ლინარესი - 2009

 

   18 თებერვლიდან 8 მარტამდე ლინარესში მიმდინარეობს ტრადიციული სუპერ ტურნირი ჭადრაკში. ტურნირში მონაწილეობს 8 სუპერ დიდოსტატი: ვ. ანანდი (2791, ინდოეთი), ვ. ივანჩუკი (2779, უკრაინა), მ. კარლსენი (2776, ნორვეგია), თ. რაჯაბოვი (2761, აზერბაიჯანი), ლ. არონიანი (2750, სომხეთი), ვ. იუე (2739, ჩინეთი), ა. გრიშუკი (2733, რუსეთი), ლ. დომინგესი (2717, კუბა). ტურნირი 2 წრედ იმართება და საპრიზო ფონდი 314 000 ევროს შეადგენს, პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე 100 000 ევროს მიიღებს. იხ. ოფიციალური ვებ–გვერდი

ტოპალოვი – კამსკის მატჩი

    16–28 თებერვალს ბულგარეთის დედაქალაქში ტარდება მატჩი მსოფლიოს 2 უძლიერეს დიდოსტატს ვესელინ ტოპალოვსა (2796, ბულგარეთი) და გატა კამსკის (2725, აშშ) შორის. მატჩი 8 პარტიისაგან შედგება და მასში გამარჯვებული მოჭადრაკე მოიპოვებს უფლებას ითამაშოს მატჩი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან – ვ. ანანდთან. იხ. ოფიციალური ვებ–გვერდი

  1 2 3 4 5 6 7 8  
ტოპალოვი

=

1

=

0

1

=

   

3,5

ამსკი

=

0

=

1

0

=

   

2,5

საქართველოს ქალთა და ვაჟთა  ჩემპიონატი

    

    დასრულდა საქართველოს ქალთა 66-ე ჩემპიონატი ჭადრაკში. 7 ქულით 2009 წლის საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა მაია ლომინეიშვილმა. მეორე ადგილზე ასევე საქართველოს ნაკრების წევრი და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო ხურციძე გავიდა, მესამე ადგილზე კი კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი სოფიკო ხუხაშვილი.

    საქართველოს ჩემპიონი კი ვაჟთა შორის თორნიკე სანიკიძე გახდა, მეორე ადგილზე კი მიხეილ მჭედლიშვილი გავიდა, მესამე კი მერაბ გაგუნაშვილი იყო.

    იხ. ტექნიკური შდეგები: ვაჟები, ქალები

პარტიები: ვაჟები.  13 ტური,

                     ქალები.  11 ტური,

  იხ. მონაცემები ნორმების შესახებ:

რეგიონის ჩემპიონატი

 

    16-19 იანვარს ქ. ფოთში ტარდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის სხვადასხვა ქალაქებისა და რაიონების მოჭადრაკეები.

    იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები: 8 წლის მოჭადრაკეები 12 წლის მოჭადრაკეები.

წლის შემაჯამებელი ღონისძიება

    

   30 დეკემბერს სპორტ-კაფეში გაიმართა ქალაქ ფოთის წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი. ქალაქის წლის ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ნინო ანაკიძე, წლის საუკეთესო ერთ-ერთ მწვრთნელად კი გოჩა ჩაჩუა.

    31 დეკემბერს კი ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა ქ. ფოთის ჩემპიონატების გამარჯვებულთა  დაჯილდოვება და წლის საუკეთესო მოჭადრაკეთა დაჯილდოება. წლის საუკეთესო მოჭადრაკედ ნინო ანაკიძე დასახელდა, წლის საუკეთესო მოჭადრაკეების ნომინანტებად დასახელდნენ: ნიკა ღვამბერია, ადა ქაქუთია, მარიამ სამურკასოვი, რომან ბელქანია, ანი ჭანტურია, მარიამ დოლიძე, ლუკა გულუა, გიგი აბსარიძე და ომარი ზარგინავა. ფოტოგალერეა.

საქალაქო ჩემპიონატები

 

       23 დეკემბერიდან ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში მიმდინარეობს საქალაქო ჩემპიონატები. დამწყებ მოჭადრაკეთა შორის ქალაქის ჩემპიონატში 41 მოზარდი მონაწილეობდა. იხ. საბოლოო ცხრილები საქალაქო ტურნირებში.

       26-31 დეკემბერს კი ტარდება ქ. ფოთის ჩემპიონატი 7, 9 და 11 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. იხ. ტექნიკური შედეგები.

სამეგრელოს ჩემპიონატი 10 და 14 წლამდე

     18-21 დეკემბერს ქ. ზუგდიდში ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 10 და 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში რეგიონის სხვადასხვა ქალაქების (ფოთი, ზუგდიდი, ხობი, წალენჯიხა, მარტვილი) 78  მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა, ორგანიზატორი კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციაა (პრეზიდენტი - გ. სალია). ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო სკოლიდან რეგიონის ჩემპიონატში 21 მოჭადრაკე მონაწილეობდა. 12 საპრიზო ადგილიდან 9 ფოთელმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს.

10 წლამდე ჭაბუკები და გოგონები: საბოლოო ცხრილი.

14 წლამდე ჭაბუკები და გოგონები: საბოლოო ცხრილი.

  ფოტო

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგა

 

       13-21 დეკემბერს ქ. თბილისში ტარდება საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირი, რომელშიც 68 მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირში საკმაოდ ძლიერი მოჭადრაკეები მონაწილეობს და მათ შორის 2 დიდოსტატი, 2 ქალთა დიდოსტატი, 6 საერთაშორისო ოსტატი, 3 ქალთა საერთაშორისო ოსტატი, 4 ფიდეს ოსტატი და 2 ქალთა ფიდეს ოსტატი.

       იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები:

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგა

  

     4-10 დეკემბერს ქ. თბილისში ტარდება საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის ტურნირი რომელშიც მონაწილეობას იღებს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე - ნინო ანაკიძე(1947) ტურნირში 12 მოჭადრაკე მონაწილეობს და მათგან 2 საუკეთესო მოჭადრაკე მოიპოვებს საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.

    ბოლო ტურში კი ნინო ანაკიძე დამარცხდა მერი არაბიძესთან(2182) და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. დაწვრილებითი ინფორმაციები იხილეთ და  უახლესი რეიტინგის ცვლილებები იხილეთ ტურნირებში.

ფოთელთა წარმატება მაია ჩიბურდანიძის თასზე

 

       22-30 ნოემბერს ქ. ქუთაისში გაიმართა საჭადრაკო ფესტივალი "მაია ჩიბურდანიძის თასი-2008". ფესტივალში მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკის 140-მდე მოჭადრაკე. წარმატებული იყო ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეთა გამოსვლა, ქალთა აბსოლიტურ ტურნირში მე-2 ადგილი ნინო ანაკიძემ დაიკავა, 12 წლის გოგონათა შორის პირველი იყო ადა ქაქუთია, ხოლო მესამე ადგილები დაიკავეს: მარიამ სამურკასოვმა (14წ. გოგონები), თათია კოხრეიძემ (12წ. გოგონები) და გიგი აბსარიძემ (10წ. ჭაბუკები). როგორც მოჭადრაკეები, ასევე მათი მწვრთნელები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით.

Viva Maia

საქართველოს ქალთა ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია!!!

   საქართველოს ქალთა ნაკრებმა გუნდმა ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია 38-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 12 წლიანი პაუზის შემდეგ ქართველებმა კვლავ მოიპოვეს ოლიმპიური ჩემპიონობა. საუკეთესოდ იასპარეზა ყველა მოჭადრაკემ მაგრამ არამარტო ქართველი არამედ მსოფლიოს ყველა ჭადრაკის სპეციალისტი აღნიშნავს მაია ჩიბურდანიძის ბრწყინვალე თამაშს, მან პირველ დაფაზე 6 პარტია მოიგო და 3 კი ფრედ დაასრულა, მან დაამარცხა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონიც. ასევე წარმატებით იასპარეზეს ნაკრების სხვა მოჭადრაკეებმაც: ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა, მაია ლომინეიშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა.

     წარმატებული იყო ქართველ ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდის გამოსვლა, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდული შემადგენლობით ასპარეზობდა, მათ 5-11 ადგილები გაიყვეს.

ხ. ფოტოები.   იხ. მაია ჩიბურდანიძის და ნონა გაფრინდაშვილის ინტერვიუ.       ვიდეო

 

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა

 

       12-25 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ დრეზდენში ტარდება  38-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 154 ვაჟთა და 116 ქალთა ნაკრები გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ვაჟთა ნაკრები გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: 1 დაფა - ბაადურ ჯობავა (2664), 2 დაფა - ზვიად იზორია (2610), 3 დაფა - მიხეილ მჭედლიშვილი (2615), 4 დაფა - ლევან ფანცულაია (2580), სათადარიგო - დავით არუთუნიანი (2584).  ქალთა ნაკრები: 1 დაფა - მაია ჩიბურდანიძე (2489), 2 დაფა - ნანა ძაგნიძე (2503), 3 დაფა - ლელა ჯავახიშვილი (2473), 4 დაფა - მაია ლომინეიშვილი (2437), სათადარიგო - სოფიკო ხუხაშვილი (2409).

იხ. ქართველ მოჭადრაკეთა შდეგები: ვაჟები, ქალები ოლიმპიადის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას მემორიალი

 

      11-16 ნოემბერს ქ. ფოთში ტარდება ფოთის საჭადრაკო კლუბის ყოფილი დირექტორის, ფოთში ჭადრაკის ერთ-ერთი ფუძემდებლის ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში. ტურნირი 3 ასაკობრივ ჯგუფში ტარდება, 7, 9 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. იხილეთ ფოტოები.

იხ. ტექნიკური შედეგები: 7 წ. ჭაბუკები და გოგონები.

                                                    9 წ. ჭაბუკები და გოგონები.

                                                    13 წ. ჭაბუკები და გოგონები.

ქალთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ნინო ანაკიძეს გამარჯვებით დასრულდა

 

       30 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები ნინო ანაკიძე(1947) და ადა ქაქუთია(1764). ტურნირში ბრწყინვალედ იასპარეზა და 7 ტურიდან 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ნინო ანაკიძემ.  ტექნიკური შედეგები იხილეთ სიახლეებში.

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 

      20-30 ოქტომბერს ვიეტნამში ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატში არასრული შემადგენლობით იასპარეზა და მათი რაოდენობა 12-ს შეადგენდა. 16 წლის გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა ნაზი პაიკიძემ. 14 წლის ჭაბუკებში მეორე ადგილი დაიკავა ნოდარ ლორთქიფანიძემ, 14 წლის გოგონებში მეორე იყო მერი არაბიძე, ხოლო 16 წლის გოგონებში მესამე ადგილზე ქეთი წაწალაშვილი გავიდა. ქართველმა მოჭადრაკეებმა მესამე ადგილი დაიკავეს საერთო გუნდურ ჩათვლაში. იხ. ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები.

ვიშვანათან ანანდი მსოფლიო ჩემპიონია

    გერმანიის ქალაქ ბონში 14 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე ტარდება ვიშვანათან ანანდისა(ინდოეთი, 2783) და ვლადიმერ კრამნიკის(რუსეთი, 2772)  მატჩი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულზე. მატჩი 12 პარტიისგან შედგება და საპრიზო ფონდი 1,5 მილიონ ევროს შეადგენს. 1 ტურით ადრე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ინდოელმა მოჭადრაკემ.
  1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12  
ანანდი

=

=

1

=

1

1

=

=

=

0

=

 

6,5

კრამნიკი

=

=

0

=

0

0

=

=

=

1

=

 

4,5

<<<პირველი  < წინა           1 2 3 4 5 6 7                

აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!