფესტივალის გენერალური სპონსორია "კავტრექს–ფოთი".

იხილეთ ტექნიკური შედეგები: დამწყებ მოჭადრაკეთა შორის. ორგანიზაციებს შორის.  საჯარო სკოლებს შორის.  ღია ტურნირი. ფოტოგალერეა.

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგა (02.11.2011)

 

    2-10 დეკემბერს ქ. თბილისში ტარდება საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის ტურნირი. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების 41 მოჭადრაკე, მათ შორის საკმაოდ ტიტულოვანი მოჭადრაკეებიც. ტურნირში ასევე მონაწილეობენ ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები: ადა ქაქუთია, თათია კოხრეიძე, ანი ჭანტურია და მარიამ დოლიძე. 1-5 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

იხილეთ:  ტექნიკური შედეგები 

გამარჯვებები საერთაშორისო ასპარეზე (28.11.2011)

 

   ქართველმ მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს მსოფლიო ჩემპიონატებზე. კერძოდ კი ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა მერი არაბიძემ, მან 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 18 წლის გოგონათა შორის. სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა ნინო მელაშვილმა, მან 11 შესაძლებლობიდან 8 ქულას მოუყარა თავი. ვულოცავთ ქართველ მოჭადრაკეებს ამ დიდ წარმატებას.

 

ნიკა ღვამბერიას მორიგი წარმატება (25.11.2011)

 

    25 ნოემბერს ქ. თბილისის დასრულდა საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა 76 მოჭადრაკე. მონაწილეთა შორის იყო 2 ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე: ნიკა ღვამბერია და გიგი აბსარიძე. 2011 წლის საქართველოს ჩემპიონმა 14 წლის ჭაბუკთა შორის ნიკა ღვამბერიამ მორიგ წარმატებას მიაღწია მიმდინარე წელს და მიუხედავად მისი ასაკისა (13) ბრწყინვალე შედეგი აჩვენა საკმაოდ უფროსს და გამოცდილ მოჭადრაკეებთან ბრძოლაში. მან 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა აიღო და 1-2 ადგილი გაიყო თბილისელ გიორგი სიბაშვილთან ერთად, დამატებითი მაჩვენებლით კი ნიკას მე-2 ადგილი ერგო. მან ამ გამარჯვებით საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის საგზური მოიპოვა. ასევე კარგი შედეგი აჩვენა 12 წლის გიგი აბსარიძემ, ის 5 ქულით ცხრილის პირველ ნახევარში (34 ადგ.) მოხვდა.

იხილეთ:  საბოლოო ცხრილი

მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი (18.11.2011)

 

   18-26 ნოემბერს ბრაზილიაში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად! ტარდება. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას იცავს მხოლოდ 2 მოჭადრაკე: მერი არაბიძე (18 წლამდე) და ნინო ხომერიკი (14 წლამდე).

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებ გვერდი.   ტექნიკური შედეგები.  LIVE (დასაწყისი-21:00)

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევი (21.11.2011)

 

    17-25 ნოემბერს ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ტარდება საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის შესარჩევი ტურნირი. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად იმართება და 1-10 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის საგზურებს. ტურნირში მონაწილეობს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 2 მოსწავლე: ნიკა ღვამბერია და გიგი აბსარიძე.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის ფინალური მატჩი (24.11.2011)

 

   14-30 ნოემბერს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში იმართება ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ჰოუ იფანსა (ჩინეთი) და საერთაშორისო დიდოსტატ ჰამპი კონერუს (ინდოეთი) შორის. მატჩი შედგება 10 პარტიისგან (აუცილებლობის შემთხვევაში გაიმართება დმატებითი პარტიები), ხოლო საპრიზო ფონდი კი 200 000 ევროა.

  1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ქულა
ჰ. იფანი 0,5 0,5 1 0,5 0,5 1 1       5
ჰ. კონერუ 0,5 0,5 0 0,5 0,5 0 0       2

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ გვერდი.

მსოფლიოს ჩემპიონატი სენიორთა შორის (15.11.2011)

 

    15-26 ნოემბერს ხორვატიის ქალაქ ოპატიაში ტარდება მსოფლიოს 21-ე ჩემპიონატი სენიორთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნების 250-ზე მოჭადრაკე, მათ შორის სამი ქართველი ცნობილი მოჭადრაკე: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სენიორთა შორის თამარ ხმიადაშვილი და ფიდეს ოსტატი ნინო მელაშვილი. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად იმართება და მისი საპრიზო ფონდი 15 000 ევროს შეადგენს.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდიტექნიკური შედეგები.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი (12.11.2011)

 

   3-11 ნოემბერს პორტო კარასში (საბერძნეთი) გაიმართა ევროპის ვაჟთა და ქალთა გუნდური ჩემპიონატი. ვაჟთა  ტურნირში მონაწილეობდა 38 ქვეყნის გუნდი, ხოლო ქალთაში კი 28 ქვეყნის გუნდი. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. თითოეული გუნდი შედგებოდა 4 ძირითადი და 1 სათადარიგო მოჭადრაკით. ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდი მე-3 ნომრად იყო განთესილი და შემდეგი შემადგენლობით აპარეზობდა: ნანა ძაგნიძე (2516), ლელა ჯავახიშვილი (2475), ნინო ხურციძე (2440), ნაზი პაიკიძე (2422) და სალომე მელია (2392). ვაჟთა ნაკრები გუნდი კი მე-15 ნომრად იყო განთესილი და შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ბაადურ ჯობავა (2678), მიხეილ მჭედლიშვილი (2636), ლევან ფანცულაია (2588), მერაბ გაგუნაშვილი (2577) და დავით ზარქუა (2443).

   საბოლოოდ ქალთა ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო ვაჟებმა კი მე-13 ადგილი.

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ გვერდი.  ტექნიკური შედეგები: ვაჟთა, ქალთაLIVE: ვაჟთა ქალთა (დასაწყისი 17:00სთ.)  ფოტოგალერეა.

საქალაქო ფესტივალი "პაიკი-2011" (10.11.2011)

 

    5-10 ნოემბერს ქ. ფოთში ჩატარდა საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი "პაიკი-2011". ფესტივალი გაიმართა ნორჩ მოჭადრაკეთა შორის და მასში მონაწილეობა მიიღო 8 და 10 წლის 31 მოჭადრაკემ. ფესტივალის ტურნირები შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა. 10 წლის მოჭადრაკეთა შორის 1-ლი ადგილი დაიკავა გიგა აბულაძე, მე-2 - ანი მიქაძემ, მე-3 - გიორგი ლემონჯავამ. 8 წლის მოჭადრაკეთა შორის 1 - თეკლა ვადაქარია, 2 - დავით კულუა, 3 - დავით ჩიქობავა. 8 წლის მოჭადრაკეთა ტურნირში გამოიყო 7 წლის ასაკის საუკეთესო მოჭადრაკეები, ამ ასაკში 1-ლი იყო ზურაბ კუპრეიშვილი, 2 - მარიამ მამფორია და 3 - ირაკლი კაჭარავა. 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ საპატიო დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. ფესტივალის მიზანი იყო პერსპექტიულ მოჭადრაკეთა გამოვლენა და მათი მომზადება სხვადასხვა რესპუბლიკური ტურნირებისათვის.

იხილეთ: დებულება ტექნიკური შედეგები.

მსოფლიოს 16 წლამდელთა ოლიმპიადა (25.10.2011)

 

    24–31 ოქტომბერს თურქეთში ტარდება მსოფლიო ოლიმპიადა 16 წლის მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქვეყნების 26 გუნდი. საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე მონაწილეობას იღებს გუნდი შემდეგი შემადგენლობით: ირაკლი ბერაძე, შალვა ნადირაშვილი, გუგა ბურდული და ნინო ხომერიკი. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 10 ტურად იმართება.

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ გვერდი.

ფოთელთა ტრიუმფი ჩირაძის მემორიალზე (22.10.2011)

 

    14–22 ოქტომბერს ქ. ქუთაისში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის დავით ჩირაძის მემორიალი ჭადრაკში. გუნდური პირველობა ჩატარდა 8, 10, 12 და 16 წლის მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში მონაწილეობდა სხვადასხვა ქალაქების 30–მდე გუნდი, მათ შორის ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 4 გუნდი. 16 წლის მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა და პირველობა ადვილად მოიპოვა ფოთელთა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით: ნიკა ღვამბერია, გიგი აბსარიძე, თათია კოხრეიძე და ადა ქაქუთია. 12 წლის მოჭადრაკეთა ტურნირში ფოთელთა გუნდი მე–2 ადგილზე გავიდა (ლუკა გულუა, ომარ ზარგინავა, გიორგი თადუმაძე და ანი ჭანტურია). 8 წლამდე ასაკში კი მე–3 ადგილს დასჯერდნენ ფოთელი მოჭადრაკეები (ლევან ჩაჩავა, გიორგი ლემონჯავა, დავით კულუა და თეკლა ვადაქარია). საკუთარ დაფებზე პირველი ადგილები დაიკავეს: ნიკა ღვამბერიამ, ადა ქაქუთიამ და ომარ ზარგინავამ.

იხილეთ ფოტოგალერეა:

ქალთა გრან-პრის მესამე ეტაპი (09.10.2011)

 

    8-23 ოქტომბერს ნალჩიკში (რუსეთი) ტარდება ქალთა გრან-პრის მესამე ეტაპის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს 12 უძლიერესი დიდოსტატი ქალი: ნ. კოსინცევა (2560, რუსეთი), კ. ლაჰნო (2554, უკრაინა), ტ. კოსინცევა (2536, რუსეთი), ჯ. ვენიუ (2536, ჩინეთი), ა. სტეფანოვა (2528, ბულგარეთი), ვ. ჩმილიტე (2525, ლიტვა), ა. გალიამოვა (2498, რუსეთი), ჟ. ჰუე (2497, ჩინეთი), ჟ. ჩენი (2490, კატარი), ა. კოსტენიუკი (2469, რუსეთი). მ. ბატუიაგი (2465, მონღოლეთი), ე. კოვალევსკაია (2421, რუსეთი).

   2011 წლის გრან-პრის სერიებში საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკე დაუპირისპირდება მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს - ჰოუ იფანს.

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ გვერდი შედეგები ცხრილი LIVE (დას. 15:00სთ).

ოსლოს საერთაშორისო ტურნირი (11.10.2011)

 

    2-9 ოქტომბერს ოსლოში ჩატარდა საერთაშორისო ღია ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა 58 მოჭადრაკე, მათ შორის ორი ქართველი ქალთა დიდოსტატი: ნინო ბაციაშვილი (2413) და ნაზი პაიკიძე (2412). ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 4000 ევროს შეადგენდა. საბოლოოდ პაიკიძემ 6 ქულა აიღო, ხოლო ბაციაშვილმა კი 5,5. ქართველმა მოჭადრაკეებმა ქალთა შორის შესაბამისად 1–2 ადგილები დაიკავეს.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი. ტექნიკური შედეგები ცხრილი.

ქართველები ჩინეთში ასპარეზობენ (07.10.2011)

 

    1-7 ოქტომბერს ქინჰუანგდაოში (ჩინეთი) გაიმართა საერთაშორისო ღია ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა 78 მოჭადრაკე. ტურნირი საკმაოდ ძლიერი შემადგენლობის იყო და მონაწილეთა შორის 22 დიდოსტატი გახლდათ, მათ შორის იყვნენ ქართველი დიდოსტატები: ლევან ფანცულაია (2614) და დავით არუთუნიანი (2577). საბოლოოდ ფანცულაიამ და ართუნიანმა 5,5-5,5 ქულა აიღო. ფანცულაია მე-13 ადგილს დასჯერდა, ხოლო არუთუნიანი კი მე-19 ადგილზე გავიდა.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

დიდი სლემის ტურნირი  (02.10.2011)

 

  26 სექტემბერს სანტ პაულოში (ბრაზილია) სტარტი აიღო დიდი სლემის გათამაშებამ ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს უძლიერესი 6 დიდოსტატი: ვიშვანათან ანანდი (2817, ინდოეთი), მაგნუს კარლსენი (2823, ნორვეგია), ლევონ არონიანი (2807, სომხეთი), ჰიკარუ ნაკამურა (2753, აშშ), ვასილი ივანჩუკი (2765, უკრაინა) და ფრანცისკო ვალეჰო (2716, ესპანეთი). ტურნირი 2 წრედ ტარდება, მეორე წრეს მოჭადრაკეები ბილბაოში (ესპანეთი) გაითამაშებენ. ტურნირი ე.წ. სოფიის წესებით ტარდება, თითოეული მოგებისთვის მოჭადრაკე 3 ქულას იღებს, ხოლო პარტიის ყაიმით დასრულების შემთხვევაში კი 1 ქულას.

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი სატურნირო ცხრილი. ტექნიკური შედეგები LIVE

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დასრულდა (02.10.2011)

 

    24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე სლოვენიაში გაიმართა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის. სამწუხაროდ ევრობის ჩემპიონატზე არცერთი ქართული კლუბი არ იღებდა მონაწილეობას. ორი ქართველი დიდოსტატი ქალი, ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი კი ასპარეზობდა რუმინულ კლუბ "AEM Luxten Timisoara"-ში, რომელიც მე-2 ადგილზე გავიდა. განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენა ლელა ჯავახიშვილმა, რომელმაც მე-3 დაფაზე 1-ლი ადგილი დაიკავა. არცთუ სახარბიელოდ იასპარეზა უკრაინულ კლუბში მოასპარეზე ბაადურ ჯობავამ.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი.

საქალაქო ტურნირები (26.09.2011)

 

  ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში ტრადიციულად ყოველ შაბათ-კვირას ტარდება ტურნირები სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. ყოველ ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები ჯილდოვდებიან მცირე ფულადი პრიზებით. ტურნირებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვა ქალაქების მოჭადრაკეებსაც. 17-18 სექტემბერს ჩატარდა ტურნირი სწრაფ ჭადრაკში (იხ. ტექნიკური შედეგები), ხოლო 25 სექტემბერს კი ბლიც ტურნირი (იხ. ტექნიკური შედეგები). 25 სექტემბერს ასევე ჩატარდა ამხანაგური მატჩი ჭაბუკ და გოგონათა ნაკრებ გუნდებს შორის, რომელიც ფრედ დასრულდა 8-8 (იხ. ტექნიკური შედეგები).

   ყოველთვიურად დაჯილდოვდება ტურნირების ჯამური მაჩვენებლებით თვის ფოთის საჭადრაკო სკოლის საუკეთესო მოჭადრაკე. მომდევნო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში გაიმართება 1-2 ოქტომბერს.

ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი (20.09.2011)

 

    11-21 სექტემბერს ალბენაში (ბულგარეთი) გაიმართა ევროპის ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილე მოჭადრაკეთა სარეკორდო რაოდენობამ მოიყარა თავი - 48 ქვეყნის 1045 მოჭადრაკე! ჩემპიონატში სოლიდური შემადგენლობით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმაც (29). ჩვენი ქვეყნის ღირსებას 14 წლის ჭაბუკთა შორის ასევე იცავდა ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე, 2011 წლის საქართველოს ჩემპიონი ნიკა ღვამბერია (მწვრთნელი - გოჩა ჩაჩუა), ის სატურნირო ცხრილში 65-ე ნომრად იყო განთესილი, ნიკამ 5,5 ქულა აიღო და 21-ე ადგილი დაიკავა. მან ფიდეს რეიტინგში 42 ქულა მოიმატა.

   ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს ქუთაისელმა მოჭადრაკეებმა: 18 წლამდე გოგონათა შორის 7 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა მერი არაბიძე, ხოლო 8 წლის გოგონათა შორის 8 ქულით (!) ასევე მე-2 ადგილი დაიკავა თამარ ესაძემ.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი.   ტექნიკური შედეგებიქართველ მოჭადრაკეთა შედეგები.   LIVE:  1-18 დაფა.   19-36 დაფა.   37-60 დაფა. (ბოლო ტურის დასაწყისი - 14:00სთ)

მსოფლიოს თასი ჭადრაკში (19.09.2011)

 

  28 სექტემბერიდან ხანტი-მანსიისკში (რუსეთი) მიმდინარეობს მსოფლიო თასის გათამაშება ჭადრაკში. ტურნირში მონაწილეობას იღებს 46 ქვეყნის 128 უძლიერესი დიდოსტატი. ტურნირში მონაწილეობდა ერთადერთი ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა (2713), რომელიც 1-2 წრეში გულიევთან (2549, აზერბაიჯანი) და ვოიტაშეკთან (2683, პოლონეთი) გამარჯვების შემდეგ მე-3 წრეში დამარცხდა რუს დიდოსტატ იაკოვენკოსთან (2736) და გამოეთიშა ასპარეზობას.

  2011 წლის მსოფლიო თასის მფლობელი გახდა პ. სვიდლერი (რუსეთი), რომელმაც ფინალში ა. გრიშჩუკი (რუსეთი) დაამარცხა. ხოლო ვ. ივანჩუკმა (უკრაინა) კი რ. პონომარიოვს (უკრაინა) სძლია მესამე ადგილისთვის მატჩში. 

იხილეთ:   ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.    ტექნიკური შედეგები.   ფოტოგალერეა.   LIVE

ტყიბულის საჭადრაკო ფესტივალი (01.09.2011)

 

    1-7 სექტემბერს ტყიბულში ტარდება ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი რომელშიც მონაწილეობს 8, 10 და 12 წლის 60-მდე მოჭადრაკე. ფესტივალი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად იმართება. ფესტივალი ტარდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 5000 ლარს. ტურნირის მთავარი მსაჯია ალექსანდრე არსენიძე, ხოლო დირექტორი კი ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი რამაზ ცერცვაძე.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.    ფოტოგალერეა.

ქართველი დიდოსტატები საბერძნეთში (22.08.2011)

 

  18-25 აგვისტოს, საბერძნეთში იმართება პირველი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი "Isthmia-2011". ტურნირში მონაწილეობს 18 ქვეყნის 160-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 3 ქართველი დიდოსტატი: ლელა ჯავახიშვილი (2469), კონსტანტინე შანავა (2535) და დავით ჯოჯუა (2505). ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 10 000 ევროს შეადგენს. 4 ტურის შემდეგ ჯოჯუას 3 ქულა აქვს, ხოლო შანავასა და ჯავახიშვილს 2,5-2,5.

იხილეთ:   ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.    ტექნიკური შედეგები.   ფოტოგალერეა.   LIVE

მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატი (01.08.2011)

 

    1-16 აგვისტოს ჩენაიში (ინდოეთი) გაიმართება ჭაბუკთა 50-ე და გოგონათა 29-ე მსოფლიოს ჩემპიონატი 20 წლის მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატის შვეიცარიული სისტემით 13 ტურად ტარდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 200-მდე მოჭადრაკესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ნაზი პაიკიძე (2416) და ქეთი წაწალაშვილი (2318).

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი.  ტექნიკური შედეგები: ჭაბუკებიგოგონები.    LIVE (გოგონები).  ფოტოგალერეა.

ქართველ მოჭადრაკეთა წარმატება (30.07.2011)

 

  ქართველმა მოჭადრაკეებმა წარმატებით წარმატებით იასპარეზეს პარდუბიცესა (ჩეხეთი) და პალეოჰორას (საბერძნეთი) საერთაშორისო ტურნირებში. პარდუბიცეში გამართულ საერთაშორისო ღია დიდოსტატთა ტურნირში "Pardubice Open" ბრწყინვალედ იასპარეზა ქართველმა საერთაშორისო დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ (2535) და 9 ტურიდან 7 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა, რისთვისაც მას სოლიდური ფულადი პრიზიც ერგო. იხილეთ საბოლოო ცხრილი. ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

პალეოჰორას მე-4 საერთაშორისო ტურნირში კი ასევე ბრწყინვალედ ითამაშა ქალთა საერთაშორისო დიდოსტატმა სოფიკო გურამიშვილმა (2329), ახალგაზრდა ქართველმა მოჭადრაკემ 7 ქულა აიღო და ქალთა ჩათვლაში 1-ლი ადგილი დაიკავა, მან ამ წარმატებით მნიშვნელოვნად მოიმატა ფიდეს რეიტინგი. იხილეთ საბოლოო ცხრილი. ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

"Lake Sevan-2011" (30.07.2011)

 

    22-30 ივლისს მარტუნში (სომხეთი) ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი "სევანის ტბა". ტუნრირში მონაწილეობდა 10 საერთაშორისო დიდოსტატი. ტურნირში ასევე მონაწილეობდა და პირველ ნომრად იყო განთესილი საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა (2719). წარუმატებელი სტარტის შემდეგ ქართველმა მოჭადრაკემ მკვეთრად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა და საბოლოოდ 5,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიLIVE.

საჭადრაკო აკადემია (26.07.2011)

 

  23 ივლისს ქ. ქუთაისში დაიწყო საჭადრაკო აკადემიის (ნიჭიერთა სკოლის) მეორე სესია. სემინარები ტარდება მ. ბოტვინიკის სკოლის მსგავსი მეთოდიკით. სემინარებს ესწრება 12 წარმატებული მოჭადრაკე: მერი არაბიძე, ირაკლი ბერაძე, მარიამ დანელია, დეა გოგიშვილი, ნიკა ღვამბერია(ფოთი), ნანი უნაფქოშვილი, ნინო ხომერიკი, ნინო ჯალაღონია, ნოე თუთისანი, ლიკა კობეშავიძე, მარიამ ჭოლაძე და ირაკლი ახვლედიანი. ნიჭიერთა სკოლის მთავარი მწვრთნელია საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი - ლაშა ჯანჯღავა. ასევე სკოლის მწვრთნელია დათო კოდუა, ხოლო ხელმძღვანელი ალექსანდრე არსენიძე. აკადემიის მეორე სესია 3 აგვისტოს დაასრულებს მუშაობას. ფოტოგალერეა.   

ფოთში მიმდინარეობს მორიგი საერთაშორისო ტურნირი (24.07.2011)

 

    21-25 ივლისს ქ. ფოთში ჩატარდა მორიგი საჭადრაკო ტურნირი რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლისა და ერევნის სასპორტო სკოლის გუნდები. ტურნირი გაიმართა უმცროს და უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის. თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო 6 მოჭადრაკით. ორივე ასაკობრივ ტურნირში ფოთის მოჭადრაკეთა გუნდებმა იმარჯვეს. უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის გუნდმა დიდი უპირატესობით, ექვსივე მატჩში გამარჯვებით გაანადგურა მოწინააღმდეგე, ხოლო უმცროსი ასაკის გუნდმა და დამატებითი მაჩვენებლით აჯობეს სომეხთა გუნდს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები ფოტოგალერეა.

ქობულეთის საერთაშორისო ტურნირი(24.07.2011)

 

  20-25 ივლისს ქ. ქობულეთში ტარდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი. ტურნირში მონაწილეობს 4 ქვეყნის: სინგაპურის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს 10 მოჭადრაკე. ტუნრირი წრიული სისტემით, 9 ტურად იმართება.

იხილეთ: ზვიად შათირიშვილის რეპორტაჟები ქობულეთიდან: დასვენება და თამაში შავი ზღვის ნაპირზე ქობულეთის "სინგაპურიზაცია გრძელდება" შანმუგამის მუღამი.  ბოლო ტურის წინ ფოტოგალერეა.    ტექნიკური შედეგები.

 

ფოთელთა გუნდმა ვ. ქარსელაძის მემორიალზე გაიმარჯვა(30.06.2011)

 

  24–30 ივნისს, ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი. გუნდური ტურნირი ტარდებოდა 8, 10, 12 და 14 წლის მოჭადრაკეთა შორის. თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო 3 ჭაბუკითა და 1 გოგონათი. 12 წლის მოჭადრაკეთა ტურნირში ასპარეზობდნენ ფოთელი მოჭადრაკეები შემდეგი შემადგენლობით: ლუკა გულუა, გიგი აბსარიძე, ომარ ზარგინავა და მარიამ დოლიძე (მწვრთნელი - გოჩა ჩაჩუა).  ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის სკოლის გუნდმა აშკარა დაჯაბნა მოწინააღმდეგენი და შვიდივე მატჩში იმარჯვა. ვულოცავთ ფოთელ მოჭადრაკეებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.

ტყიბულის საჭადრაკოს ფესტივალი(28.06.2011)

 

   1-8 სექტემბერს ტყიბული უმასპინძლებს ტრადიციულ საჭადრაკო ფესტივალს "ტყიბული-2011". ფესტივალის პროგრამით გაიმართება ტურნირები 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ფესტივალი გაიმართება შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად. ყველა ასაკობრივ ტურნირში 1-3 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს მედლებთან და საპატიო დიპლომებთან ერთად გადაეცემათ ფულადი პრიზები, ასევე ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან მათი მწვრთნელები. ფესტივალის ორგანიზატორია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ორგანიზატორების საკონტაქტო ტელეფონი - 593397270 (იუზა დოლიძე)

საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები(13.06.2011)

 

  11–19 ივნისს ქ. ქუთაისში ტარდება საქართველოს ჩემპიონატი 20 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 17 ჭაბუკი და 14 გოგონა, მათ შორის ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები: ადა ქაქუთია და თათია კოხრეიძე. 3 ტურის შემდეგ ქაქუთიას 2 ქულა აქვს.

   14–22 ივნისს კი ქ. თბილისში ტარდება საქართველოს ჩემპიონატები 8 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატები შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად იმართება და 1–2 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურებს. ჩემპიონატებში მონაწილეობას იღებს 8 ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე: 12 წლამდე – ომარ ზარგინავა, ლუკა გულუა, გიგი აბსარიძე, ანი ჭანტურია, მარიამ დოლიძე. 8 წლამდე – გიორგი ლემონჯავა, ლევან ჩაჩავა, თეკლა ვადაქარია.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.   LIVE

ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირი(11.06.2011)

 

  10–12 ივნისს ქ. ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკოს სკოლაში ტარდება საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობენ ამავე სკოლის დაწყებითი ჯგუფების 33 მოსწავლე. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ტარდება. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან საპატიო დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. ამავე ტურნირში შეირჩევა ნიჭიერი ნორჩი მოჭადრაკეები რომლებიც ზაფხულის პერიოდში, ფოთის საჭადრაკო სკოლაში გაივლიან სპეციალური მომზადების კურსებს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიფოტოგალერეა.

ნიკა ღვამბერია საქართველოს ჩემპიონია!

 

  14 წლის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ ნიკა ღვამბერიამ, მან 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს 1,5 გაასწრო!!! აღსანიშნავია, რომ ნიკა უკვე ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ნიკამ ამ გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და ის შემოდგომაზე ბრაზილიაში იასპარეზებს.

   14 წლის გოგონათა შორის მე–3 ადგილი მოიპოვა ასევე ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ ადა ქაქუთიამ. ადამ ასევე წარმატებით იასპარეზა 19 მაისს ქ. თბილისში დასრულებულ ევროპის ქალთა ჩემპიონატში და მან თანატოლთა შორის 5 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა, რისთვისაც მას ფულადი პრემიის სახით 400 ევრო ერგო.

  ამავე საქართველოს ჩემპიონატში ასევე კარგად იასპარეზა კიდევ ერთმა ფოთელმა მოჭადრაკემ თათია კოხრეიძემ, მან 5,5 ქულით მე–4 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ჩემპიონატი 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (28.05.2011)

 

  3 ივნისს ქ. ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და 1-2 ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურებ. საპრიზო ადგილები შემდეგნაერად გადანაწილდა: ჭაბუკთა შორის 1–ლი ადგილი – ნიკა ღვამბერია (8,5 ქულა, ფოთი), მე–2 ადგილი ნოე თუთისანი (7ქ. ქუთაისი), მე–3 ადგილი – გიორგი სიბაშვილი (7ქ. თბილისი). გოგონათა შორის 1–ლი ადგილი – ნინო ხომერიკი (8ქ. თბილისი), მე–2 ადგილი – მარიამ ჭოლაძე (7ქ. ქუთაისი), მე–3 ადგილი – ადა ქაქუთია (6ქ. ფოთი). ამ ასაკობრივი ჩემპიონატის ლიდერთა პარტიების ჩვენება ონლაინ რეჟიმში იმართებოდა.

იხილეთ: დებულება.  ტექნიკური შედეგები LIVE. (დასაწყისი 11:00სთ.).    პარტიები

ფოტოგალერეა: გახსნა. 1ტ. 2ტ. 3ტ. 6ტდახურვა. ვიდეო 

ევროპის ქალთა ჩემპიონატი (05.05.2011)

 

  6-19 მაისს ქ. თბილისში, სასტუმრო შერატონში ტარდება ევროპის ქალთა ჩემპიონატი. ტურნირში მონაწილეობს ევროპის 26 ქვეყნის 132 უძლიერესი მოჭადრაკე, ჩემპიონატში ასევე მონაწილეობას იღებს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე ადა ქაქუთია. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 88 000 ევროს შეადგენს, მთავარი მსაჯი კი ნანა ალექსანდრიაა.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებ გვერდი ტექნიკური შედეგები. LIVE: 1-10 დაფა11-20 დაფა21-26 დაფა.   პარტიები ვიდეო.

ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში: ტექნიკური შედეგები.   Live

საქართველოს ჩემპიონატი 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (06.05.2011)

 

  28 აპრილს ქ. თბილისში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელშიც მონაწილეობს 47 ჭაბუკი და 36 გოგონა. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 5 მოსწავლე: გიორგი თადუმაძე, გიგა აბულაძე, ანასტასია ხარაზი, მარიამ სკამკოჩაიშვილი და ანი მიქაძე. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება და მასში 1–2 ადგილებზე გასული ჭაბუკები და გოგონები მოიპოვებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურებს. ტურნირი 6 მაისს დასრულდება.

იხილეთ: დებულება.  ტექნიკური შედეგები საბოლოო: ჭაბუკები,   გოგონები.

Nakhchivan Open-2011  (24.04.2011)

 

  23 აპრილს ნახჩევანში (აზერბაიჯანი) სტარტი აიღო საერთაშორისო ფესტივალმა რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 67 000 აშშ დოლარს. ფესტივალის პროგრამით 2 ტურნირი ტარდება. ა ტურნირში მონაწილეობს 53 მოჭადრაკე, მათ შორის 25–მდე დიდოსტატი. ტურნირში მონაწილეობს 6 ქართველი მოჭადრაკე: მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, კონსტანტინე შანავა, დავით ბენიძე, კახა შალამბერიძე, ალექსანდრე ყაშაშვილი და სოფიკო გურამიშვილი. ფესტივალის ერთ–ერთი მსაჯია ფოთის საჭადრაკო სკოლის დირექტორი – დათო კოდუა.

იხილეთ ტექნიკური შედეგები. იხილეთ ფესტივალის ვებ–გვერდი.  ფოტოგალერეა.

საინტერესო სიახლე სომხეთში (16.04.2011)

   

   14 აპრილს სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის ყველა სკოლის დაწყებით კლასებში ჭადრაკის სავალდებულო საგნად შემოღების შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით სომხეთის მთავრობამ 1 500 000 აშშ დოლარი გამოყო კადრების მომზადებისათვის და ამ პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მაგიდებისა და სკამების შესაძენად. სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით "სომხეთს აქვს პრეტენზია რომ მათ ქვეყანაში ჭადრაკის სწავლების მეთოდიკა ერთ–ერთი საუკეთესო იყოს მსოფლიოში".

საქართველოს ჩემპიონატის 1–ლი ლიგა 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის  (16.04.2011)

 

  17 აპრილს ქ. თბილისის ნ. გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატის 1–ლი ლიგის ტურნირმა 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობს 70–მდე მოჭადრაკე, მათ შორის ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 3 მოსწავლე: მარიამ სკამკოჩაიშვილი, ანი მიქაძე და ანასტასია ხარაზი რომელიც ჭაბუკთა ტურნირში ასპარეზობს. როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის 1–10 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ ამავე ასაკის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

იხილეთ ტექნიკური შედეგები საბოლოო: ჭაბუკები.   გოგონები

საქართველოს ჩემპიონატი 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (02.04.2011)

   

   1 აპრილს ქ. თბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონატი პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობდა 60–მდე ნორჩი მოჭადრაკე. ჩემპიონატში ასევე მონაწილეობდა ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე თეკლე ვადაქარია.

იხილეთ საბოლოო შედეგები: ჭაბუკებიგოგონები.

ოთარ ხომერიკის მემორიალი  (28.03.2011)

 

  26–30 მარტს ფოთის ნანა ალექსნადრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართება საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, ღირსების ორდენოსანის, ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავჯდომარის ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე–9 ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი. მემორიალი გაიმართება 7 და 9 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ჩატარდება ღია ტურნირი რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც წარმატებული ფოთელი მოჭადრაკეები ასევე ვეტერანი და მოყვარული მოჭადრაკეები. დაგეგმილია ასევე ბლიც ტურნირის ჩატარება. ტურნირი ტარდება ფოთის სპორტის სამსახურისა და ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით.

იხილეთ: დებულება.  ტექნიკური შედეგები.  ფოტო გალერეა.

ევროპის ვაჟთა ჩემპიონატი (21.03.2011)

   

   21 მარტიდან 3 აპრილამდე საფრანგეთში ტარდება ევროპის მე–12 ვაჟთა ჩემპიონატი. ჩემპიონატში 407 მოჭადრაკე მონაწილეობს და 11 ტურად იმართება. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 120 000 ევროს შეადგენს. ჩემპიონატზე ასევე გათამაშდება მსოფლიოს თასის საგზურები, რომელსაც მოიპოვებენ 1–23 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ღირსება 8 მოჭადრაკე იცავს: ბაადურ ჯობავა (2707), ლევან ფანცულაია (2595), თორნიკე სანიკიძე (2542),  დავით ლობჟანიძე (2489), ლუკა პაიჭაძე (2487), სალომე მელია (2462), ლელა ჯავახიშვილი (2437), დავით ზარქუა (2397).

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებ–გვერდი ტექნიკური შედეგებიLIVE - 1-10 დაფა 11–20 21–30 31–40 41–50. (დას. 18:00სთ)

საქართველოს ჩემპიონატის 1–ლი ლიგა 8 და 12 წლამდე.  (22.03.2011)

 

  16–25 მარტს ქ. ქუთაისში (12) და ქ. თბილისში (8) სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატის 1–ლი ლიგის ტურნირები შესაბამისად 12 და 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ორივე ასაკობრივ ტურნირში 1–10 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ჩემპიონატის შესაბამისი ასაკის უმაღლესი ლიგის საგზურებს. ორივე ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდება. 12 წლის ჭაბუკთა შორის 3 ფოთელი მოჭადრაკე მონაწილეობს: ნიკოლა კაპანაძე, მარიამ დოლიძე და გიორგი თადუმაძე. 8 წლის ჭაბუკთა შორის კი ერთი ფოთელი მოჭადრაკე ასპარეზობს – ლევან ჩაჩავა.

იხილეთ: 12წ. დებულება 8 წ. დებულება.

ტექნიკური შედეგები: 8წ. ჭაბუკები 8წ. გოგონები. 12 წლამდე მოჭადრაკეთა შედეგები იხილეთ ქუთაისის საჭადრაკო სკოლის ვებ გვერდზე

ქალთა ევროპის ჩემპიონატი (12.03.2011)

   

   6–19 მაისს ქ. თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხ პალასში" გაიმართება ევროპის 2011 წლის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატის შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება, საპრიზო ფონდი კი 88 000 ევროს შეადგენს. 19–22 მაისს კი ქ. ქუთაისი უმასპინძლებს ევროპის ქალთა ჩემპიონატს სწრაფ ჭადრაკში.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებ–გვერდიდებულება

ნიჭიერ ბავშვთა სკოლა – აკადემია (11.03.2011)

   

  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ დააფუძნა ნიჭიერ ბავშვთა სკოლა – აკადემია, რომელშიც გაერთიანებულნი არიან 11–დან 17 წლამდე ასაკის წარმატებული ქართველი მოჭადრაკეები. აკადემიის პირველი შეკრება იმართება ქ. ქუთაისში,  სასტუმრო "იმერში" 6–16 მარტს. შეკრებას ესწრება 12 მოჭადრაკე, მათ შორის ფოთის ნ. ალექსანდრიის სახელობის საჭადრაკო სკოლის 2 მოსწავლე: ნიკა ღვამბერია და ადა ქაქუთია. აკადემიის მთავარი მწვრთნელია – საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა, მწვრთნელი – დათო კოდუა, ხელმძღვანელი – ალექსანდრე არსენიძე.

  მოჭადრაკეებს ყოველდღიურად უტარდებათ ორჯერადი (6 საათიანი) სემინარები, ასევე ისინი გადიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას.

იხილეთ ფოტოგალერეა.

ქალთა გრან–პრი (06.03.2011)

   

   22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ყატარში ჩატარდა მსოფლიოს ქალთა გრან–პრის ბოლო ეტაპის ტურნირი, რომელშიც გაირკვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის საგზურის მეორე მფლობელი. ტურნირში 12 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის 2 ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი: მსოფლიოს 5–გზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე და ნანა ძაგნიძე რომელიც გრან–პრის სერიათა ჯამში ქულებით ლიდერობდა და მას ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა მოეპოვებინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის საგზური. სამწუხაროდ ქართველმა მოჭადრაკემ ცუდად იასპარეზა და ფინალური მატჩის საგზური ინდოელ ჰ. კონერუს ერგო.

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი. ტექნიკური შედეგები. სატურნირო ცხრილი. LIVE

საქართველოს ჩემპიონატი 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის (27.02.2011)

   

  22 თებერვალს ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. როგორც ჭაბუკებში, ასევე გოგონებში 1–2 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურებს. ჩემპიონატი 2 მარტს დასრულდება. მასში მონაწილეობს ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე ადა ქაქუთია.

იხილეთ საბოლოო ტექნიკური შედეგები: ჭაბუკები.  გოგონები.

 

ირანის საერთაშორისო ტურნირი (18.02.2011)

   

   ირანის ქალაქ რეშტში 15–22 თებერვალს ტარდება საერთაშორისო ტურნირი სხვადასხვა კატეგორიებში.  ტურნირის საპრიზო ფონდი 20 000 აშშ დოლარს შეადგენს. ტურნირში რომელიც შვეიცარიული სისტემით 9 ტურად იმართება, მონაწილეობს 18 ქართველი მოჭადრაკე, მათ შორის ფოთელი გიორგი გამზარდია.

იხილეთ: ვაჟთა ტურნირის ტექნიკური შედეგები.  ქალთა ტურნირის ტექნიკური შედეგები ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები.

ზუგდიდში სამეგრელოს ჩემპიონატი ტარდება (16.02.2011)

   

  12–15 თებერვალს ზუგდიდში ტარდება სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 7, 10 და 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად იმართება. ჩემპიონატზე გამოვლინდებიან ის მოჭადრაკეები რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შესაბამისის ასაკის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

ფოთელ მოჭადრაკეთა შედეგები.       

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი (06.02.2011)

   

   3–6 თებერვალს ქ. ფოთში ჩატარდება სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი შეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის ქალაქებისა და რაიონების საჭადრაკო სკოლების მოჭადრაკეები. ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

იხილეთ: დებულება.      კენჭისყრა და შედეგები.    ფოტოგალერეა  LIVE (7 ტური, 6 თებერვალი 13:30 სთ.)

საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის (11.02.2011)

   

  2–10 თებერვალს თბილისში ტარდება საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად იმართება და მასში 25 ჭაბუკი და 19 გოგონა მონაწილეობს. ჩემპიონატში 1–2 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებენ.

იხილეთ: დებულება.    ტექნიკური შედეგები საბოლოო: ჭაბუკები,    გოგონები.

Gibraltar Chess Festival (03.02.2011)

   

  24 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გიბრალტარში მიმდინარეობდა მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი საჭადრაკო ფესტივალი რომელშიც მონაწილეობას იღებდა 300–მდე მოჭადრაკე და ფესტივალის საპრიზო ფონდი 126 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. ბრწყინვალედ იასპარეზეს ჩვენი ქვეყნის ქალთა ოლიმპიური ნაკრების წევრებმა ნანა ძაგნიძემ (2550) და სალომე მელიამ (2449), ორივე დიდოსტატმა 10 შესაძლებლობიდან 7–7 ქულით 1–2 ადგილები გაიყვეს ქალთა შორის, დამატებითი მაჩვენებელი უკეთესი ძაგნიძეს აღმოაჩნდა და შესაბამისად პირველობაც მას ერგო. 7 ქულა დააგროვა კიდევ ერთმა ქართველმა დიდოსტატმა გიორგი ყაჭეიშვილმა (2585).

იხილეთ: ფესტივალის ოფიციალური ვებ გვერდი. კენჭისყრა და შედეგები.   LIVE.   PGN.

საქართველოს ვაჟთა 70–ე ჩემპიონატი (27.01.2011)

   

   12–27 იანვარს ქ. თბილისში მიმდინარეობდა საქართველოს ვაჟთა 70–ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და მასში 16 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ლევან ფანცულაია (2610) და დავით ზარქუა (2356), ფრედ დასრულდა 4 კლასიკური პარტია, ხოლო ბლიც პარტიებში დავით ზარქუამ 2–0 იმარჯვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში კი ლუკა პაიჭაძემ (2483) გიგა ყუფარაძეს (2395) აჯობა. დავით ზარქუამ და ლევან ფანცულაიამ ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრების სახელით თამაშის უფლება მოიპოვეს.

საქართველოს ქალთა 68–ე ჩემპიონატი (23.01.2011)

   

  9-23 იანვარს ანაკლიაში ჩატარდა საქართველოს ქალთა 68–ე ჩემპიონატ, რომელშიც მონაწილეობდა 13 მოჭადრაკე: ნაზი პაიკიძე (2455), სალომე მელია (2449), ბელა ხოტენაშვილი (2440), ლელა ჯავახიშვილი (2438), სოფიკო ხუხაშვილი (2437), ნინო ხურციძე (2436), ნინო ბაციაშვილი (2396), მირანდა მიქაძე (2362), მაია ლომინეიშვილი (2345), მაკა ფურცელაძე (2323), მერი არაბიძე (2315), სოფიო ნიკოლაძე (2254) და მარიამ დანელია (2248). ჩემპიონატის მთავარი მსაჯიიყო – 9 გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2 გზის მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი, საერთაშორისო არბიტრი ნანა ალექსანდრია. ჩემპიონატის დირექტორი კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი – დათო კოდუა.

  ჩემპიონატის ორგანიზატორები: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ჩემპიონატის სპონსორი – შ.პ.ს "პრაიმ–ბეტონი". ჩემპიონატის მასპინძელი კი სასტუმრო "ანაკლია". საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", ტელერადიოკომპანია "ოდიში" და გაზეთი "მსოფლიო სპორტი"

იხილეთ: დებულებატექნიკური შედეგები (ონლაინ რეჟიმში).    PGN  (13 ტური)     LIVE (13 ტური. დას: 11:00სთ. 23 იანვარი)

ვიდეო: 2 ტური. 3 ტური4 ტური.   ფოტოგალერეა: გახსნა 2 ტური. 3 ტური. 4 ტური. ახალი წელი. 5–6 ტური. დასვენების დღე. 8 ტური. განმუხური (20 იანვარი).

ფიდეს 1 იანვრის რეიტინგი (04.01.2011)

   

    ფიდემ გამოაქვეყნა რეიტინგ ლისტი 1 იანვრის მდგომარეობით. ვაჟთა შორის კვლავინდებურად ლიდერობს მაგნუს კარლსენი (2814), ქალთა შორის კი საუკეთესო რეიტინგი აქვს იუდით პოლგარს (2686). ქართველი მოჭადრაკე ვაჟებიდან საუკეთესო რეიტინგი აქვს ბაადურ ჯობავას (2707), ხოლო ქალთა შორის კი ნანა ძაგნიძეს (2550).

იხილეთ: მსოფლიოს ვაჟთა ტოპ ასეული, მსოფლიოს ქალთა ტოპ ასეული, ქართველ ვაჟთა ტოპ ასეული, ქართველ ქალთა ტოპ ასეული.

საახალწლო ფესტივალი (25.12.2010)

   

  25–28 დეკემბერს ქ. ფოთში ტარდება საახალწლო ფესტივალი ჭადრაკში. ფესტივალი ტარდება 8, 10 და 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის და მასში მონაწილეობს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 62 მოსწავლე. 29–30 დეკემბერს კი გაიმართება ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. 30 დეკემბერს გაიმართება ფესტივალის საზეიმო დახურვა და იმავე დღეს დასახელდება ფოთის 2010 წლის საუკეთესო მოჭადრაკე.

იხილეთ ტექნიკური შედეგები: 8 წლის ჭაბუკები, 8 წლის გოგონები, 10 წლის ჭაბუკები და გოგონები, 14 წლის ჭაბუკები და გოგონები.

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის 1–ლი ლიგა (23.12.2010)

   

    15–23 დეკემბერს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს 70–ე ვაჟთა ჩემპიონატის 1–ლი ლიგის ტურნირი. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 44 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. ტურნირში 1–6 ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს უმაღლესი ლიგის საგზურები. უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება უკვე ჰქონდათ იმ მოჭადრაკეებს რომელთა რეიტინგი აღემატება 2500–ს.

იხილეთ: დებულებატექნიკური შედეგები .

ჯემალ თოფურიას მემორიალი (13.12.2010)

   

  4–12 დეკემბერს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში ჩატარდა ფოთელი მოჭადრაკის, ბიზნესმენისა და ქველმოქმედ–მეცენატის ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი. ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული იყო შემდეგი ტურნირები: ღია ტურნირი (4–7 დეკემბერი), დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირი (4–7 დეკემბერი), ფოთის საჯარო სკოლებს შორის (10–11 დეკემბერი) და ორგანიზაციებს შორის (8–9 დეკემბერი). ფესტივალში 200–ზე მეტმა ფოთელმა მიიღო მონაწილეობა. ყველა ტურნირში დაწესებული იყო ფულადი პრიზები, ასევე საპრიზო ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები. ფესტივალის დახურვას ესწრებოდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე. ფესტივალის გენერალური სპონსორია "კავტრექს–ფოთი".

იხილეთ: დებულება. ტექნიკური შედეგები:ღია ტურნირი, დამწყებ მოჭადრაკეთა შორის. ორგანიზაციებს შორის. სკოლებს შორის

მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატი (13.12.2010)

   

    4–25 დეკემბერს თურქეთში იმართება მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატი რომელშიც მონაწილეობს 64 მოჭადრაკე, მათ შორის 4 ქართველი: ნანა ძაგნიძე (2551), მაია ჩიბურდანიძე (2502), სოფიკო ხუხაშვილი (2430) და მაია ლომინეიშვილი (2347). ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ტარდება, საპრიზო ფონდი კი 450 000 $ შეადგენს. მოჭადრაკეები ერთმანეთში 2 პარტიას ითამაშებენ, ხოლო მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში კი გამარჯვებული გამოვლინდება დამატებითი პარტიებით. მესამე წრეში ვერცერთი ქართველი მოჭადრაკე ვერ იასპარეზებს.

იხილეთ: ოფიციალური ვებ გვერდი 1 წრის შედეგები 2 წრის შედეგები. 3 წრის კენჭისყრა.  მთლიანი კენჭისყრა LIVE VIDEO. LIVE GAMES  (დას 17:00სთ. 9 დეკემბ.)

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1–ლი ლიგა (13.12.2010)

   

  2–10 დეკემბერს ქ. თილისში ჩატარდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1–ლი ლიგის ტურნირი. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და 1–5 ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები. საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები უკვე ჰქონდათ: სალომე მელიას, ნინო ხურციძეს, მაია ლომინეიშვილს, ლელა ჯავახიშვილს, სოფიკო ხუხაშვილს, ბელა ხოტენაშვილს და ნაზი პაიკიძეს.

  1–ლი ლიგის ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები: ადა ქაქუთია და თათია კოხრეიძე.

იხილეთ: დებულება.    საბოლოო შედეგები რეიტინგის ცვლილება.

არჩევნები (02.12.2010)

   

    27 ნოემბერს ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ყრილობა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად 4 წლის ვადით ერთხმად არჩეულ იქნა  საერთაშორისო დიდოსტატი გიორგი გიორგაძე, ფედერაციის გენერალურ მდივნად კი აკაკი იაშვილი აირჩიეს.

რუსეთის ქალთა სუპერფინალი (28.11.2010)

   

   15–27 ნოემბერს ქ. მოსკოვში ჩატარდა რუსეთის ჩემპიონატის სუპერფინალი ქალთა შორის, რომელშიც მონაწილეობდა 12 მოჭადრაკე. რუსეთის საუკეთესო მოჭადრაკეებთან ერთად, ტურნირში ასევე მონაწილეობდა ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ნაზი პაიკიძე(2401). ჩემპიონატი წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართა. ქართველმა მოჭადრაკემ 6,5 ქულით მე–4 ადგილი დაიკავა.

იხილეთ: საბოლოო ცხრილი.    პარტიები

საქართველოს 70–ე ჩემპიონატის 1–ლი ლიგის შესარჩევი (28.11.2010)

   

  18–26 ნოემბერს ქ. თბილისში გაიმართა საქართველოს ვაჟთა 70–ე ჩემპიონატის 1–ლი ლიგის შესარჩევი ტურნირი. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღენ იმ მოჭადრაკეებმა რომელთაც აქვთ ფიდეს რეიტინგი 2200–ზე ნაკლები. 1–10 ადგილებზე გასული მოჭადრაკეებმა: 1. გიგლა ბენიძემ 2. ნიკა ვოლკოვი 3. გიორგი ქერაშვილი 4. ნათია ჯალაბაძე 5. არმენ ტერ–კარაპეტიანი 6. გუგა ბურდული 7. ნიკოლოზ ქუმსიაშვილი 8. ლიკა კობეშავიძე 9. გიორგი სიბაშვილი 10. ალექსანდრე ებრალიძე მოიპოვეს საქართველოს ვაჟთა 70–ე ჩემპიონატის 1–ლი ლიგის საგზურები.

იხილეთ: დებულებატექნიკური შედეგები

მაია ჩიბურდანიძის თასი–2010 (10.11.2010)

   

 17–25 ნოემბერს ქ. ქუთაისში ჩატარდება საჭადრაკო ტურნირი მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის თასზე. ტურნირი გაიმართება 8, 10, 12, 14 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ჩატარდება ვაჟთა და ქალთა ტურნირი. "მაია ჩიბურდანიძის თასის" საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.

ხილეთ: დებულება 1, 2 

მიხეილ ტალის მე–5 მემორიალი (10.11.2010)

   

  4–14 ნოემბერს ქ. მოსკოვში ჩატრდა მე–8 მსოფლიო ჩემპიონის მიხეილ ტალის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საჭადრაკო სუპერტურნირი 10 დიდოსტატის მონაწილეობით. ტურნირი XXI კატეგორიის იყო და წრიული სისტემით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ: ლ. არონიანი (2801, სომხეთი), ვ. კრამნიკი (2791, რუსეთი), ა. გრიშჩუკი (2771, რუსეთი), შ. მამედიაროვი (2763, აზერბაიჯანი), ს. კარიაკინი (2760, რუსეთი), პ. ელიანოვი (2742, უკრაინა), ბ. გელფანდი (2741, ისრაელი), ხ. ნაკამურა (2741, აშშ), ა. შიროვი (2735, ესპანეთი) და ვ. ხაო (2727, ჩინეთი). 5,5–5,5 ქულით 1–3 ადგილები გაიყვეს შ. მამედიაროვმა, ს. კარიაკინმა და ლ. არონიანმა.

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი  LIVE   ვიდეო ტრანსლიაცია.     პარტიები.

მსოფლიო ჩემპიონატი სენიორ ქალთა შორის (10.11.2010)

 

  6 ნოემბერს იტალიის ქალაქ არკოში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი სენიორ ქალთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა 21 მოჭადრაკე და 9 ტურად ჩატარდა. ტურნირში ბრწყინვალედ იასპარეზეს ვეტერანმა ქართველმა მოჭადრაკეებმა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული თამარ ხმიადაშვილმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედალს კი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი დაეუფლა.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებ–გვერდი.

მსოფლიო ჩემპიონატი 8–18წ. (28.10.2010)

   

  20–30 ოქტომბერს საბერძნეთში (ჰალკიდიკი) ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 80 ქვეყნის 1400 მოჭადრაკე, მათ შორის 17 ქართველი ჭაბუკი და გოგონა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშია ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე, საქართველოს 2010 წლის ჩემპიონი 12 წლის ჭაბუკთა შორის ნიკა ღვამბერია. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება.  იხილეთ ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები სრულად.   

 იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებ გვერდი.   ტექნიკური შედეგები: 8 ჭ10 ჭ12 ჭ. 14 ჭ. 16ჭ. 18 ჭ.         8 გ10 გ12 გ14 გ16 გ18 გ.

  LIVE:   12 წლამდე, 14 წლამდე, 16 წლამდე, 18 წლამდე.    PGN (1–8 ტური)

ევროპის ჩემპიონატი 8–18წ. (21.09.2010)

   

  20 სექტემბერს ქ. ბათუმში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში 34 ქვეყნის 710 მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 14 მოსწავლე. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება და 28 სექტემბერს დასრულდება.     1–9 ტურის პარტიები.      LIVE  

იხილეთ ტექნიკური შედეგები: 8 ჭ 10 ჭ 12 ჭ. 14 ჭ. 16ჭ. 18 ჭ.                                   ჩემპიონატის არაოფიციალური ვებ–გვერდი.

                                                               8 გ 10 გ 12 გ 14 გ 16 გ 18 გ.

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა (03.09.2010)

   

  19 სექტემბერს ხანტი–მანსიისკში სტარტს აიღებს მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდი შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ნანა ძაგნიძე (ს/დ, 2534), ლელა ჯავახიშვილი (ს/ო, 2451), სალომე მელია (ს/ო, 2439), ნინო ხურციძე (ს/ო, 2435), ბელა ხოტენაშვილი (ს/ო, 2464). ვაჟთა ნაკრები გუნდი: ბაადურ ჯობავა (ს/დ, 2710), მერაბ გაგუნაშვილი (ს/დ, 2598), მიხეილ მჭედლიშვილი (ს/დ, 2628), თამაზ გელაშვილი (ს/დ, 2611), ლევან ფანცულაია (ს/დ, 2599).

იხილეთ: ტურნირის ოფცილური ვებ–გვერდი.

ნაზი პაიკიძე რუსეთის ჩემპიონია (03.09.2010)

   

  3 სექტემებერს დასრულდა რუსეთის ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ტურნირი რომელშიც მონაწილეობდა 34 მოჭადრაკე, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოჭადრაკე იყო: ქართველი ნაზი პაიკიძე და სერბი მარია მანაკოვა. ჩინებულად იასპარეზა და ჩემპიონატს თავიდანვე ლიდერობდა ფიდეს რეიტინგის მიხედვით მე–14 ნომრად განთესილი ნაზი პაიკიძე, მან 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. 

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

Poti Summer - 2010 (18.08.2010)

   

  12 აგვისტოს ფოთში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა "ფოთის ზაფხული–2010". ტურნირში მონაწილეობენ  ერევნის სპეციალიზირებული სასპორტო სკოლის და ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 10–14 წლის ასაკის მოსწავლეები. ტურნირი წრიული სისტემით ტარდება და მასში 12 მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას, თითოეულ მოჭადრაკეს მიეცემა 1:30სთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.  ტურნირში გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და საპატიო დიპლომებით. ყველა პარტია ონლაინ რეჟიმში გადაიცემა.

   ტურნირი ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად გაიმართება აგვისტოს შუა რიცხვებში.

იხილეთ: კენჭისყრა და შედეგებიცხრილი LIVE (9 ტური 18 აგვისტო 10:00სთ. 10 ტური 18 აგვისტო 16:00სთ.)

Negroponte 2010 (16.08.2010)

   

  აბერძნეთში მორიგი ღია ტურნირი იმართება რომელიც 17 აგვისტოს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 25 000 ევროს შეადგენს და მასში 200–ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი: სალომე მელია (2442), სოფიკო ხუხაშვილი (2409) და ინგა ჭარხალაშვილი (2346).

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი ტექნიკური შედეგები.    LIVE (დასაწყისი 11:00სთ)

მორიგი ტურნირი თურქეთში (16.08.2010)

 

  7–15 აგვისტოს მორიგი საჭადრაკო ფესტივალი ტარდება თურქეთის ქალაქ კანაკალეში. ფესტივალის პროგრამით იმართება 2 ტურნირი: ღია და 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. ღია ტუნრირში რომლის საპრიზო ფონდი 6400 თურქულ ლირას შეადგენს, მრავლად ასპარეზობენ ქართველი მოჭადრაკეები: დავით ბენიძე (2508), დავით მაღალაშვილი (2465), ნინო ხურციძე (2443), ლევან ბრეგაძე (2413), ბაჩანა მორჩიაშვილი (2363), ზურაბ ჯავახაძე (2354), გიორგი გამზარდია (2188)

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი.   სატურნირო ცხრილი.   LIVE

მსოფლიო ჩემპიონატი U-20 (16.08.2010)

   

  3–16 აგვისტოს პოლონეთში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. საქართველოდან ჩემპიონატში 3 მოჭადრაკე ასპარეზობს: დავით ლომსაძე (2364), სოფიკო გურამიშვილი (2298) და ნანი უნაფქოშვილი (1997). ტურნირი შვეიცარიული სისტემით 13 ტურად იმართება. ჩემპიონატის მთლიანი საპრიზო ფონდია 25 400 ევრო.

  13 ტურის შემდეგ (საბოლოო) დავით ლომსაძეს 6 ქულა აქვს (74 ადგილი), სოფიკო გურამიშვილს 8,5 ქულა (8 ადგილი), ხოლო ნანი უნაფქოშვილს კი 5,5 ქულა (66 ადგილი).

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებ–გვერდი. ტექნიკური შედეგები: ჭაბუკები, გოგონებიLIVE: ჭაბუკები, გოგონები.(დასაწყისი 16:00)

Politiken Cup 2010 (06.08.2010)

 

  31 ივლისს დანიაში (ჰელსინგერი) სტარტი აიღო ტრადიციულმა საჭადრაკო ტურნირმა Politiken Cup 2010–მა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 10 ტურად ტარდება და მასში მონაწილეობს 291 მოჭადრაკე, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრი მიხეილ მჭედლიშვილი (2625), ქართველი დიდოსტატი მე–7 ნომრად არის განთესილი. ტურნირი 8 აგვისტოს დასრულდება.

   საბოლოოდ 7,5 ქულით მიხეილ მჭედლიშვილი 10 ადგილზეა.

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდიტექნიკური შედეგებისატურნირო ცხრილი.   LIVE

KAVALA - 2010 (08.08.2010)

   

   31 ივლისიდან 7 აგვისტომდე საბერძნეთში (კავალა) ტარდება მე–19 ღია საერთაშორისო ტურნირი KAVALA - 2010, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 15 000 ევროს. ა ტურნირში მონაწილეობს 94 მოჭადრაკე, მათ შორის 40 დიდოსტატი. ტურნირში ასევე მონაწილეობენ ქართველი მოჭადრაკეები: დავით ჯოჯუა (2530), ლელა ჯავახიშვილი (2469), ლუკა პაიჭაძე (2467), სალომე მელია (2442).

  საბოლოო შედეგები: დავით ჯოჯუას 6 ქულა (11 ადგილი), ლუკა პაიჭაძეს 6 ქულა (14), ლელა ჯავახიშვილს 5 ქულა (40) და სალომე მელიას 4,5 ქულა (44).

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი ტექნიკური შედეგებიფოტოგალერეა LIVE

ქალთა მე–5 გრან–პრი (11.08.2010)

 

  30 ივლისიდან 11 აგვისტომდე მონღოლეთში ტარდება მე–5 ქალთა გრანპრი რომელში მონაწილეობს მსოფლიოს უძლიერესი 12 მოჭადრაკე, მათ შორის მსოფლიოს 5–გზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე. ტურნირის ტექნიკური კონსულტანტია მსოფლიოს 2–გზის ვიცე–ჩემპიონი ნანა ალექსანდრია. ტურნირი წრიული სისტემით 11 ტურად ტარდება. საბოლოოდ მაია ჩიბურდანიძე 6 ქულით მე–6 ადგილზეა.

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი ტექნიკური შედეგები სატურნირო ცხრილი ფოტოგალერეა LIVE (დასაწყისი 11სთ.)

მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი (31.07.2010)

 

  20–31 ივლისს თურქეთში (კაისერი) ჩატარდა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11, 13, 15 და 17 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. 17 წლის ასაკის ჭაბუკთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა ჩემპიონატში მონაწილე ერთადერთმა ქართველმა მოჭადრაკემ ზურაბ ჯავახაძემ (2354), მან 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულა აიღო და მე–2 საპრიზო ადგილს დაეუფლა.

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი.   სატურნირო ცხრილი

საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირი (24.07.2010)

   

   22–29 ივლისს საბერძნეთში (პალეოჰორა) ტარდება მე–3 ღია საერთაშორისო ტურნირი რომლის საპრიზო ფონდი 8300 ევროს შეადგენს. ტურნირში მონაწილეობს 26 ქვეყნის 238 მოჭადრაკე, მათ შორის 5 ქართველი მოჭადრაკე: მალხაზ სულაშვილი (2498), ბელა ხოტენაშვილი (2423), ნინო ბაციაშვილი (2383), ალექსანდრა ვახანია (2199) და ანა გავაშელი (2168). ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება.

იხილეთ: ტურნირი ოფიცილური ვებ–გვერდი. ტექნიკური შედეგები

ესპანეთის საერთაშორისო ტურნირი (24.07.2010)

 

  19–27 ივლისს ესპანეთში ტარდება მე–15 საერთაშორისო ტურნირი XV OPEN INTERNACIONAL d ESCACS CIUTAT DE BALAGUER, რომელშიც მონაწილეობს 92 მოჭადრაკე, მათ შორის 21 დიდოსტატი და 21 საერთაშორისო ოსტატი. ტურნირის საპრიზო ფონდია 13000 ევრო. ტურნირში ასევე მონაწილეობს ქართველი დიდოსტატი – ლევან აროშიძე (2548). იხილეთ ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი. იხილეთ ტექნიკური შედეგები:  LIVE  დასაწყისი 17:30სთ

ფესტივალის ღია ტურნირი (21.07.2010)

 

    ფესტივალის ღია ტურნირში მონაწილეობდა 57 მოჭადრაკე, მათ შორის 5 საერთაშორისო დიდოსტატი, 8 საერთაშორისო ოსტატი და 6 ფიდეს ოსტატი. ადგილები და ფულადი პრიზები შემდეგნაერად გადანაწილდა: 1 – კ. შანავა (4000ლ.), 2 – ლ. ფანცულაია (2000ლ.), 3 – შ. აზალაძე (1500ლ.), 4 – ზ. მამადოვი (1200ლ.), 5 – დ. ბენიძე (1000ლ.), 6 – გ. ნიგალიძე (800ლ.) 7 – ა. შალამბერიძე (500ლ.). ქალთა შორის: 1 – მ. მიქაძე (1500ლ.), 2 – მ. ლომინეიშვილი (900ლ.) 3 – მ. არაბიძე (600ლ.). 18 წლის საუკეთესეო ჭაბუკი – ზ. ჯავახაძე (600ლ.), 18 წლის საუკეთესო გოგონა – ლ. კობეშავიძე (400ლ.). ღია ტურნირი

იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები. ფოტოგალერეა. ვიდეო. 1. 2

ფესტივალის სპეციალური პრიზები (21.07.2010)

 

  ფესტივალში დაწესებული იყო სხვადასხვა სპეციალური პრიზები: ფესტივალის საუკეთესო კომბინაციისათვის ანდრეა დადიანის პრიზი ერგო ფარვიზ ჩაჩიბაიას. პრიზი გადაეცა ყველაზე უმცროსი ასაკის მოჭადრაკეს საბა ლომსაძეს. საუკეთესო ფოთელი მწვრთნელისათვის დაწესებული ირაკლი ლოლუას სახელობის პრიზი გოჩა ჩაჩუას ერგო.   

 იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები. ფოტოგალერეა. ვიდეო. 1. 2

ფესტივალის ასაკობრივი ტურნირები (21.07.2010)

 

    ასაკობრივ ტურნირებში მონაწილეობდა 229 მოჭადრაკე და გამოირჩეოდა საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით, თითქმის ყველა ასაკში მონაწილეობდა საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები სრული შემადგენლობით. იხილეთ ტექნიკური შედეგები:

8 წლის გოგონები. 8 წლის ჭაბუკები. 10 წლის გოგონები. 10 წლის ჭაბუკები. 12 წლის გოგონები. 12 წლის ჭაბუკები. 14 წლის გოგონები. 14 წლის ჭაბუკები

ნანა ალექსანდრიას თასი–2010

 

   9–19 ივლისს ქ. ფოთი კვლავ უმასპინძლებს ტრადიციულ მე–5 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს "ნანა ალექსანდრიას თასი–2010"–ს. ფესტივალი 2006 წლიდან ქ. ფოთის თვითმართველობის ორგანიზებით ტარდება და მასში წინა წლებში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, რუსეთის, ჰოლანდიის, ესტონეთის და ირანის წარმომადგენლები. 2010 წლის ფესტივალზე გარდა ასაკობრივი ტურნირებისა ჩატარდება ღია ტურნირი. ფესტივალის მთლიანი საპრიზო ფონდი 26 000 ლარს შეადგენს. ფესტივალი ჩატარდება დარბაზ "მონოპოლში", მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #21

 იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები    LIVE   (დასაწყისი 11:00 სთ.). ვიდეო. 1. 2

ქალთა გრანპრი (27.06.2010)

 

  25 ივნისიდან 6 ივლისამდე სომხეთის ქალაქ ჯერმუკში ტარდება ქალთა გრანპრის მე–4 ტურნირი. ტურნირში 12 მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობას, მათ შორის 2 ქართველი დიდოსტატი: მაია ჩიბურდანიძე(2514) და ნანა ძაგნიძე(2478). ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 ევროს შეადგენს.

იხილეთ: ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდიტექნიკური შედეგებისატურნირო ცხრილი Live ფოტოგალერეა.

ვ. ქარსელაძის მემორიალი (27.06.2010)

 

   23–29 ივნისს ქ. თბილისში, ნ. გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ტარდება ვ. ქარსელაძის მემორიალი 8, 10, 12 და 14 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. თითოეულ გუნდში 3 ჭაბუკი და 1 გოგონა ასპარეზობს. ტურნირში სულ 66 გუნდი მონაწილეობს და შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ტარდება. გამარჯვებისთვის გუნდს 2 ქულა ეწერება, ხოლო მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში კი 1 ქულა.

   იხილეთ: დებულება. ტექნიკური შედეგები: 8 წლამდე, 10 წლამდე, 12 წლამდე, 14 წლამდე.

საქართველოს ჩემპიონატი 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (13.06.2010)

 

   5–13 ივნისს ქ. ბათუმში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 14 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა და 1–2 ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მსოფლიოსა ევროპის ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს. ჩემპიონატში მონაწილებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 42 ჭაბუკი და 25 გოგონა, მათ შორის ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 3 მოსწავლე: ნიკა ღვამბერია(1747), ადა ქაქუთია(1724) და თათია კოხრეიძე(1591).

    იხილეთ: დებულება.   ტექნიკური შედეგები საბოლოო:  ჭაბუკები გოგონები.

შ. ინწკირველის მემორიალი (09.06.2010)

 

   5–8 ივნისს ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ტარდება საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის შოთა ინწკირველის მემორიალი. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ტარდება და მასში მონაწილეობენ 7 და 9 წლის ჭაბუკები და გოგონები. ტურნირში ასევე მონაწილეობს 4 ფოთელი მოჭადრაკე: მარიამ სკამკოჩაიშვილი, ანი მიქაძე, ლევან აბულაძე, გიორგი ლემონჯავა.

   იხილეთ: დებულება. ტექნიკური შედეგები საბოლოო. 7წ. ჭაბუკები7წ. გოგონები9წ. ჭაბუკები9წ. გოგონები.

ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი (21.05.2010)

 

   19–29 სექტემბერს ქ. ბათუმში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. საქართველოში ბოლოს მსგავსი მასშტაბის ტურნირი, მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი 2006 წელს გაიმართა. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდება. უკვე მიმდინარეობს მონაწილეთა რეგისტრაცია, მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ რეგიონალურ ჭადრაკის ფედერაციებს.

იხილეთ: დებულება. 

მაია ჩიბურდანიძის თასი (03.06.2010)

 

   25 მაისს ქ. თბილისში სტარტ აიღ ქალთა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირმა "მაია ჩიბურდანიძის თასზე". ტურნირის საპრიზო ფონდი 32 000 ლარს შეადგენს და მასში საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობას, ასევე სხვადასხვა ქვეყნების საკმაოდ ძლიერი მოჭადრაკეები. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ტარდება.

   იხილეთ: დებულებატექნიკური შედეგები.        ცხრილი 8 ტურის შემდეგ 2000–2299 და 1999–მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეების   

   Live: 1–6 დაფა (დასაწყისი 11:00სთ.) პარტიები 1–6 ტური.

   ფოტო: 1  2  3  4               ვიდეო

თბილისის მერიის თასი – 2010 (23.05.2010)

 

   23 მაისს ქ. თბილისში დასრულდა, მე–2 ღია საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი "თბილისის მერიის თასი – 2010". ტურნირის საპრიზო ფონდი 64 000 ლარს შეადგენდა და მასში 191 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს უძლიერესი დიდოსტატები. ტურნირის ქ. თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა და სასტუმრო "დპლაზა"–ში ჩატარდა. ტურნირში 2 ფოთელი მოჭადრაკე მონაწილეობდა,  გიორგი გამზარდიამ 6 ქულა აიღო, ხოლო ნინო ანაკიძემ კი 3,5 ქულა

იხილეთ: დებულება.  ტექნიკური შედეგები:  პარტიები 1-7 ტური.

საქართველოს ჩემპიონატი 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (21.05.2010)

 

   15–24 მაისს ქ. ქუთაისში ტარდება საქართველოს ჩემპიონატი 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ტარდება და 1–2 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურებს მოიპოვებენ. ჩემპიონატში 80 ჭაბუკი და 46 გოგონა მონაწილეობს, მათ შორის ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 4 მოსწავლე. 8 ტურის შემდეგ ანი მიქაძეს 5,5 ქულა აქვს, სანდრო ლატარიას 4,5 ქულა, ლევან ჩაჩავას 3 და გიგა აბულაძეს 4,5.

იხილეთ: დებულება. ტექნიკური შედეგები 9 ტური: ჭაბუკები. გოგონები

საქართველოს ჩემპიონატი 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (08.05.2010)

 

   29 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლთ ქ. ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის სატურნირო დარბაზში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 52 მოჭადრაკე. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. ტურნირის დირექტორი იყო სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი – გერმანე სალია. მთავარი მსაჯი – ეროვნული კატეგორიის მსაჯი დათო კოდუა. ადგილები შემდეგნაერად გადანაწილდა: ჭაბუკები: 1–ირაკლი ბერაძე, 2–ნიკა ვოლკოვი, 3–ნოდარ ლორთქიფანიძე. გოგონები: 1–ნანი უნაფქოშვილი, 2–მარიამ დანელია, 3–ნინო ანაკიძე.

იხილეთ: დებულება.  ტექნიკური შედეგები Online: ჭაბუკები. გოგონები

პარტიები:  ფოტოგალერეა:      ვიდეო მოჭადრაკეები ტურის შემდეგ (ვიდეო).

ვიშვანათან ანანდი მსოფლიო ჩემპიონია (08.05.2010)

 

   11 მაისს ბულგარეთში (სოფია) დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი ვიშვანათან ანანდისა(2789, ინდოეთი) და ვესელინ ტოპალოვის (2812, ბულგარეთი) მონაწილეობით. მატჩი 12 პარტიისგან შედგებოდა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ინდოელმა მოჭადრაკემ მხოლოდ ბოლო პარტიაში გამარჯვებით მსოიფლიო ჩემპიონის ტიტული. გამარჯვებულმა მოჭადრაკემ 1 200 000 ევროს მიიღო, ხოლო დამარცხებულმა კი 800 000 ევრო. საბოლოო ანგარიში  6,5–5,5 დაფიქსირდა ანანდის სასარგებლოდ. იხილეთ: ოფიციალური ვებ–გვერდი. ტექნიკური შედეგები და პარტიები. ფოტო და ვიდეო.

ფიდეს ქალთა გრანპრი (11.05.2010)

 

   7 მაისს რუსეთის ქალაქ ნალჩიკში დასრულდა ფიდეს ქალთა გრანპრის მე–3 ეტაპის ტურნირი რომელშიც მონაწილეობდა მსოფლიოს უძლიერესი 12 დიდოსტატი, მათ შორის ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე(2479). ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა. პირველი ადგილი 9 ქულით რუსმა დიდოსტატმა ტატიანა კოსინცევამ(2524) მოიპოვა, მე–2 ადგილზე 7,5 ქულით ჩინელი მოჭადრაკე ჰიუ ჰიუფანი(2570) გავიდა, ხოლო მესამეზე კი ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე.

   იხილეთ: ტექნიკური შედეგები. ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი. LIVE

საქართველოს ჩემპიონატი 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (27.04.2010)

 

   19–27 აპრილს ქ. თბილისის ნ. გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში ტარდება საქართველოს ჩემპიონატი 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ფოთის ნ. ალექ