მარიამ დანელია               ზურაბ ჯავახაძე

საქართველოს ჩემპიონები

საქართველოს ჩემპიონატი 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

   25 მაისიდან 3 ივნისამდე ქ. ფოთში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. 2001 წლიდან ქ. ფოთში თითქმის ყოველწლიურად ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატები სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატი გაიმართა ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში (ჭანტურიას ქ. 2). ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად, კენჭიყრა ტარდებოდა "SwissManager"–ით.

შედეგები: ჭაბუკები, გოგონები 

ჩამოტვირთეთ პარტიები:

ფოტოგალერეა:

ვიდეო: 27 მაისი. 29 მაისი. 31 მაისი. 3 ივნისი.

გაზეთ ლელოში გამოქვეყნებული მასალები: 28 მაისი 29 მაისი. 30 მაისი. 2ივნისი. 3 ივნისი. 4 ივნისი.

გაზეთ მსოფლიო სპორტში გამოქვეყნებული მასალები: 27 მაისი, 28 მაისი, 30 მაისი. 31 მაისი. 1 ივნისი. 2 ივნისი. 3 ივნისი.

ადა ქაქუთია საქართველოს ჩემპიონია!!!

   ქ. ქუთაისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 12 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. გოგონათა შორის 9 შესაძლებლობიდა 8 ქულით!!! საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ – ადა ქაქუთიამ. მან 7 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო 2 პარტია კი ფრედ დაასრულა. ამ გამარჯვებით მან 2009 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ვულოცავთ მას ამ დიდ გამარჯვებას. იხ. ვიდეო

საქართველოს ჩემპიონატი 12 და 20 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

   12 მაისს ერთდროულად იწყება საქართველოს ჩემპიონატები 12  და 20 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. 12 წლის მოჭადრაკეები ქ. ქუთაისში იასპარეზებენ, ხოლო 20 წლის მოჭადრაკეებს ქ. თბილისი მასპინძლობს. ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები 12 წლამდე ჩემპიონატში ქ. ქუთაისში ასპარეზობენ: რომან ბელქანია, ნიკა ღვამბერია, გიგი აბსარიძე, ადა ქაქუთია, თათია კოხრეიძე. იხ. ფოთელ მოჭადრაკეთა საბოლოო შედეგები. იხ. საბოლოო შედეგები: ჭაბუკები. გოგონები.

იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები: 20 წლის ჭაბუკები, 20 წლის გოგონები,

საქართველოს ჩემპიონატი სკოლებს შორის

   8–9 მაისს ქ. ფოთში ტარდება საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის რეგიონალური შესარჩევი ტურნირი ჭადრაკში. ტურნირში მონაწილეობას იღებს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ქალაქებისა და რაიონების საჯარო სკოლის 19 გუნდი (76 მოჭადრაკე). გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება 3 ჭაბუკით და 1 გოგონათი. რეგიონის ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში რომელიც გაიმართება ოქტომბრის თვეში ქ. თბილისში. ტურნირის საზეიმოდ გახსნა რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გერმანე სალიამ, ასევე ტურნირის მონაწილეებს მიესალმნენ ქ. ფოთის ვიცე–მერი ლელა შარუხია და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თოფურია.

იხ. ტექნიკური შედეგები    იხ. ვიდეო

2008 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულები

მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი

   27 აპრილიდან  4 მაისის ჩათვლით საბერძნეთში (სალონიკი) ჩატარდა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11, 13, 15 და 17 წლის მოჭადრაკეთა შორის. საქართველოდან ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღო 11 სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკე: ჭელიძე გურამი, კუჭავა ანა, ლორთქიფანიძე ნოდარი, მაჭარაშვილი თეკლა, მარდალეიშვილი ანა, მირიანაშვილი ნინო, საპანაძე ელენე, ცაბაძე სოფო, უნაფქოშვილი ნანი, გოგიშვილი დეა. 15 წლის გოგონათა შორის ასევე 7 ქულით პირველ ადგილი ანა კუჭავადაიკავა, 15 წლის ჭაბუკთა შორის კი მეორე იყო ნოდარ ლორთქიფანიძე. იხ. ჩემპიონატის ოფიციალური ვებ–გვერდი.

საქართველოს ჩემპიონატი 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

   4 მაისს ქ. თბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობდა 38 ჭაბუკი და 20 გოგონა. ჩემპიონატში ასევე მონაწილეობას იღებდა ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე ნინო ანაკიძე (1987). ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. ჭაბუკთა შორის 1–ლი ადგილი 7ქულით ლუკა პაიჭაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე კი დავით ბენიძე გავიდა, ხოლო მესამე იყო გიორგი ნიკოლაშვილი. გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული სოფიკო გურამიშვილმა მოიპოვა 8 ქულით, მეორე იყო ქეთი წაწალაშვილი, მესამეზე ლელა უგულავა გავიდა. პირველ–მეორე ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურები.

   იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაციები: ჭაბუკები. გოგონები.

ანასტასია ხარაზი საქართველოს ვიცე–ჩემპიონია.

   8–16 აპრილს ქ. ბათუმში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჭაბუკთა შორის მონაწილეობას იღებდა 53 მოჭადრაკე, ხოლო გოგონათა შორის კი 29 მონაწილე. გოგონათა შორის მე–2 ადგილი დაიკავა ნ. ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ ანასტასია ხარაზმა (მწვრთნელი–გ. ღვამბერია). მან ამ გამარჯვებით მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სხვა ფოთელი მოჭადრაკეებიც. ლევან გორგაძე, გიორგი თადუმაძე, გიორგი ჭაჭია, ლევან ხვითარია, მარიამ სკამკოჩაიშვილი, ანი მიქაძე. იხ. ფოთელ მოჭადრაკეთა საბოლოო შედეგები.

   იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაციები ტურნირის შესახებ: ჭაბუკები. გოგონები.

საქართველოს ჩემპიონატი 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

   4 აპრილს ქ. თბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა ნ. ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო სკოლის 8 მოსწავლე: ლუკა გულუა, გიგი აბსარიძე, რომან ბელქანია, ომარ ზარგინავა, ნიკო კაპანაძე, ანი ჭანტურია, მარიამ დოლიძე, ანასტასია ხარაზი. იხ. ფოთელ მოჭადრაკეთა შედეგები 9 ტურის შემდეგ.

   დაწვრილებითი ინფორმაციები ტურნირის შესახებ იხილეთ: ჭაბუკები. გოგონები.

ევროპის ქალთა ჩემპიონატი

   7–21 მარტს სანკტ–პეტერბურგში ტარდება ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი. საქართველოს ღირსებას 11 მოჭადრაკე იცავს: სალომე მელია, ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი, ნანა ძაგნიძე, სოფიკო ხუხაშვილი, სოფიკო გურამიშვილი, სოფიო გვეტაძე, ქეთი წაწალაშვილი, მერი არაბიძე, ნაზი პაიკიძე და მარიამ დანელია. 10 ტურის  შემდეგ 7,5 ქულით ლიდერთა შორისაა მაია ლომინეიშვილი.

    დაწვრილებითი ინფორმაციები იხილეთ:

ევროპის ვაჟთა ჩემპიონატი

     5–19 მარტს მონტენეგროში, ქ. ბუდვაში ჩატარდა ევროპის ვაჟთა ინდივიდუალური ჩემპიონატი რომელშიც 300–მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ჩემპიონატში 4 ქართველი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი და თორნიკე სანიკიძე. ბრწყინვალედ იასპარეზა და მე–3 ადგილი დაიკავა ბაადურ ჯობავამ. ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას.

    დაწვრილებითი ინფორმაციები იხილეთ:

<<<პირველი  < წინა           1 2 3 4 5 6 7       შემდეგი >  ბოლო>>>

აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!