ტ. პეტროსიანის მემორიალი (09.12.2009)

 

   2–9 დეკემბერს ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა მსოფლიოს ექს–ჩემპიონის ტიგრან პეტროსიანის მემორიალი.  ტურნირის საპრიზო ფონდი 4000 ლარს შეადგენდა და 7 ტურად გაიმართა. პეტროსიანის მემორიალში მონაწილეობას მიიღო 45 მოჭადრაკე, მათ შორის 3 დიდოსტატმა და 10 საერთაშორისო ოსტატმა.

   ტურნირის ორგანიზატორები არიან: თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლა, საჭადრაკო კლუბი ’ნტნ’ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

   საბოლოოდ 6 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა ახალგაზრდა დიდოსტატმა დავით ჯოჯუამ (2523), მე–2 ადგილზე საერთაშორისო ოსტატი დავით ბენიძე (2450) გავიდა. მე–3 იყო საქართველოს ნაკრების წევრი ლევან ფანცულაია (2592).

   იხ. ტექნიკური შედეგები.

საქართველოს ქალთა ჩემპიონატი. 1–ლი ლიგა (09.12.2009)

 

  2–10 დეკემბერს ქ. თბილისში, ნ. გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ტარდება 2010 წლის საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1–ლი ლიგის ტურნირი. ჩემპიონატში მონაწილეობს 37 მოჭადრაკე და 1–6 ადგილზე გასული მოჭადრაკეები, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

  ტურნირში მონაწილეობს 2 ფოთელი მოჭადრაკე: ნინო ანაკიძე (1990) და 2009 წლის საქართველოს ჩემპიონი 12 წლის გოგონათა შორის – ადა ქაქუთია (1673).

 იხ. ტექნიკური შედეგები.

 

ნიკა ღვამბერიამ და თათია კოხრეიძემ "მაია ჩიბურდანიძის თასზე" გაიმარჯვეს (08.12.2009)

 

   8 დეკემბერს ქ. ქუთაისში დასრულდა ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი მაია ჩიბურდანიძის თასზე. ტურნირი ჩატარდა 8, 10, 12 და 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ჩატარდა ღია ტურნირი ქალთა და ვაჟთა შორის. ფესტივალის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა.

   ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 166 მოჭადრაკემ, მათ შორის ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 9 მოსაწავლე: ნიკა ღვამბერია, გიგი აბსარიძე, ლუკა გულუა, ომარ ზარგინავა, ნიკოლა კაპანაძე, თათია კოხრეიძე, ანი ჭანტურია, მარიამ დოლიძე და ანასტასია ხარაზი.

   14 წლის ჭაბუკთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა 11 წლის ნიკა ღვამბერიამ, მან 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა აიღო და მასზე გაცილებით უფროს მოჭადრაკეებთან ჭიდილში 1–ლი ადგილი დაიკავა. 12 წლის გოგონებში ასევე პირველი ადგილი დაიკავა თათია კოხრეიძემ.

იხ. ფოთელ მოჭადრაკეთა საბოლოო შედეგები:

მსოფლიოს თასი – 2009

 

  რუსეთის ქალაქ ხანტი–მანსიისკში სტარტი აიღო 2009 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებამ. ტურნირში 128 მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს და 7 რაუნდად ოლიმპიური სისტემით იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 1 600 000 აშშ დოლარია. 2009 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოდან ბაადურ ჯობავა(2696) იღებს მონაწილეობას.

  პირველ და მეორე წრეში იოლად მიღწეული გამარჯვებების შემდეგ, მე–3 წრეში ბაადურ ჯობავა მსოფლიოს ერთ–ერთ უძლიერეს დიდოსტატს ალექასანდრე გრიშუკს დაუპირისპირდა. ძირითადი პარტიების ფრედ დასრულების შემდეგ ბაადური ტაიბრეიკში დამარცხდა (3 – 5) და გამოეთიშა ტურნირს.

 იხ. ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი.  იხილეთ ინტერვიუ ბაადურ ჯობავასთან.

საქართველოს 69–ე ჩემპიონატის 1–ლი ლიგის შესარჩევი

 

   18–26 ნოემბერს ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა საქართველოს 69–ე ჩემპიონატის 1–ლი ლიგის შესარჩევი ტურნირი. ტურნირში მონაწილეობას იღებდა 55 მოჭადრაკე, მათ შორის ქ. ფოთის საჭადრაკო სკოლის 3 მოსწავლე: ნინო ანაკიძე(1990), ნიკა ღვამბერია(1698) და თათია კოხრეიძე(1561).

   ტურნირში 9 ტურად ჩატარდა და 1–10 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატის 1–ლი ლიგის ტურნირში. ადგილები შემდეგნაერად გადანაწილდა: 1 – ნიკა ჩხაიძე, 2 – გიგლა ბენიძე, 3 – თორნიკე ხურციძე (7–7 ქულა). ბრწყინვალედ იასპარეზა 11 წლის ფოთელმა მოჭადრაკემ ნიკა ღვამბერიამ, მან 6 ქულა დააგროვა და მე–12 ადგილი დაიკავა, ასევე 6 ქულა აიღო ნინო ანაკიძემ და მე–11 ადგილზე გავიდა.

 იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაციები: იხ. საბოლოო ცხრილი.

მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი

 

  11–23 ნოემბერს თურქეთში (ანტალია) ჩატარდა მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატი 11 ტურად გაიმართა, საქართველოდან მსოფლიო ჩემპიონატზე 30 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. 

   ქართველმა მოჭადრაკეებმა საბოლოოდ 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვერცხლის მედალი წილად ხვდა მერი არაბიძეს და ქეთი წაწალაშვილს, ხოლო ბრინჯაოს მედალი კი ნაზი პაიკიძეს. იხ. ჩემპიონატის ოფიციალური ვებ–გვერდი.

  იხ. ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები:

ევროპის გუნდური ჩემპიონატი

 

  21–31 ოქტომერს ნოვი–სადში (სერბეთი) ჩატარდა ევროპის გუნდური ჩემპიონატი როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის. საქართველოს ვაჟთა ნაკრები რომელიც მე–11 ნომრად იყო განთესილი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია და თორნიკე სანიკიძე. საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდი მე–2 ნომრად იყო განთესილი და ტურნირის ერთ–ერთ ფავორიტად ითვლებოდა, გუნდი მაია ჩიბურდანიძის გარეშე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ნინო ხურციძე და ბელა ხოტენაშვილი. იხ. ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ–გვერდი.

  წარმატებით იასპარეზა საქართველოს ქალთა გუნდმა და ევროპის ვიცე–ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ვაჟთა ნაკრები კი მე–13 ადგილზე გავიდა. იხ. გუნდების შემადგენლობები და ტექნიკური შედეგები: ვაჟთა შორის. ქალთა შორის.

იხ. ფოტო: 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14. 15. 16. 17. 18. 19. 20. 21. 22. 23. 24. 25. 26. 27. 28. 29. 30. 31.

მსოფლიო ჩემპიონატი იუნიორთა შორის

 

   21 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე არგენტინაში იმართება მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატი რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 20 წლამდე ასაკის 140–მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. საქართველოს ღირსებას მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის გიორგი მარგველაშვილი(2509) იცავს, ხოლო გოგონათა შორის კი მირანდა მიქაძე(2317) და ნაზი პაიკიძე(2279). იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები.

    12 ტურის შემდეგ მირანდა მიქაძეს 7,5 ქულა აქვს, ნაზი პაიკიძეს 6,5 ქულა და გიორგი მარგველაშვილს  კი 8,5 ქულა.

   იხ. ტექნიკური შედეგები: ჭაბუკები. გოგონები.

ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას მემორიალი

 

   30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით ქ. ფოთში ტარდება ფოთის საჭადრაკო კლუბის ყოფილი დირექტორის, ფოთში ჭადრაკის ერთ-ერთი ფუძემდებლის ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში. ტურნირი გაიმართება 8 და 10 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის, ასევე პარარელურად ჩატარდება ღია ტურნირი რომელშიც დაითვლება ფიდეს რეიტინგი, ღია ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 400 ლარს.

იხ. ტურნირის დებულება.

დავით ჩირაძის მემორიალი

 

   10–18 ოქტომბერს ქ. ქუთაისში ჩატარდა ტრადიციული გუნდური ტურნირი, ცნობილი ქართველი მწვრთნელის დავით ჩირაძის მემორიალი. ტურნირში მონაწილეობდა 8, 10 და 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა 30 გუნდი, თითოელი გუნდში 3 ჭაბუკი და 1 გოგონა ასპარეზობდა. ტურნირში ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლიდან 2 გუნდი გამოდიოდა. 10 წლის მოჭადრაკეთა შორის ფოთელთა გუნდი მე–2 ადგილზე გავიდა (გიგი აბსარიძე, ლუკა გულუა, ომარ ზარგინავა და ანა ჭანტურია). 12 წლამდე ასაკშიც წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოჭადრაკეებმა და საბოლოოდ აქაც მე–2 ადგილი დაიკავეს (ნიკა ღვამბერია, ადა ქაქუთია, ლიკა გარუჩავა და თათია კოხრეიძე). ხოლო პირველ დაფებზე როგორც 10 წლამდე ასევე 12 წლამდე პირველი ადგილები დაიკავეს გიგი აბსარიძემ და ნიკა ღვამბერიამ.

<<<პირველი  < წინა           1 2 35 6 7       შემდეგი >  ბოლო>>>             

აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!